Forbes: რომელ დარგებში ღირს ინვესტირება პოსტპანდემიურ ეპოქაში?

Forbes: რომელ დარგებში ღირს ინვესტირება პოსტპანდემიურ ეპოქაში?

access_time2020-10-25 18:30:18

ინვესტორებს მთელს მსოფლიოში ერთი დიდი თავსატეხი აქვთ  - სად და რომელ დარგშია უფრო მომგებიანი ინვესტირება გლობალური რეცესიის პერიოდში?

 

სიტუაცია ბაზარზე წლის დასაწყისთან შედარებით შეცვლილია - მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციები იაფდება, პირველ პლანზე კი ეკონომიკის ტრადიციული სექტორები გამოდიან.

 

სექტემბერში ტექნოლოგიური გიგანტების ფასების მერყეობამ აჩვენა,  რამდენად რისკიანი მათზე ძირითადი აქცენტის გაკეთება  - მაღალტექნოლოგიური კომპანიების ინდექსი 15%-ით, ხოლო ჩვეულებრივი ბიზნესის ინდექსი S&P 500 - მხოლოდ 10%-ით შემცირდა.

 

ყველაზე პოპულარულმა ბრენდებმა  - ყველაზე მეტი დაკარგეს - Tesla (-31%), Zoom (-26%),  Apple (- 23%),  Google (-17%). IT-გიგანტებისთვის დამატებით პრობლემას ევროკავშირის და აშშ-ს რეგულატორების ჭარბი ყურადღებაც ქმნის.

 

2020 წლის ბოლოსთვის ყველაზე დიდი შანსები აქვს ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებს - შტატებში ამის  მიზეზებია პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურისადმი, აშშ-ს მთავრობის ეკონომიკური სტიმულირების დამატებითი პაკეტი, და ჯო ბაიდენის მხრიდან მწვანე ენერგეტიკაზე ყურადღების გამახვილება.

 

ამ ფაქტორების ერთობლიობა ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უმჯობესია ინვესტიციების დაბანდება ტრადიციულ სექტორებში, და არა მერყევ მაღალ ტექნოლოგიებში.

 

ზრდის უმნიშვნელოვანესი დრაივერი იქნება ბაზარზე კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენა 3-12 თვის მანძილზე, რაც ყველა სექტორში აქტიურ ზრდას გამოიწვევს, და პირველ რიგში - ყველაზე დაზარალებულებში - მათ შორისაა ავიაციის, ნავთობმოპოვების, და ტურიზმის.

 

რატომ არ ღირს დღეს ფულის დაბანდება IT-სექტორში?

 

პანდემიის პერიოდში მათი აქციები მკვეთრად - საშუალოდ 25%-ით გაიზრდა, რამაც ინვესტორების მოზღვავება გამოიწია, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, სექტემბერში მრავალთვიანი ზრდა ვარდნამ შეცვალა.


 

ძნელი სათქმელია კონკრეტულად რამ გამოიწვია ბაზრის ასეთი ცვლილება - შესაძლოა, ცნობილი ამერიკელი ინვესტორი ჯიმ როჯერსი მართალიცაა, რომელმაც Apple, Amazon და Google-ს აქციებს „საპნის ბუშტები“ უწოდა.

 

მაღალტექნოლოგიური კომპანიების ჩავარდნა შანსს სხვა სექტორებს აძლევს. მაგალითად, სამშენებლო მასალების მწარმოებლებს, რომლებსაც შტატებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში დიდი მოგება ელით.

 

სავარაუდოდ, ინფარსტრუქტურულ სამუშაოებზე აშშ-ს მთავრობა 2 ტრლნ. დოლარს გამოჰყოფს და ამ უზარმაზარ წილს არა Amazon და Google, არამედ სამშენებლო მასალების და ტექნიკის მწარმოებლები, სამთომომპოვებელი, მეტალურგიული, ქიმიური, და სხვა ტრადიციული სექტორები მიიღებენ.


ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია დიდი თანხების აკუმულირება მწვანე ენერგეტიკის განვითარებაში. კერძოდ, მისი გეგმა ამ სექტორში 4 წლის მანძილზე 2 ტრლნ. დოლარის დაბანდებას გულისხმობს.

 

ამ სტრატეგიის პირველი ბენეფიციარი მზის ენერგეტიკა იქნება, რომელმაც პერსპექტივაში ენერგიის სხვა, ნაკლებად ეკოლოგიური წყაროები უნდა ჩაანაცვლოს.

 

ამ მხრივ, ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა მზის პანელების წარმოება.

 

პანელებზე მოთხოვნის ზრდა ასევე ბიძგს ამ დარგთან დაკავშირებულ სექტორებსაც მისცემს - კერძოდ, მათ წარმოებაში სპილენძში აქტიურად გამოიყენება, რაც მომგებიანი იქნება სამთომომპოვებელი ინდუსტრიისთვის.

 

ასევე მზის პანელენის ფუნქციონირებას სჭირდება ბევრი სადენები, რაც ელექტრომასალების მწარმოებელთა აქციების ფასს გაზრდის.

 

ამერიკის სამთომომპოვებელი და მეტალურგიული კომპანიებისადმი ინტერესს კიდევ ერთი ფაქტორი ზრდის - პანდემიის დროს მიწოდების გლობალური ჯაჭვის შეფერხებამ დიდი და მდიდარი ქვეყნების მთავრობები შეაშინა. ამიტომაც, მათ სტრატეგიული რეზერვების ფორმირება დაიწყეს.

 

კერძოდ, ჩინეთი გეგმავს ლითონების დიდი რაოდენობით შესყიდვას იმისთვის, რომ მომავალში, შესაძლო გლობალური კრიზისის დროს, ჩინური კომპანიებს სათადარიგო ნაწილების და მასალების მიწოდების შეწყვეტის გამო საქმიანობის შეჩერება არ მოუწიოთ.

 

ამ ტრენდის ბენეფიციარები იქნებიან მეტალურგიული, ქიმიური, სამთომომპოვებელი, ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები.

 

ასე რომ ბაზარზე მოდის ტრადიციული ეკონომიკის დრო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში, არსად გამქრალა.

 

FORBES.RU

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ინვესტიცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up