Forbes:  Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის

Forbes: Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის

access_time2021-01-19 19:00:53

2021 წლის 6-10 იანვარს მესენჯერ Signal-ს დღეში საშუალოდ 250 000, ხოლო Telegram-ს 1,1 მლნ. მომხმარებელი ემატებოდა, რაც ამ სერვისების 409% და 61%-ით ზრდას ნიშნავს.


ასეთი ინტერესი მათ მიმართ, მსხვილი სოციალური ქსელების მიერ დონალდ ტრამპის და მისი მომხრეების წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა გამოიწვია.


Signal-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, მისი უსაფრთხოება, რადგანაც ის განსაკუთრებით რთულ შიფრებს იყენებს, რომელთა დაბლოკვა თითქმის შეუძლებელია.


მესენჯერის ერთ-ერთი შემქმნელია WhatsApp-ის დამაარსებელი ბრაიან ექტონი, რომელმაც ამისთვის სპეციალური ფონდი შექმნა. ეს მისი მხრიდან ერთგვარი შურისძიება იყო Facebook-ის მიმართ, რომელიც მან ხმაურიანი სკანდალით დატოვა.


Signal განსაკუთრებული პოპულარობით პოლიტიკური, სოციალური და უფლებადაცვითი ორგანიზაციების აქტივისტებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს შორის სარგებლობს. მის მომხმარებლებს შორის არიან მოძრაობა Black Lives Matter (BLM)-ის ლიდერები და წევრები.


პარადოქსია, მაგრამ დღეს Signal არა მემარცხენე-ლიბერალების, არამედ მემარჯვენე-კონსერვატორების თავშესაფარი გახდა. მემარჯვენეებს ეს მესენჯერი იგივე მიზეზების გამო იზიდავს, რაც მემარცხენეებს - ის მომხმარებლებს ინფორმაციის გავრცელების და ერთობლივი მოქმედებების დაგეგმარების შესაძლებლობას აძლევს, თანაც, ყოველგვარი მოდერირების გარეშე.


Signal-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მის მენეჯმენტს მომხმარებელთა გზავნილებთან წვდომა არ გააჩნია, შესაბამისად, კონტენტის წაშლა, დაბლოკვა ან ცენზურირება შეუძლებელია.



„Signal-ის გამოყენება მართლად ძალიან საშიშია. როგორც ჩანს, დღეს ისინი აგრესიულ მომხმარებლების იზიდავენ, რომლებიც სხვა პლატფორმებზე თავს არაკომფორტულად გრძნობენ. საშიში კი ისაა, რომ ამ საქმიანობის კონტროლის არავითარი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მაგალითად, მას უკვე აქტიურად იყენებს მემარჯევენე-რადიკალური დაჯგუფება Boogaloo Boys, რომლის პროგრამაც ამერიკაში მეორე სამოქალაქო ომისთვის მზადებას გულისხმობს“ - განაცხადა სიძულვილის ენის წინაამღდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციის Change the Terms-ის დირექტორმა ჰარი ფერნანდესმა.


Signal-თა ერთად გაბრაზებული თეთრკანიანი ამერიკელების ინტერესის კიდევ ერთი ობიექტი, მესენჯერი Telegram გახდა.


რეალურად, ვერც ერთი და ვერც მეორე Twitter-ს და Facebook-ს ვერ ჩაანაცვლებს. ვერც ერთ მესენჯერს ვერ ექნება ის უზარმაზარი შესაძლებლობები, რაც სოციალურ ქსელს გააჩნია. თუმცა, მათ შეუძლიათ ისეთი რამის შეთავაზება, რასაც მომხმარებლებს Twitter და Facebook ვერ სთავაზობენ, ანონიმურობა და კონტენტის მოდერირების სისტემის არარსებობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც, თქვენ, მაგალითად, დამანგრეველი ანტისამთავრობო მიტინგის ჩატარება გსურთ.


Signal-ის და Telegram-ის პოპულარობის ნახტომისებრ ზრდას ხელი ასევე WhatsApp -ის მიერ ახალი წესების შემოღებით გამოწვეულმა მომხმარებლების გაქცევამაც შეუწყო.


Signal და Telegram მომხმარებლებს პრივატულ დაჯგუფურ ჩატებს სთავაზობენ, ხოლო შიფრების რთული ტექნოლოგია ექსტრემისტული დიალოგების მასშტაბების დადგენას ხელს უშლის.


იმის შემდეგ, რაც კონსერვატიულმა სოციალურმა ქსელმა Parler-მა არსებობს შეწყვიტა, Telegram -ში პოპულარული ჯგუფი Parler Lifeboat გაჩნდა. ის 16 000 მონაწილეს აერთიანებს, ამ ჯგუფში დონალდ ტრამპს პატივს სცემენ, შეთქმულებების თეორიებზე საუბრობენ, აგინებენ მემარცხენეებს და მოძრაობა Antifa-ს, Twitter-დან წასვლას ზეიმობენ და კაპიტოლიუმის შტურმს „შესანიშნავ მოვლენად“ აფასებენ.


Parler Lifeboat-თან ერთად Telegram ულტრა მემაჯვენე მოძრაობის Proud Boys-ის ჯგუფიც არსებობს (თითქმის 31 000 ხელმომწერი) და მისი შინაარსი თითქმის იდენტურია.


დონალდ ტრამპმა, რომელიც დიდი სოციალური ქსელებიდან გააძევეს, თავისი გვერდი Telegram-ში შექმნა და თავის მომხრეებს იქ მიმართავს. თუმცა, ამ შემთხვევაში მისი აუდიტორია 500 000 ხელმომწერით შემოიფარგლება, მაშინ, როდესაც Twitter-ში და Facebook-ში მას 100 მლნ.-ზე აქტიური მკითხველი ჰყავდა.


ახალშეძენილ პოპულარობასთან ერთად, Telegram-სდა Signal-ს კიდევ ერთი საერთო აქვთ, ორივე ახალგაზრდა და მდიდარმა, იდეალისტური შეხედულებების მქონე IT-ინდუსტრიის ვარსკლავმა შექმნა Signal-ის დამფუძნებელია 4WhatsApp-ის ყოფილი მფლობელი, 48 წლის ბრაიან ექტონი, ხოლო Telegram-ის - 36 წლის რუსი პაველ დუროვი.


forbes.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
Signal



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up