Forbes: ტოტალიზატორებმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი მოგება მიიღეს

Forbes: ტოტალიზატორებმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი მოგება მიიღეს

access_time2020-11-08 20:00:26

დაივიწყეთ სუპერბოული, მსოფლიო ჩემპიონატი, ევროლიგა.. 2020 წელს ფსონების დადების კუთხით უმსხვილესი მოვლენა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებია. მხოლოდ ბრიტანულმა ბუკმეკერულმა კომპანიამ Betfair-მა 500 მლნ. დოლარის ფსონები მიიღო.


„ინტერესი ძალიან მაღალი იყო არჩევნების ბოლომდე. ამ არჩევნებისადმი ინტერესი ძალიან დიდია, გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე 2016 წელს, კლინტონის და ტრამპს შორის დაპირისპირების დროს - მაშინ ჩვენ 257 მლნ. დოლარის ფსონები მივიღეთ, ახლა კი - თითქმის 2-ჯერ მეტი“ - განაცხადა Betfair-ის წარმომადგენელმა სემ როსბოტომმა.


კიდევ უფრო ნაკლები თანხები ისეთ რეზონანსულ მოვლენებზე დაიდო, როგორც ბრექსიტის რეფერენდუმი (146 მლნ.), ფლოიდ მეიუეზერის და კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლა (66 მლნ. ) და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი (36 მლნ. დოლარი). ეს - მხოლოდ ერთ, თანაც ბრიტანულ ბუკმეკერულ კომპანიაში.


ფსონების დიდი ნაწილი ბაიდენის სასარგებლოდ დაიდო (66%), ხოლო ტრამპის შანსები 34%-ით შეფასდა.


შტატებში ბუკმეკერულ კომპანიებს არჩევნებზე ფსონების მიღება აკრძალული აქვთ, ამიტომაც აზარტულ ამერიკელებს უცხოური კომპანიების სერვისით სარგებლობა უწევთ. ამ დროს ადგილობრივი ბუკმეკერები უყურებენ უცხოეთში მათი პოტენციური მოგება როგორ გაედინება.


„კარგი იქნებოდა ამ უზარმაზარი თანხების ნაწილი ჩვენც რომ მიგვეღო“ - ამბობს ლას-ვეგასის ბუკმეკერული კომპანია Westgate-ის მფლობელი ბილ მიურეი.



მისი თქმით, ამერიკული აზარტული თამაშების ბაზრის ყველაზე მომგებიანი მოვლენაა სუპერბოული ( ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალი), თუმცა. საპრეზიდენტო არჩევნებს მეტი მოგების მოტანა შეუძლია.


ინტერესს პოლიტიკისადმი ხელს ასევე სპორტული ღონისძიებების ეპიდემიის გამო გაუქმებაც უწყობს, მთელი სპორტული აქტივობა შეჩერებულია, შესაბამისად, აზარტულ ადამიანებს ფსონის პოლიტიკაზე დადების გარდა სხვა არჩევანი არც აქვთ.


„მოთამაშეებმა ბოლოდ და ბოლოს დაინახეს, რომ შესაძლებელია ფსონების დადება პოლიტიკაზეც“ - განაცხადა ფინანსისტმა ფილიპმა, რომელიც ნახევრად პროფესიულად თამაშობს.


ის ფსონების ბრიტანულ ბუკმეკერულ კომპანიებში დებს, და მისი აზრით, ფსონები სოციოლოგიურ გამოკითხვებზე უკეთესად მეტყველებს მეი შანის რომელ კანდიდატს აქვს.


2016 წელს ფსონების უმრავლესობა ტრამპზე იყო, და მან გაიმარჯვა კიდეც, ბრექსიტის რეფერენდუმის დროს მოთამაშეთა უმრავლესობას ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის უფრო სჯეროდა, ვიდრე დარჩენის. Betfair-ის მოთამაშეთა 57% ფსონს დღესაც ტრამპის გამარჯვებაზე დებს, თუმცა, ეს ტიპიური მოვლენა არაა - როგორც უკვე ითქვა, ზოგადად სათამაშო ბაზარზე ჯო ბაიდენის მიმართ ნდობა მეტი იყო.


კითხვაზე „რატომ იწვევს საპრეზიდენტო არჩევნები მეტ ინტერესს, ვიდრე სუპერბოული, ბილ მიურეი Westgate-იდან პასუხობს, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია.


„საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი აზრი თითქმის ყველას გააჩნია. თანაც ამერიკაში უამრავია ადამიანია, ვისაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს. რამდენს იცნობთ ისეთს, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნები, თანაც ასეთი დაძაბული არ აინტერესებს? ალბათ ძალიან ცოტას“ - მიიჩნევს ის.


forbes.ru

თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up