Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

access_time2020-09-20 16:50:05

Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს.

სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია.

მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის, Tesla-ს აქციების ვარდნა 1 მლნ. დოლარზე მეტ ზარალს ნიშნავს, თუმცა, ამის მიუხედავად, ის გაიაფებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე არც კი ფიქრობს.

„ყველა მირჩევს Tesla-ს აქციების გაყიდვას, მარგამ მე არავის არ უსმენ. საკმარისია ერთხელ მართო ეს მანქანა, მერე სხვა ავტომობილზე ვერც იფიქრებ. ეს ნამდვილი გატაცებაა“ ამბობს ის.

ისევე, როგორც დევიდ ბერდისვის, ბევრი აქციონერისთვის Tesla ბაზრის სიმბოლო გახდა ეკონომიკის მდგომარეობის და კომპანიის მოგების მაჩვენებლისგან დამოუკიდებლად. Tesla-ს აქციების ფასის ცვლილება ხშირად ძნელად ასახსნელია, თუმცა, კომპანიის ფანები თვლიან რომ მას პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის და წარმოების აღდგენის საოცარი უნარი გააჩნია.

„ ეს არაა არც საოცრება და არც ბაზრის არარაციონალური ქცევა. ეს არის ბაზრის რეაქცია მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სამეწარმეო სასწაულზე“  - განაცხადა ინვესტორმა გალილეო რასელმა.


Tesla-ში ურყევ რწმენაზე ბაზრის მერყეობის მიუხედავად კომპანიის ბევრი თაყვანისმცემელი ლაპარაკობს. სწორედ ამ ადამიანის ურყევი რწმენა გახდა Tesla-ს აქციების გაძვირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ფასიანი ქაღალდების ღირებულება დიდწილად სწორედ ისეთ ადამიანებზეა დამოკიდებული როგორც ბერდი ან რასელი.

ეს ურთიერთკავშირის გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ისეთ კომპანიებთან დაკავშირებით, როგორც Apple ან  Amazon. ანალიტიკოსის ემი სილვერმანის თქმით, ერთგული ფანატების არმიის არსებობას წყალობით, Tesla-ს აქციების ღირებულება ნაკლებადაა დამოკიდებული ციფრებზე, და მეტად   - ხედვაზე.

Tesla-ს აქციონერმა ელი ბერტონმა დატოვა საშუალო ზომის ტექნოლოგიური კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი იმისთვის, რომ შექმნას კომიქსი ილონ მასკზე.

ბერტონის თქმით,  მასკი სუპერ-გენიოსია, და ფინანსისტებმა უოლ-სტრიტიდან Tesla-ს რეალური მნიშვნელობა სათანადოდ ვერ შეაფასეს.

„Tesla - მეტია, ვიდრე უბრალოდ ავტომწარმოებელი. მისი აქციები ყოველთვის უფრო მეტად რწმენას ეყრდნობოდნენ. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ ფულს არა ბიზნეს-კომპანიაში, არამედ კაცობრიობის მომავალში აბანდებენ“ - განაცხადა Interactive Brokers-ის ანალიტიკოსმა სტივ სოსნიკმა.

 

Forbes.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up