forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

access_time2019-09-16 19:00:49


საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები.


ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბენ სალმანმა გაავრცელა.


მისი თქმით, ნავთობმოპოვების გარდა, ტერაქტის შედეგად შემცირდა ბუნებრივი აირის მოპოვება, რის გამოც ბაზარს დღე-ღამეში 700 000 ბარელი თხევადი გაზი მოაკლდება.


ერთ-ერთი ქარხანა, რომელიც აღმოჩნდა დრონების შეტევის ობიექტი, მდებარეობს ქალაქ აბკაიკში და ყველაზე დიდია ქვეყანაში. მას შეუძლია ერთი დღის განმავლობაში 7 მლნ. ნავთობის გადამუშავება.


მეორე საწარმო მდებარეობს საბადო ხურიასზე, დედაქალაქ ერ-რიადისგან 150 კილომეტრში.


პასუხისმგებლობა ტერაქტის გამო თავის თავზე აიღეს იემენელმა მეამობხე - ხუსიტებმა, რომელთა წინააღმეგ საუდის არაბეთი იემენში იბრძვის.


მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მომხდარში ირანი დაადანაშაულა, რომელიც ეხმარება ერთმორწმუნე შიიტ-ხუსიტებს. მისი განცხადებით, აშშ მიიღებს ზომებს ნავთობის დეფიციტის აღმოსაფხვრელად.


„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას ირანის ქმედებების უპირობო დაგმობისკენ. ასევე აშშ ითანამშრომლებს პარტნიორებთან ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.


მისი თქმით, ირანი დგას საუდის არაბეთზე განხორციელებული 100-ზე მეტი შეტევის უკან.


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ბრალდებები და მათ „უაზრო და გაუგებარი“ უწოდა.


აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა შეილინ ჰაინსმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, შტატები მზადაა აამოქმედოს სტრატეგიული რეზერვები. ამჟამად შტატების ნავთობის სტრატეგიული რეზერვი შეადგენს 645 მლნ. ბარელს.


ანალიტიკოსების აზრით, მომხდარის გამო მოსალოდნელია ნავთობის გაძვირება.


Onyx Commodities დირექტორი გრეგ ნიუმანი ვარაუდობს, რომ „ბრენტის“ სორტის ნავთობი გაძვირდება 7-10 დოლარით და თუ პრობლემა სასწარაფოდ არ გადაწყდა, არაა გამორიცხული ფასის ავარდნა 100 დოლარამდე.


„აბკაიკი არის ნავთობმომარაგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი მსოფლიოში და ფასები აუცილებლად აიწევს,“ - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ჯეისონ ბორდოფმა.


მისი თქმით, შექმნილი დეფიციტის დაფარვა შესაძლებელია ირანის მეშვეობით, თუმცა ეს მიუღებელია ვაშინგტონისთვის.


Bloomberg-ის ანალიტიკოსებს უჭირთ ზარალის მასშტაბების შეფასება, ასევე მათ არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ რა დრო დასჭირდება დაზიანებული ქარხნების აღდგენას და სრულფასოვან ამუშავებას.


„თუ არ იქნება ოფიციალური და ზუსტი მონაცემები, ტრეიდერები ჩათვლიან, რომ საქმე ძალიან ცუდადაა და ის შეუწყობენ ხელს ფასების ზრდას,“ - მიიჩნევენ Bloomberg-ში.


თუმცა, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ქარხნები ამუშავდება სრული სიმძლავრით უკვე ორშაბათს, იგივეს წერს Financial Times ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.


ორშაბათი კი დაიწყო ნავთობის მკვეთრი გაძვირებით - ბრენტის სორტის ნავთობი გაძვირდა 13%-ით - 71 დოლარამდე, WTI-ს ღირებულება კი გაიზარდა 11%-ით - 61 დოლარამდე.






ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა
access_time2020-06-06 15:00:13
“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”,  - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ. 25 მაისს...

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ
access_time2020-06-06 12:00:29
თბი­ლი­სე­ლებს სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა...

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
access_time2020-06-06 11:00:57
მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up