ეკონომიკური ფაქტორები რუსული ვალუტასა და ინდექსებს ვერ იჭერენ - JPMorgan რუბლის ოპერაციებიდან გავიდა

ეკონომიკური ფაქტორები რუსული ვალუტასა და ინდექსებს ვერ იჭერენ - JPMorgan რუბლის ოპერაციებიდან გავიდა

access_time2022-01-25 19:00:41

ამერიკული საინვესტიციო ბანკი JPMorgan ყველა საფინანსო ოპერაციიდან გავიდა, რომლებიც რუსულ რუბლს უკავშირდებოდა. Reuters-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრას უკავშირდება.



„ნეგატიურ სცენარებს მაღალი თავდაჯერებულობით ვერ გამოვრიცხავთ. შესაბამისად, ჩვენი არსებული გრძელვადიანი რეკომენდაციები ვერ შედგა“, - ცოტორებს სააგენტო JPMorgan-ის ანალიტიკოსებს.



JPMorgan-ის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის საგარეოპოლიტიკური გაურკვევლობის გამო ვერ შეძლებენ რუბლის კურსის დინამიკის პროგნოზირებას.



ამასთან, სხვა დასავლელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეკონომიკური ფაქტორები თითქმის არ მოქმედებს, რადგანაც ძვირი ნავთობის და გაზის პირობებში რუსეთი უცხოური ვალუტის შედინების დეფიციტს არ განიცდის, თუმცა, პოლიტიკის წინაშე ფინანსური სისტემა უძლური აღმოჩნდა.



ნეგატიური პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების გაწვევა დაიწყო, ეს კი, როგორც მინიმუმ, მომავალში ვითარების გამწვავების უტყუარი ნიშანია. დიპლომატების ევაკუაცია ასევე აშშ-მ და ავსტრალიამ დაიწყეს.




პარალელურად ნატო-მ განაცხადა, რომ გააძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ეს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე საჯარისო ნაწილების მობილიზებით ახსნა.



„ცხადია, რომ ამჟამად კურსის ცვლილება, ისევე, როგორც წინა კვირებში, დაკავშირებულია პოლიტიკურ რისკებთან - ინვესტორებს აშინებთ შემდგომი ესკალაციის რისკი“, - მიიჩნევს „რენესანს კაპიტალ“-ის ექსპერტი სოფია დონეცი.



მისი თქმით, დაძაბულობა იზრდება, ინვესტორების რუსულ ბაზარს ტოვებენ და შესაბამისად, რუბლიც არამყარია და რუბლის შემდგომი დასუსტების შეჩერება მხოლოდ პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების უტყუარ ნიშნებს შეუძლია.



ფინანსური კომპანია Capital Lab-ის ექსპერტი ევგენი შატოვი პესიმისტურ სცენარს არ გამორიცხავს - მისი თქმით, თუ დაძაბულობის ესკალაცია გაგრძელდა, რუბლის კურს დოლართან შესაძლოა 100-მდე დაეცეს.



„ამ კვირას ველოდებით აშშ-ის წერილობით პასუხს რუსეთის მოთხოვნაზე ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ცოტათი მეტი გარკვეულობა იქნება მოვლენების შემდგომი განვითარების კუთხით. ასევე ბევრია დამოკიდებული ევროპის პოზიციაზე - შეუერთდება თუ არა ის აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ კიევიდან დიპლომატების გაწვევას. თუ ასე იქნება, ეს ნიშნავს დაძაბულობის ზრდას და რუბლს ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - განაცხადა მან.



სოფია დონეცი სამომავლო პროცესებს უფრო ოპტიმისტურად უყურებს - მისი თქმით, 80 რუბლი 1 დოლარში - ეს არის „ჭერი“ რუსული ვალუტისთვის და ის მეტად არ გაუფასურდება.



„ჩვენი საბაზო სცენარი ითვალისწინებს ზომიერ ესკალაციას, უკრაინაში სამხედრო შეჭრის გარეშე და რბილი სანქციებით, რომლებიც ეკონომიკას დიდ ზიანს არ მიაყენებენ. ამ შემთხვევაში კურსი ძველ ნიშნულებს დაუბრუნდება, და 75-76 ზღვარს არ გასცდება. ჩვენი აზრით ეს სცენარი ფუნდამენტურია და რუსეთი უკრაინაში სამხედრო შეჭრას თავიდან აიცილებს“, - მიიჩნევს დონეცი.



„რენესანს კაპიტალი“ მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ესკალაცია ეტაპობრივად იკლებს, ომი არ იქნება და ნედლეულზე დღევანდელი ფასების შენარჩუნების პირობებში რუბლი შესაძლოა 71-73-მდე გამყარდეს. „რაიფაიზენბანკ“-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუბლის დღევანდელ კურსში ასახულია რბილი სანქციების შესაძლებლობა, რომლებიც ბანკებს და ბიზნეს-კომპანიებს მნიშვნელოვან ზარალს არ მიაყენებენ.



forbes.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up