Forbes: საქართველოს შემოსავალი გაიზარდა

Forbes: საქართველოს შემოსავალი გაიზარდა

access_time2019-02-11 20:30:55

ამ სტატიის გამოქვეყნებამდე ალბათ ცოტამ თუ იცოდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ბოლო 20 წელიწადში (1998 – 2018 წლები) ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდით მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს. მიუხედავად ასეთი კარგი შედეგისა, საქართველო მაინც საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა. ორივე გარემოება საინტერესოა, 1. როგორ აღმოვჩნდით მე-8 ადგილზე და 2. თუ 20-წლიანი პერიოდის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, მაშინ რატომ ვერ გახდა საქართველო მდიდარი, - წერს Forbes.ge


როდესაც ქვეყნებს რაიმე ნიშნით ერთმანეთს ვადარებთ, პირველ რიგში მეთოდოლოგიაა მნიშვნელოვანი. მეთოდოლოგია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ქვეყნებს ერთ მოსახლეზე შემოსავლით ვადარებთ, რადგან შემოსავლის სხვადასხვა საზომი არსებობს.


ერთ მოსახლეზე შემოსავალი მოსახლეობის საშუალო წლიურ შემოსავალს გამოხატავს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოსახლეობაზე თანაბრად გადანაწილებით გაიანგარიშება. შემოსავალი სხვადასხვანაირად შეიძლება გამოისახოს, მაგალითად: ეროვნულ ვალუტაში მიმდინარე ფასებში (ნომინალური შემოსავალი), ეროვნულ ვალუტაში ფიქსირებულ ფასებში (რეალური შემოსავალი), უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარს იყენებენ) მიმდინარე ფასებში და ე.წ. საერთაშორისო დოლარში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით (Purchasing Power Parity – PPP).


რომელი მეთოდით დათვლილი შემოსავალი უნდა გამოვიყენოთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის ვიყენებთ ამ მაჩვენებელს. ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ნომინალური და რეალური შემოსავლები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ რეალური შემოსავალი ინფლაციით ეკონომიკის ზრდის ეფექტს გამორიცხავს (რადგან მშპ წარმოებული პროდუქციისა და ფასების ნამრავლის ჯამია, ფასების ზრდა, იგივე ინფლაცია, ნომინალურ ეკონომიკას ზრდის).


თუ გვინდა გავიგოთ, ქვეყნის შიგნით ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი როგორ იცვლება, რეალური შემოსავლის ცვლილება უნდა ვნახოთ. 1998 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 1 272 ლარი იყო. მომდევნო 20 წელიწადში 3.4-ჯერ გაიზარდა და 4 335 ლარი შეადგინა. 3.4-ჯერ ზრდით საქართველომ მსოფლიოში მე-8 ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე თურქმენეთია 7.3-ჯერ ზრდით. საქართველოზე ცოტათი უკეთესი შედეგი აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანს.

საქართველო ერთ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით (Purchasing Power Parity-PPP, 2011 international dollars) შემოსავლის ზრდის ტემპითაც მე-8 ადგილზეა. 1998 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი 3 023 PPP დოლარი იყო, ხოლო 2018 წელს 3.4-ჯერ მეტი – 10 305 PPP დოლარი. ეს მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ჩვეულებრივ, ე.წ. ნომინალურ დოლარში 2018 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 4 500 დოლარი იყო.



ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი იზრდება, როდესაც შემოსავლის ზრდის (იმავე ეკონომიკის ზრდის) ტემპი აჭარბებს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპს. თუ მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, მაშინ ერთ მოსახლეზე შემოსავალი ეკონომიკის ზრდის ტემპზე უფრო სწრაფად მატულობს. საქართველოს შემთხვევაში ორივე ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა: 1999 წლიდან 2018 წლის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 5.4%-ით იზრდებოდა და შედეგად, 2018 წლის ეკონომიკამ (მუდმივ ფასებში) 1999 წლის მაჩვენებელს 2.8-ჯერ გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით საქართველომ მსოფლიოში 33-ე ადგილი დაიკავა.


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წელიწადში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდით მე-8- ა. ეს განსხვავება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირებით აიხსნება. მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში მოსახლეობის რაოდენობა მატულობს, საქართველოში კი 1998 წლის შემდეგ მოსახლეობა 15%-ით (800 ათასით) შემცირდა. შედეგად, ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდის ტემპმა 6.4% შეადგინა.


საქართველოს მოსახლეობის რიცხვი რომ არ შემცირებულიყო, ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზე იქნებოდა, რაც მაინც კარგი შედეგია.


საინტერესოა, ბოლო 20 წელიწადში მთავრობების ცვლილების მიხედვით, როგორ იცვლებოდა ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდის ტემპი საქართველოში. 3 ნაწილად დავყოთ: 1999-2003 წლები, 2004-2012 წლები და 2013-2018 წლები.


1999-2003 წლების შედეგების მიხედვით, ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზე იყო (ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი – 5.4%). 2004-2012 წლებში საქართველო მე-8 ადგილზე იყო (ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი – 6.2%. 2009 წლის კრიზისის გამოკლებით – 7.5%), ხოლო 2013-2018 წლებში მე-17 ადგილზე იყო (ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი – 4%). სამივე მთავრობის დროს საქართველოს მოსახლეობის რიცხვი შემცირდა, რამაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდის მაჩვენებელი არითმეტიკულად გაზარდა.


მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის შემცირება არითმეტიკულად ერთ მოსახლეზე შემოსავალს ზრდის, საქართველოს შემთხვევაში რთული სათქმელია, ჯამში მოსახლეობის კლებას დადებითი გავლენა ჰქონდა ერთი მოსახლის შემოსავლის ზრდაზე, თუ უარყოფითი. ამ დასკვნის გაკეთება ცალკე დიდი კვლევის საგანია. საქართველოს მოსახლეობა ემიგრაციის გამო შემცირდა. ერთი მხრივ, როდესაც ემიგრაციაში მიდის შრომისუნარიანი მოსახლეობა, ქვეყანაში სამუშაო ძალა მცირდება და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის ზრდის პოტენციალი მცირდება. მეორე მხრივ, ემიგრანტები მნიშვნელოვან თანხას გზავნიან საქართველოში, რაც მოსახლეობის გადახდისუნარიანობას და მოთხოვნას ზრდის, ეს კი ეკონომიკურ ზრდას ეხმარება.


საინტერესო გარემოებაა, თუ შემოსავლის ზრდით ბოლო 20-წლიანი პერიოდის ერთ- ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, მაშინ რატომ ვერ გახდა საქართველო მდიდარი? ამის პასუხი ის არის, რომ 1990-იანი წლების ბოლოს საქართველოს ეკონომიკამ ზრდა ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო. 1991-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკაში და მოსახლეობის შემოსავალში კატასტროფული ვარდნა იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1991 წლიდან აქვს გამოქვეყნებული საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარი და 3 წელიწადში, 1991 წლიდან 1994 წლამდე, შემოსავალი 61%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ბლოკში შემავალ და საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში იყო ვარდნა, საქართველო ვარდნის მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ეს ომებმა, შიდა დაპირისპირებამ, კორუფციამ, კრიმინალმა, ჰიპერინფლაციამ და საბაზრო ეკონომიკის არცოდნამ გამოიწვია. 1991 წლის მაჩვენებელს (5 500 PPP დოლარი) საქართველომ 2007 წელს გადააჭარბა, მნიშვნელოვანი წვლილი ამ საქმეში მოსახლეობის კლებამაც შეიტანა, რადგან 1991 წელს მოსახლეობა 5.5 მილიონი იყო, 2007-ში კი – 4.1 მილიონი. სავარაუდოდ, საქართველოში კიდევ უფრო მაღალი იყო შემოსავლები 1991 წლამდე, 80-იანი წლების ბოლოს.


ბოლო 20 წელიწადში შემოსავლების ზრდით მე-8 ადგილზე ყოფნის მიუხედავად, საქართველოს ადგილი შემოსავლების მიხედვით მსოფლიო რეიტინგში ისევ საკმაოდ დაბალია. 2018 წელს საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში 105-ე ადგილზე გავიდა. 1998 წელს საქართველო 133-ე ადგილზე






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up