Forbes: ტრამპის პრეზიდენტობა მისი ბიზნესისთვის მომგებიანი აღმოჩნდა

Forbes: ტრამპის პრეზიდენტობა მისი ბიზნესისთვის მომგებიანი აღმოჩნდა

access_time2020-07-24 20:10:21

საკუთარი მილიარდების მიუხედავად დონალდ ტრამპი მეორე ვადის წინასაარჩევნო კამპანიაში არ ერთ ცენტს არ ხარჯავს. ამის ნაცვლად ის შემოწირულობებს იზიდავს, ხოლო მისი კომპანია Trump Organization-ი მისივე საარჩევნო შტაბს ფართების ქირის, ცხოვრების, და კვებისთვის მრავალმილიონიან ანგარიშებს უგზავნის.

 

შედეგად, ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის მოზიდული თანხები, ტრამპისვე ქონებას ზრდის.

 

თანაც საუბარია არა მხოლოდ პირადად პრეზიდენტის მიერ დაარსებულ საარჩევნო ფონდზე, არამედ რესპუბლიკური პარტიის მიერ საპრეზიდენტო კამპანიისთვის შეგროვილ ფულზე.

 

Trump Victory და Trump Make America Great Again Committee-მ მილიარდერი-პრეზიდენტის ქონება 2,2  მლნ.-ით ხოლო რესპუბლიკური პარტიის ფონდებმა - 2,4 მლნ. დოლარით გაზარდეს.

 

მთლიანობაში ტრამპმა პარტიის მხარდაჭერით Trump Organization 6,9 მლნ. დოლარით გაამდიდრა - ეს დიდი ბიზნეს-იმპერიისთვისაც კი მნიშვნელოვანი თანხაა.

 

მაგალითად,  ფლორიდაში მდებარე გოლფ-კურორტის  Trump National Doral-ის შემოსავლები 2017 წელს 88 მლნ.-დან 75 მლნ. დოლარამდე შემცირდა, რის გამოც მისი კაპიტალიზაცია 12,4-დან  4,3 მლნ. დოლარამდე დავარდა.

 

თუმცა, 2018 წელს რესპუბლიკურმა პარტიამ კურორტზე  600 000 დოლარი დახარჯა, რამაც ამ ბიზნესს განვითარების გარკვეული ბიძგი მისცა და უკვე 2018 წელს მოგება 9.7 მლნ. დოლარამდე გაიზარდა.

 

2 წლის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი კურორტის მუდმივი კლიენტი გახდა  და 2019 წელს იქ 255 000, ხოლო 2020 წლის იანვარში - 510 000 დოლარი დახარჯა.


 

ბოლო გადახდა გოლფ-კლუბისთვის დიდი შეღავათი იყო, რადგანაც შემდეგ ის კარანტინის გამო დაიხურა.

 

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ Trump National Doral-ში  1,4 მლნ. დოლარი დახარჯა.

 

მაიამის გოლფ-კლუბი ტრაპმის ერთად-ერთი აქტივი არაა, რომელიც მოგებას მფლობელის პოლიტიკური საქმიანობით იღებს.

 

ტრამპის საარჩევნო შტაბი ოფისებს Trump Tower-ში ქირაობს, რაშიც მას თვეში 40 000 დოლარს უხდის. ინაუგურაციის შემდეგ გასულ 3 წლის მანძილზე ტრამპმა თავისი საარჩევნო შტაბისგან ამ კუთხით 1,5 მლნ. დოლარი მიიღო - ეს მეტია ვიდრე რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის ხარჯები გოლფ-კლუბში.

 

გარდა ამისა Trump Tower-ს პარტიამ 225 000 დოლარი გადაუხადა, ხოლო პრეზიდენტის საარჩევნო შტაბმა მისი საკუთრებაში არსებულ კიდევ ერთი ობიექტს ნიუ-იორკში ფართების ქირისთვის 225 000 დოლარი გადაუხადა.

 

ტრამპის საარჩევნო შტაბმა, და შემოწირულობების შეგროვებით დაკავებულმა ფონდებმა ვაშიგნტონში მდებარე სასტუმრო Trump International Hotel-ს900 000 დოლარი გადაუხადეს, კიდევ 1,7 მლნ. ნიუ-იორკის სასტუმრო ქსელმა მიიღო, რომელიც ასევე ტრამპის საკუთრებაშია.

 

3 წლის მანძილზე ტრამპის სასტუმროებმა პოლიტიკური შემოსავლის სახით 2,6 მლნ, დოლარი მიიღეს.

 

პრეზიდენტის კიდევ ერთმა აქტივმა - კერძო რეზიდენციამ მარ-ა-ლაგოში ფონდ Trump Victory-სგან 345 000, ხოლო რესპუბლიკური პარტიისგან - 290 000 დოლარი მიიღო.

 

ეს ჯერ ყველაფერი არაა - ტრამპის საარჩევნო შტაბი ტრამპისვე კუთვნილ კომპანიებს იურიდიული კონსულტაციებისთვის, IT-მომსახურეობისთვის,  ავიაბილეთების დაჯავშნისთვის და საკანცელარიო საქონლის შეძენისთვისაც კი სერიოზულ თანხებს უხდის.

 

რას ამბობს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საარჩევნო შტაბი? ფაქტობრივად არაფერს. ტრამპის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ყველა ეს გადახდა კანონის სრული დაცვით და საბაზრო ფასებში ხდება.

 

 

Forbes.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up