Forbes: რომელი ქვეყანა რა პირობებით ხსნის საზღვრებს

Forbes: რომელი ქვეყანა რა პირობებით ხსნის საზღვრებს

access_time2020-06-17 20:00:58

15 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაცია ამოქმედდა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის შიდა საზღვრების გახსნას გულისხმობს.რეკომენდაცია  სავალდებულო არაა და სხვადასხვა სახელმწიფოები შეზღუდვებს სხვადასხვა დონეზე ხსნიან.მთლიანობაში ევროპა ტურისტული ინდუსტრიის ნელ-ნელა ამოძრავებას ცდილობს.1 ივლისისთვის ევროკავშირის ასევე არაწევრ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის გეგმას წარადგენს.როგორც უკვე ითქვა, საზღვრების გახსნის პროცესი ევროკავშირში არაერთგვაროვნად მიმდინარეობს.

 

 ავსტრია

 4 ივნისიდან ავსტრიამ სრულმასშტაბიანად საზღვრები მხოლოდ გერმანიასთან, ლიხტენშტეინთან, შვეიცარიასთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან  და უნგრეთთან გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ავსტრიაში ჩასასვლელად ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა არ დასჭირდებათ.

 16 ივნისიდან იგივე წესები გავრცელდა ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყნებზე, შვედეთის, ესპანეთის, პორტუგალიის  და ასევე ბრიტანეთისთვის. მათი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა სავალდებულო რჩება.მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის ავსტრია დახურული რჩება.

 

 ბელგია

 15 ივნისიდან ბელგიამ საზღვრები ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ასევე ბრიტანეთს, შვეიცარიას, ლიხტენტეინს, ისლანდიას და ნორვეგიას გაუხსნა. თუმცა, ტურისტულ ინდუსტრიაში ჯერ კიდევ ბევრი შეზღუდვა მოქმედებს.სასტუმროები იკეტება ღამის 1 საათზე, ბარებში და რესტორნებში უნდა იყოს დაცული დისტანცირება, ღამის კლუბები კი შემოდგომამდე არ გაიხსნება.

 

ბოსნია ერცეგოვინა

 ბოსნია დახურული რჩება ყველა ქვეყნისთვის, უშუალო მეზობლების გარდა (სერბეთი, ხორვატია, მონტენეგრო, მაკედონია, სლოვენია). დანარჩენი უცხოელებისთვის ქვეყანაში შესვლა აკრძალულია. გამონაკლისი მხოლოდ ბიზნესმენებზე, სატვირთო ტრანსპორტზე, დიპლომატებზე, და უცხოეთში მყოფ ბოსნიელებზე ვრცელდება.ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, საზღვრები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ივნისის ბოლოს გაიხსნება.

 

 ბულგარეთი

 1 ივნისიდან ბულგარეთში შესვლა თავისუფლად რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.  მათ შორისაა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, სერბეთი, მაკედონია. თუმცა, შვედებს, ბრიტანელებს, ირლანდიელებს, ბელგიელებს, პორტუგალიელებს, ესპანელებს და იტალიელებს ბულგარეთში ჩასვლის შემთხვევაში 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

 

 უნგრეთი

 უნგრეთმა საზღვარი ავსტრიასთან, ჩეხეთთან, გერმანიასთან, რუმინეთთან, სერბეთთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, და ხორვატიასთან გახსნა. მათი მოქალაქეებისთვის ჩამოსვლისას კარანტინის გავლა სავალდებულო არაა.

 

 გერმანია

 16 ივნისს გერმანიამ  საზღვრები  ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან, ასევე ბრიტანეთთან, ისლანდიასთან, ნორვეგიასთან, ლიხტენშტეინთან და შვეიცარიასთან გახსნა. 21 ივნისამდე შეზღუდვები ესპანეთისთვის გაგრძელდა, ხოლო შვედეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების მოხსნის ვადები ჯერაც გაურკვეველია.კარანტინი  სავალდებულო არ არის.

 

საბერძნეთი

 15 ივნისიდან საბერძნეთი ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, იაპონიის, ჩინეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და სამხრეთ კორეის მოქალაქეებისთვის გაიხსნა. ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების საგანგებო ზომები მოქმედებს, მათ შორის სავალდებულო ტესტირება.1 ივლისიდან საზღვრები სხვა ქვეყნებისთვისაც გაიხსნება. საბერძნეთში რესტორნები, ბარები, და ღამის კლუბები ღია ცის ქვეშ ამუშავდა.

 

 დანია

 15 ივნისიდან დანიის საზღვრები მხოლოდ 3 ქვეყნისთვის - გერმანიისთვის, ისლანდიისთვის და ნორვეგიისთვის გაიხსნა. თუმცა, კოპენჰაგენში ღამით დარჩენა აკრძალულია.ტურისტებს ღამის გატარება  მეზობელ ქალაქებში მოუწევთ.დანარჩენ ქვეყნებთან საზღვრები შემოდგომამდე არ გაიხსნება.რესტორნები, კაფეები და სავაჭრო ობიექტები ჰიგიენის ნორმების და დისტანციის დაცვით მუშაობენ.

 

 ირლანდია

 ქვეყანა ღიაა ყველასთვის, აშშ-ს გარდა, თუმცა ტურისტული ინდუსტრიისთვის ეს დიდი შველა ვერაა, რადგანაც ჩამომსვლელებისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი მოქმედებს. გამონაკლის მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდია წარმოადგენს.

 

 ისლანდია

 15 ივნისიდან ისლანდიამ შენგენის ქვეყნებთან საზღვრები გახსნა. ჩამსვლელი უცხოელებისთვის სავალდებულოა ტესტირება, რომელიც 100 ევრო ეღირება.

 

 ესპანეთი

15 ივნისიდან ესპანეთმა საზღვარი მხოლოდ გერმანიასთან გახსნა.21 ივნისიდან შეზღუდვები ასევე შენგენის ზონის სხვა ქვეყნებთან მოიხსნება. გამონაკლისს მხოლოდ პორტუგალია წარმოადგენს - ისიც მხოლოდ 1 ივლისამდე.


 

 იტალია

 3 ივნისს იტალიამ საზღვრები ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის და ბრიტანეთისთვის გახსნა. სტუმრებისთვის კარანტინი არაა სავალდებულო.

 

 კვიპროსი

 20 ივნისიდან შეზღუდვების გარეშე კვიპროსში ჩავლენ ნაკლები ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეყნების მოქალაქეები - მაგალითად, გერმანიის, შვეიცარიის, ნორვეგიის. მათზე არავითარი ზომები არ ვრცელდება. ქვეყნების მეორე კატეგორიისთვის - რუსეთი, პოლონეთი, ისრაელი, და ა.შ.  სავალდებულოა ტესტირება, რომელიც 60 ევრო ღირს.მთავრობა ქვეყნების კატეგორიებს ყოველკვირეულად გადახედავს.

 

 ლატვია

 2-კვირიანი კარანტინის გარეშე ლატვიაში იმ ქვეყნების მოქალაქეები ჩავლენ, სადაც 14 დღის მანძილზე დაინფიცირდა დღე-ღამეში მაქსიმუმ 15 ადამიანი 100 000 მოსახლეზე. ამ სიაში შვედეთი, პორტუგალია, ბრიტანეთი და ბელგია ვერ მოხვდნენ. ლატვია სადღეისოდ ევროპის 25 ქვეყნის მოქალაქეებისთვისაა ღია.

 

 ლუქსემბური

 ჯერ კიდევ 15 მაისს ლუქსემბურგმა საზღვრები გერმანიასთან გახსნა. დანარჩენი ქვეყნებისთვის შეზღუდვები 1 ივლისს მოიხსნება.

 

 მალტა

 ეს ტურისტული სახელმწიფო ვიზიტორებისთვის 1 ივლისს გაიხსნება. პირველ ეტაპზე ეს ევროკავშირის 17 ქვეყანას შეეხება.ასევე იტალიის კუნძულებს სიცილიას და სარდინიას - დანარჩენი იტალია სიაში ჯერ ვერ მოხვდა.

 

 ჰოლანდია

 ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის, ბრიტანეთის და შვედეთის გარდა ღიაა - შვედებს და ბრიტანელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.ჰოლანდიაში მასობრივი თავშეყრის ყველა ობიექტი მუშაობს, თუმცა, რაოდენობის მხრივ შეზღუდვები ჯერაც მოქმედებს.

 

 ნორვეგია

ეს ქვეყანა 20 აგვისტომდე საზღვრების გახსნას არ გეგმავს. გამონაკლისს 4 ქვეყანა წარმოადგენს - ფინეთი, დანია, ისლანდია, და შვედეთი. 20 ივლისს სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნის საკითხის განხილვა იგეგმება.

 

 პოლონეთი

 13 ივნისიდან პოლონეთმა ევროკავშირთან და შვეიცარიასთან ყოველგვარი შეზღუდვები გააუქმა.

 

 პორტუგალია

 ქვეყანა ღიაა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, თუმცა, მთავრი კურორტები - მადეირა და აზორის კუნძულები -  მხოლოდ 1 ივლისს გაიხსნება.

 

 რუმინეთი

 რუმინეთი ფაქტობრივად დახურულია,რადგანაც უცხოელებისთვის სავალდებულო  კარანტინი  მოქმედებს.

 

 სლოვაკეთი

 რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარი მთლიანად გაიხსნა - მათ შორისაა გერმანია, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია.დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინი.

 

 სლოვენია

 8 ივნისიდან სლოვენიაში თავისუფლად ჩასვლა ავსტრიის, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ლიჰტენშტენის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, და შვეიცარიის მოქალაქეებს შეუძლიათ.დანარჩენებს 14-დღიანი თვითიზოლაცია მოუწევთ.

 

 ფინეთი

 15 ივნისიდან ფინეთმა საზღვრები ნორვეგიასთან, დანიასთან, ისლანდიასთან, ესტონეთთან. ლატვიასთან და ლიტვასთან გახსნა. სხვა ქვეყნებისთვის დაწესებული შეზღუდვები მინიმუმ 14 ივლისამდე გაგრძელდება.

 

საფრანგეთი

 15 ივნისიდან საზღვრები ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან გახსნა. გამონაკლისს ბრიტანელები და ესპანელები წარმოადგენენ. მათთვის სავალდებულოა კარანტინის გავლა.

 

ხორვატია

 ჯერ კიდევ მაისში, ხორვატიამ ყოველგვარი შეზღუდვები ჩეხეთთან, ავსტრიასთან, უნგრეთთან, ესტონეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, პოლონეთთან, სლოვენიასთან, გერმანიასთან, და სლოვაკეთთან მოხსნა.15 ივნისიდან საზღვრები ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებთანაც გაიხსნა.

 

 მონტენეგრო

 ივნისის დასაწყისში ტურიზმზე უკიდურესად დამოკიდებულმა მონტენერგოამ საზღვრები 100-ზერ მეტი ქვეყნისთვის გახსნა. მათ შორისაა ჩინეთი. თუმცა ამ სიაში შტატები, რუსეთი, და ბრაზილია მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ვერ მოხვდნენ.

 

 ჩეხეთი

 15 ივნისიდან ჩეხეთმა ევროკავშირის ქვეყნები 3 კატეგორიად გაყო. წითელი (დაინფიცირების მაღალი რისკით), ნარინჯისფერი (საშუალო რისკი), და მწვანე (უსაფრთხო).ამის მიუხედავად ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის და ბრიტანეთისთვის საზღვრები გახსნილია. თუმცა, წითელი და ნარინჯისფერი ქვეყნების მოქალაქეებს ჩეხეთში ჩასვლისთანავე ტესტირების გავლა მოუწევთ.

 

 შვეიცარია

 15 ივნისიდან ქვეყანამ გახსნა საზღვრები ევროკავშირთან და ბრიტანეთთან. მათ უსაფრთხოების ზომების დაცვა მოეთხოვებათ - დისტანცირება და პირბადის ტარება.

 

 შვედეთი

ეს ქვეყანა პანდემიის დროს თავისი გზით წავიდა და კარანტინი არ გამოაცხადა, თუმცა, საზღვრები მაინც დაკეტა. 15 ივნისიდან ევროკავშირთან და ბრიტანეთთან საზღვრები ისევ გაიხსნა.

 

 ესტონეთი

 ჯერ კიდევ 15 მაისს ესტონეთმა საზღვრები მეზობელ ბალტიის ქვეყნებთან გახსნა, 1 ივნისს კი - ევროკავშირთან და ბრიტანეთთან.2-კვირიანი კარანტინი სავალდებულოა ქვეყნებისთვის, სადაც ბოლო 14 დღის მანძილზე ინფიცირების მაჩვენებელმა 15 ადამიანი 100 0000 მოსახლეზე შეადგინა.


წყარო: forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up