Forbes: TikTok პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობს

Forbes: TikTok პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობს

access_time2021-05-23 20:00:34

2019 წლის ბოლოს სოციალური ქსელი TikTok გადაუდებელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა - პოლიტიკური კონტენტის ზრდა, განსაკუთრებით კი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ.


ამ საკითხზე მრავალი შიდა დისკუსია გაიმართა, რადგანაც ქსელის მენეჯმენტი ნათლად აცნობიერებს, რომ პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების გაჩენისთანავე, TikTok დებატების, სიძულვილის ენის და დეზინფორმაციის პლატფორმა აუცილებლად გახდებოდა.


„ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით პოლიტიკისგან დისტანცირებას - ჩვენ ვცდილობდით სახალისო ქსელის შექმნას, სადაც ადამიანები გაერთობიან, იცეკვებენ და იმღერებენ“ - განაცხადა იმდროინდელი დებატების ერთ-ერთმა მონაწილემ.


თუმცა, აპოლიტიკურობის შენარჩუნების მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა - უკვე 2020 წელს TikTok პოლიტიკური კონტენტით გაივსო. ქსელის მომხმარებლები ტრამპს და ბაიდენს შორს დაპირისპირებაში აქტიურად ჩაერთნენ. განსაკუთრებით აქტიურები დემოკრატების მომხრეები იყვნენ, რამაც იმ დროს ჯერ კიდევ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განარისხა.


2020 წლის აგვისტოში ტრამპმა TikTok-ის სწრაფი გაყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ქსელს შტატებში მუშაობის აკრძალვით დაემუქრა.



ამის შემდეგ ქსელი მმართველი კომპანია ByteDance გენერალურმა დირექტორმა კევინ მაიერმა დატოვა, ხოლო მოლაპარაკებებში TikTok-ს გაყიდვის თაობაზე ისეთი გიგანტები მონაწილეობდნენ, როგორ Microsoft, Oracle და Walmart.


საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პოლიტიკური ვნებების დუღილი ქსელში ჩაცხრა, თუმცა ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ ასობით მილიონი მომხმარებლების აზრების გაკონტროლება შეუძლებელია. კომპანია პოლიტიკური კონტენტის გამოვლენის და მოხსნის ტექნოლოგიებზე მუშაობს, თუმცა, ესეც საკმაოდ რთული ამოცანაა - პოლიტიკური შინაარსი შესაძლოა ჩამალული იყოს ერთი შეხედვით ყველაზე უწყინარ ვიდეორგოლში, და მისი აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია.


პოლიტიზებასთან ბრძოლისთვის სხვადასხვა შესაძლებლობები განიხილება, თუმცა, ჯერ არც ერთი არაა მიღებული.


მაგალითად, კონტენტის საკითხებში სადამკვირვებლო საბჭოს შექმნა, რომელიც კომპანიას პოლიტიკურ საკითხებში კონსულტაციებს გაუწევს. სავარაუდოდ, საბჭოში მოწვეული ექსპერტები შევიდოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელმძღვანელობამ ამ ვარიანტზე უარი განაცხადა.


ასევე დისკუსიების საგანი პროგრამა Lark გახდა, რომელიც მომხმარებლის მიერ სხვადასხვა აკრძალული და პოლიტიკური ხასიათის სიტყვების წარმოთქმას აფიქსირებს. თუმცა, საშველად არც ეს გამოდგა უზუსტობების ძალიან მაღალი ალბათობის გამო.


ასეა თუ ისე, TikTok პოლიტიკისგან დისტანცირებას ყველანაირად ცდილობს, და დღეს ამ ამ კუთხით ყველაზე ერთგული მოკავშირე არა ტექნოლოგია, არამედ თავად მომხმარებლები არიან, რომელთა დიდი უმრავლესობა ამ ქსელს სწორედ ისე აღიქვამს, როგორც ეს მის შემქმნელებს სურს – როგორც სასიამოვნო, და სახალისო აპლიკაციას.


Forbes.ru


თენგიზ აბლოთია


თეგები:
ტიკტოკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up