Forbes: რუსეთი არასდროს იქნება მოწინავე სამეცნიერო ქვეყანა

Forbes: რუსეთი არასდროს იქნება მოწინავე სამეცნიერო ქვეყანა

access_time2018-10-07 19:55:50

რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი კირიენკომ ბირთვული იარაღის ახალი სახეობების შექმნაში მონაწილეობისთის ვლადიმერ პუტინისგან „რუსეთის გმირის“ წოდება მიიღო.

 

თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ ძირითადი საკონსტრუქტორო და მეცნიერული მიღწევები როგორც ატომური ენერგიის გამოყენებაში, ასევე კოსმოსის ათვისების დარგში შეიქნმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, დღეს კი მიდის ამ ტექნოლოგიების გაუმჯობესება, და მეტი არაფერი.

 

რუსეთის სამეცნიერო პოტენციალი სწრაფ განვითარებას საჭიროებს, თუმცა ამის რეალური შესაძლებლობა ქვეყანას  არ აქვს.

 

საბჭოთა მეცნიერება ძირითადად მუშაობდა სამხედრო მიზნებზე, ხოლო ამ ეტაპზე მთავრობამ პრიორიტეტად სამოქალაქო და მსოფლიოსთვის ღია მეცნიერების განვითარება დაასახელა, რისთვისაც ბუიჯეტიდან 546 მლრდ. რუბლი გამოიყო.

 

პუტინის შესაბამის დადგენილებაში დასახულია საკმაოდ რთული ამოცანები - მაგალითად, რუსეთი უნდა შევიდეს სამეცნიერო კვლევების მხრივ ქვეყანათა ტოპ-ხუთეულში, უნდა შეიქმნას ახალგაზრდა მეცნიერებისთვის მომზიდველი პირობები.

 

ასევე გათვალისწინებულია „მეცნიერული კვლევების დაფინანსების მუდმივი ზრდა და  მსოფლიო დონის 15 საგანმანათლებლო-მეცნიერული ცენტრის შექწმნა.“

 

მიზნები რა თქმა უნდა, შესანიშნავია, თუმცა, რამდენად რეალურია მათი შერსულება?

 

როდესაც იოსებ სტალინმა დაისახა მიზნად ატომური ბომბის შექმნა, ამ ამოცანის შესრულებაზე მიმართულ იქნა ქვეყნის ყველა რესურსი, მეცნიერებმა კი იცოდნენ რა მოელოდათ მათ ამოცანის შეუსრულებლობის შემხთვევაში  - როგორც მინიმუმ - მრავალწლიანი პატიმრობა.

 

საბედნიეროდ, დღეს სულ სხვა დროა და მმართველი ორგანოების მითითებების შეუსრულებლობა ციხით არ ისჯება. ასევე სასურველი მიზნისთვის არ იქნება მიმართული ქვეყნის ყველა რესურსი - პუტინმა მიიღო მსგავსი დადგენილება ჯერ კიდევ 5 წლის წინ, თუმცა ის არ შესრულდა.

 

მაშინ რუსეთის პრეზიდენტის გეგმა ითვალისწინებდა მეცნიერების დაფინანსების გაზრდას მშპ-სთან მიმართებაში 2,4%-მდე - ბოლო მონაცემებით,  დღეს ეს მაჩვენებელი შეადგენს 1,1%-ს - და ამისთვის არავინ არ დასჯილა, არავინ არ დახვრიტეს და არავინ გაასასამრთლეს.


 

ამჟამად რუსეთი იკავებს 35-ე ადგილს მსოფლიოში მეცნიერებაზე საბიუჯეტი ხარჯების მხრივ - ხუთეულში კი შედიან ისრაელი (მშპ-სთან მიმართებაში 4,25%), სამხრეთ კორეა (4,2%), შვეიცარია (3,4%), იაპონია (3,2%) და შვედეთი (3,2%).

 

 

რუსეთი დიდი გაჭირვებით გამოდის რეცესიიდან,  ეკონომიკური ზრდა ნულოვანია 2008 წლიდან, მშპ თითქმის არ იზრდება. როგორ შეიძლება ამ ვითარებაში მეცნიერების დაფინანსების მკვეთრი ზრდა - გაუგებარია.

 

რუსეთის მთავრობა არ აგებს პასუხს შეუსრულებელი დაპირებებისთვის.

 

თუმცა, მთავარი პრობლემა სხვა რამეშია - რუსეთში თითქმის არ არსებობს მოთხოვნა ინოვაციებზე. მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად ეფუძნება ბუნებრივი რესუსრსების მოპოვებას და ექსპორტს, ძალიან ძნელია ელოდო მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარაბს.

 

სინგაპური, ჰონკონგი, ტაივანი, და სამხრეთ კორეა გახდნენ მაღალტექნოლოგიური და მეცნიერებაზე დაფუძნებული ეკონომიკები უბრალოდ სიღარიბის გამო. ხოლო სპარესეთის ყურის სანავთობო მონარქიები არც კი ცდილობენ ამ საკითხში ისრაელთან შეჯიბრს  - ისინი ავითარებენ როგორც ნავთობმოპოვების ალტერნატივას,  სულ სხვა დარგებს - გართობას, ტურიზმს, შოპინგს, ტრანზიტს და ფინანსურ მომსახურეობას. ასევე ისინი აქტიურად აბანდებენ ფულს მთელს მსოფლიოში.

 

აქვს კი რუსეთს ძლიერი მეცნიერების შექმნის პერსპექტივა? არა აქვს. ის, რაც არის ფასეული და მოთხონვადი გლობალურ ბაზარზე - ატომური მრეწველობა, შეიაღაღება და კოსმოსი, შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა დროში და ამ სფეროებში ჯერ არანიარი სერიოზული გარღვევა დღეს არ შეიმჩნევა.

 

როდის გაუშვა რუსეთმა ბოლოს საფრენი აპარატი უცხო პლანეტებისკენ? რატომ არ არსებობს მარსის, იუპიტერის, სატურნის და სხვა ობიექტების შესწავლის პროგრამები? ყოველი ასეთი პროექტი ღირს 2-3 მლრდ. დოლარი, მაგრამ ამავე დროს ის იწვევს რევოლუციური ტექნოლიგის შექწმნას, მეცნიერების შემოდინებას მთელი მსოფლიოდან და საბოლოო ჯამში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

 

ინდოეთმაც კი გაუშვა აპარატი მარსისკენ, ჩინეთმა  - მთვარის მიმართულებით, არაფერი რომ არ ვთქვათ აშშ-ზე და ევროპაზე.

 

ასევე არადამაკმაყოფილებლად ხდება ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა - ახალი კოსმოდრომი „ვოსთოჩნი“ შენდებოდა 9 წელი, მაშის როდესაც ძველი საბჭოთა „ ბაიკონური“ აშენდა 2 წელიწადში. „ვოსტოჩნიზე“ დაიხარჯა უამრავი თანხები, პროკურატურამ დააპატიმრა პროექტის რამდენიმე ხელმძღვანელი ფულის გაფლანგვის ბრალდებით. როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციაში იფიქრო რუსეთში „მეგამეცნიერული“ ობიეტების შექმნაზე?  თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ახალმა კოსმოდრომმა განახორციელა მხოლოდ 3 გაშვება კოსმოსში.

 

ამას ასევე ემატება არახელსაყრელი საგარეო-პოლიტიკური ვითარება. მოწინავე მეცნიერული ქვეყნები, პირველ რიგში აშშ, თავს არიდებენ რუსეთთან თამამშრომლობას მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

 

საკმარისია იმის გახსენებაც, რომ ყირიმისთვის ელექტოსადგურის მშენებლობის დროს რუსეთმა გამოიყენა გერმანული და ჩინური ტურბინები, რასაც შემდეგ მოყვა დიდი საერთაშორისო სკანდალი.

 

რუსეთისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებშიც კი, როგორიცაა გეოლოგია და ბუნებრივი რესურსების მოპოვების ტექნოლოგია, ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული უცხოელ  მწარმოებლებზე.

 

რუსეთის ხელმძღვანელობა ჩავარდა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში - ერთის მხრივ,  მას არ  შეუძლია დასავლეთთან კონფრონტაციიდან გამოსლვა,  რადგანაც ეს შეფასდება როგორც სისუსტუს მაჩვენებლი და კაპიტულაცია.

 

მეორეს მხრივ, საერთაშორისო იზოლაცია ხელს უშლის ტექნიკურ და მეცნიერულ პროგრესს, მაშინ როდესაც, სსრკ-სგან განსხვავებით, დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია მეცნიერების და ტექნიკის დამოუკიდებლად განვითარების არც რესურსები და არც შესაძლებლობები.

 

არის კიდევ ინსტიტუციონალური პრობლემა - რუსეთში  დაინგრა მეცნიერების საბჭოთა მოდელი, მაგრამ არ შეიქმნა ახალი. ამიტომც ხელისუფლება ცდილობს მოირგოს ხან ერთი მოდელი, ხან მეორე, არც ერთისთვის არ ყოფნის არც რესურსები და არც პოლიტიკური ნება.

 

ვერავინ ვერ ბედავს ღიად და დაუფარავად იმის აღიარებას, რომ წარსულს ვერ დააბრუნებ, და რუსეთი უკვე ვერასდროს ვერ იქნება დიადი სამეცნიერო სახელმწიფო.


თეგები:
Forbes



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up