Forbes: შეძლებს თუ არა ზელენსკი პუტინთან შერიგებას

Forbes: შეძლებს თუ არა ზელენსკი პუტინთან შერიგებას

access_time2019-09-18 20:00:41


უკრაინის ახალი მთავრობა ყოფილი მსახიობის ვლადიმერ ზელენსკის ხელმძღვანელობით, არ ეთანხმება ბევრ ადამიანს დასავლეთში, ვინც თვლის ვლადიმერ პუტინს საშინელ ბოროტებად.


ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინს სურს ურთიერთობების ნორმალიზება.


ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანახმაა საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგემტის განლაგებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და სურს დაასრულოს ომი დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში.


ეს ორი ქალაქი არის უკრაინის მძიმე მრეწველობის ცენტრი.


ზელენსკიმ ასევე მიანიშნა, რომ შეასრულებს მინსკის შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას თვითგამოცხადებულ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში.


ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწინაამღდეგებოდა არჩევნების ჩატარების იდეას, რადგანაც შიშობდა, რომ სეპარატისტები მიიღებდნენ ავტონომიას და ეს გამოიწვევდა ქვეყნის საბოლოო გახლეჩას რუსეთის სასარგებლოდ.


თუმცა, ამავე დროს მან ვერ მოახერხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და პრორუს სეპარატისტებს შორის საბძოლო მოქმედებების შეწყვეტა.


ბევრი მიმომხილველი ხედავს რუსეთის მიერ დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერაში კრემლის მხრიდან უკრაინის დაშლის მცდელობას. გარდა ამისა, დანაწევრებული ქვეყანა ვერ შევა ნატოში, რაც ასევე წარმოადგენს რუსეთის მიზანს.


ამჟამად ყირიმი შედის რუსეთის შემადგენლობაში - ეს არის ყოფილი უკრაინული ნახევარკუნძული, სადაც განლაგებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ის საერთოდ არ ახსენა.


თუ უკრაინას მაინც სურს ნატოში შესვლა - მას მოუწევს უარის თქმა ყირიმზე, რადგანაც ალიანსის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ სასაზღვრო კონფლიქტები მეზობლებთან. ზელენსკის სურს ნატოში მისაღებად განაცხადის გაკეთება უახლოესი 5 წლის მანძილზე, რაც მოსკოვს ნამდვილად არ მოეწონება.



სწორედ ამიტომ, კრემლს არა აქვს უკრაინასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მოტივაცია. 2014-2015 წლებთან შედარებით აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების სიმწვავე საგრძნობლად შენელდა, თუმცა ეკონომიკის დიდი ნაწილი ომისგან დაზარალდა.




თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში მოდის უფრო ბედნიერი ხანა. განსაკუთრებული აქცენტი მან გააკეთა ომის შეწყვეტაზე და დონბასის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებაზე.



ზელენსკის თქმით, მისთვის პრიორიტეტი იქნება ჯარების დაშორიშორება, თუმცა, პოროშენკოსაც ჰქონდა იგივე გეგმა - ვნახოთ, იქნებ ზელენსკის უფრო გაუმართლებს და რუსეთი მისცემს მას ურთიერთობების გაუმჯობესების შანსს.



პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნები დონბასის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ჩატარდება მაშინვე, როგორც კი დასრულდება ჯარების დაშორიშორების პროცესი.



არსებობს საფრთხე, რომ დონბასში გაიმარჯვებენ ავტონომიაზე ორიენტირებული ძალები, თუმცა, კიევს აქვს ავტონომიებთან ურთიერთობების გამოცდილება - სწორედ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შედიოდა ყირიმი ქვეყნის შემადგენლობაში 2014 წლამდე.



უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვადიმ პრისტაიკოს თქმით, არჩევნები დონბასში უნდა ჩატარდეს უკრაინის კანონმდებლობის თანახმად.



კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე გეგმავს ომის დასრულებას, თუმცა არცერთს სურს სერიოზულ კომპრომისებზე წასვლა და ამას შეუძლია ჩააყენოს ზელენსკი ჩიხურ მდგომარეობაში.



ცალკე თემაა - აშშ-ს დამოკიდებულება უკრაინისადმი, რომელიც ტრამპის პირობებში შეიცვალა. ბარაკ ობამა ყოველთვის უარს ამბობდა სამხედრო დაპირისპირების ესკალაციაზე, თუმცა, ამავე დროს ვაშინგტონი კიევს საკმარის სამხედრო დახმარებას უწევდა იმისთვის, რომ უკრაინას შეეძლოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა.



ობამა ასევე მუდმივად იმყოფებოდა რადიკალების და ქორების ზეწოლის ქვეშ, რომლებიც ითხოვდნენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას, რაზეც ობამა კატეგორიულად არ თანხმდებოდა.



ხსენებულ კონფერენციაზე გამოვიდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი, რომელიც მიესალმა ბოლო დროს რუსეთს და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესს და უკრაინის ახალი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობების ახალ დინამიკას. თუმცა, ამავე დროს ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ახალმა პრეზიდენტმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე პუტინთან დაახლოვების დროს.



„პრობლემა იმაშია, რომ რუსეთიც არ ცნობს თავის ვალდებულებებს მინსკის შეთანხმებების ფარგლებში. მოსკოვსაც აქვს ვალდებულებები, რომლებსაც ის არ ასრულებს და აცხადებს, რომ ის არაფერზე არაა პასუხისმგებელი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარეობს შიდა უკრაინული კონფლიქტი, რომელიც უნდა გადაწყდეს კიევსა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. ეს რეალობის უარყოფაა,“ - თვლის კურტ ვოლკერი.



შესაძლოა, ზელენსკის აქვს თავისი ოცნებები უკრაინაზე და მათი ნაწილი ეყრდნობა გამოგონილ რეალობას, რომლიდანაც ის მოვიდა უკრაინულ პოლიტიკაში. ყოფილმა მსახიობმა შეასრულა ტელესერიალ „ხალხის მსახურ“-ში სკოლის მასწავლებლის როლი, რომელიც გახდა პრეზიდენტი.



ამ ფილმში მისი გმირი, რომელიც დაიღალა ბნელი რეალობისგან, იწყებს ბრძოლას კორუფციასთან. სწორედ ასე ჰქვია დღეს უკრაინის სახელისუფლებო პარტიას - „ხალხის მსახური“.
ზელენსკისთვის ძალიან ცუდია ისიც, რომ რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზრპრომმა“ განაცხადა, რომ არ აპირებს ევროპაში გაზის ექსპორტის ზრდას უკრაინული სატრანზიტო გაზსადენის მეშვეობით - ეს ტრანზიტი არის უკრაინისთვის შემოსავლის დიდ წყარო.



„გაზპრომი“ ამჟამად აშენებს გაზსადენს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან რუსეთს და გერმანიას - ეს მარშრუტი მოიაზრება როგორც უკრაინული ტრანზიტის ალტერნატივა.


თეგები:
ზელენსკი



მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა
access_time2019-12-14 15:00:33
კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აი ღვინის სახლმა“ იყიდა. კომპანიის  მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.   ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია . ბიზნესმენმა...

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება
access_time2019-12-14 20:00:22
2020 წელს ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აკეთებს. კარანაძის თქმით, აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის...

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის
access_time2019-12-14 14:00:53
ქართული ბრენდი PARKER GEORGIA ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბავშვობის მეგობრების წამოწყება 2 წელიწადში წარმატებულ, შემდგარ ბიზნესად იქცა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება და უკვე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. PARKER GEORGIA-ს ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია. მათ ქართული ბრენდის ფეხსაცმელი საკუთარი სტილის განუყრელ ატრიბუტად...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...


მსგავსი სიახლეები

up