Forbes: სოციალური ქსელები და აპლიკაციები, რომელთაც პანდემიამ განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა

Forbes: სოციალური ქსელები და აპლიკაციები, რომელთაც პანდემიამ განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა

access_time2021-01-09 19:00:06

ტექნოლოგიურმა სექტორმა კორონავირუსის პანდემია საკმაოდ კარგად გადაიტანა, რადგანაც ის დისტანციური მუშაობის საშუალებას იძლევა.

 

არის ტექნოლოგიების რამდენიმე სახეობა, რომელიც პანდემიის დროს არათუ არ დაზარალდა, არამედ გაიზარდა.

 

ვიდეოკავშირის სერვისები

2020 წელს ვიდეოზარები და ვიდეოკონფერენციები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მხოლოდ 14-20 მარტს შესაბამისი პროგრამები 62 მლნ. ადამიანმა გადმოწერა.

 

ამ წელს წარმატების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ამერიკული ვიდეოსერვისის - Zoom-ის ისტორია გახდა. დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გამო, მილიონობით ადამიანი ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა - მაგალითად, მხოლოდ შტატებში დისტანციურ საქმიანობაზე 4,7 მლნ. ადამიანი გადაერთო.

 

საყოველთაო ლოკდაუნების წყალობით, რომლებიც თითქმის ყველა ქვეყანაში გამოცხადდა, Zoom-ის პოპულარობა წარმოუდგენლად გაიზარდა - ამ სერვისს ყოველდღიურ რეჟიმში 300 მლნ. ადამიანი იყენებდა.

 

ასევე წარმატებული იყო პანდემიური წელი Zoom-ის კონკურენტისთვის - სერვის Microsoft Teams-ისთვის,  რომლის მომხმარებელთა რაოდენობა 2019 წლის მარტთან შედარებით 2020 წლის მარტში 115 მლნ.-მდე გაიზარდა.

 

ახალგაზრდობაში პოპულარობა სერვისმა Houseparty-მ  მოიპოვა, რომელიც ონლაინ-წვეულებების ორგანიზებას ახდენს. 2020 წელს მისი მომხმარებელთა რაოდენობა 130 000-დან 50 მლნ.-მდე გაიზარდა.

 


მიწოდების სერვისები

საქონლის, პირველ რიგში კვების პროდუქტების და მზა კერძების სერვისებმა პანდემიის დროს არნახული ზრდა დააფიქსირეს. ამ დარგში 2020 წლის პირველ 3 კვარტალში ინვესტიციებმა 8,7 მლრდ. დოლარი შეადგინა - ეს მეტია, ვიდრე მთელი 2019 წლის მანძილზე (7 მლრდ.).

 

აგვისტოში სერვისი Uber Eats-ი, არსებობის ისტორიაში პირველად, ტაქსის გამოძახების სერვისზე მომგებიანი გახდა - მისმა შემოსავალმა 6,9 მლრდ. დოლარი შეადგინა, ხოლო ტაქსის  3,04 მლრდ.

 

დისტანციური მუშაობის ტექნოლოგიები

2020 წელს მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მაგალითად,  Twitter-მა და Facebook-მა თანამშრომლებს დისტანციურ სამუშაოზე გადასვლის უფლება მისცეს. ეს ტენდენცია დღეს მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია, რაც შესაბამისი სერვისების პოპულარობის ზრდას იწვევს.

 

ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა გერმანული  TeamViewer, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტით კონკრეტულ ქსელში ჩართულ ყველა კომპიუტერთან წვდომის საშუალებას იძლევა.

 

2020 წლის მეორე კვარტალში სერვისის შემოსავალი 45%-ით გაიზარდა და 105,9 ევრო შეადგინა. კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობამ კი 31%-ით, 567 000-მდე მოიმატა..

 

ასევე  თანამშრომლების კომპიუტერების დისტანციური კონტროლის სერვისების  პოპულარობაც იზრდება - ისეთების, როგორც Time Doctor, Teramind, VeriClock, და ა.შ.

 

2020 წელს ამ დარგში უმსხვილესი ინვესტიცია იყო ფონდ Index Ventures-ის მიერ კომპანიების ქვეგანაყოფებს შორის დისტანციური კომუნიკაციის სერვის  Discord-ში 100 მლნ. დოლარის ჩადება.

 

ონლაინ-განათლება

დისტანციური განათლების პლატფორმების პოპულარობა პანდემიამდეც იზრდებოდა, თუმცა, ლოკდაუნის წყალობით ამ დარგის სერვისებმა ინვესტიციების და მომხმარებლების დიდი რაოდენობა მიიღეს.

 

ონლაინ-სწავლების სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა Coursera, რომელსაც მთელს მსოფლიოში ათობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 2020 წელი მისთვის ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა  - ივლისში კომპანიამ, რომლის ღირებულებაც 2,2 მლრდ. დოლარს შეადგენს, 130 მლნ. დოლარის ინვესტიციები მოიზიდა.

 

ონლაინ-განათლების დარგში ინვესტიციების კუთხით მსოფლიო რეკორდსმენი ჩინური Yuanfudao გახდა, რომელმაც 2,2  მლრდ. დოლარის ინვესტიციები მოიზიდა, და განათლების ტექნოლოგიების სექტორში მსოფლიოს უმსხვილესი და ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა - მისი კაპიტალიზაცია წლის მანძილზე გაორმაგდა და 15,5 მლრდ.  დოლარი შეადგინა.

 

Forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
zoom team viewer



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up