Forbes: როგორი იქნება ბელორუსიის ეკონომიკა ლუკაშენკოს შემდეგ

Forbes: როგორი იქნება ბელორუსიის ეკონომიკა ლუკაშენკოს შემდეგ

access_time2020-08-23 17:04:47



რამდენი ხანიც არ უნდა დარჩეს პრეზიდენტად ალექსანდრ ლუკაშნენკო, უკვე ცხადია, რომ არსებული ეკონომიკური სისტემა არ მუშაობს. შემდგომი განვითარების ორი შესაძლო მოდელი - რუსულ დოტაციებზე და ტრანზიტზე დამოკიდებულების ზრდა და პირიქით, ამ დამოკიდებულების შემცირება - დიდ ეკონომიკურ რეფორმებს მოითხოვს.



პირველ რიგში რა უნდა შეიცვალოს?

საგარეო ვაჭრობა - საბაზრო ფასებით და კონტრაბანდის გარეშე
ბელორუსიის საგარეო ვაჭრობის 50% (ექსპორტის 41% და იმპორტის 56%) რუსეთზე მოდის.



მეორე ადგილზე ევროკავშირის - ექსპორტის 32%, იმპორტის 20%, მესამეზე უკრაინა - 8%.



ლუკაშენკოს დარჩენის შემთხვევაშიც, და ახალ ხელისუფლებას, თუ ის მოვა, რუსეთთან ვაჭრობის საბაზრო პრინციპებზე გადაყვანის შესახებ შეთანხმება მოუწევს.



მაგალითად, ნავთობის შესყიდვებამდე დამოუკიდებელი კომპანიების დაშვება, ჩინური ბიზნესისთვის ევროპაში ექსპორტის ზრდისთვის ფარული შეღავათების გაუქმება.

პარალელურად რუსეთში აკრძალული იმპორტული საქონლის უკანონო ექსპორტის შეჩერება - როგორც ცნობილია, რუსეთმა 2015 წელს ევროპული სასურსათო იმპორტის დიდ ნაწილს სანქციები დაადო, თუმცა. პოლონური ვაშლი და ნორვეგიული თევზი რუსეთში კვლავ შემოდის - როგორც ბელორუსული.



ეს არაა მცირე და უმნიშვნელო ფაქტორი - ასეთი ფარული კონტრაბანდა ბელორუსიის ექსპორტის 10%-ს აღწევს, და ეს ბაზარი ლუკაშენკოსადმი ლოიალური ძალოვნებს აქვთ ჩაბარებული.



მრეწველობა და მომსახურეობა - სახელმწიფო დაგეგმარებაზე უარის თქმა
ბელორუსიის მრეწველობის შედარება ევროპულთან, ან თუნდაც რუსულთან, ძალიან ძნელია - შრომის ეფექტურობის მხრივ ბელორუსია ერთ-ერთი ბოლოა ევროპაში - ძირითადად ხელოვნური დასაქმების და ინვესტიციების სიმცირის გამო.



ამ მხრივ პრიორიტეტია გეგმური მმართველობის რეფორმა, და ქარხნების სუბსიდირების შეწყვეტა. არაეფექტური საწარმოები უნდა გაკოტრდეს, სახელმწიფო სექტორში ჭარბი მუშახელი კი კერძო სექტორში უნდა გადავიდეს. ეს ერთად-ერთია, რაც უმუშევრობის შემცირებას შესაძლებელს გახდის.



პირველი 2-3 წლის მნიშვნელოვანია ეკონომიკის იმ სექტორების შენარჩუნება, რომლებიც წლების მანძილზე სუბსიდირებით არსებობდა - მაგალითად, მანქანათმშენებლობის.



პირველ დარტყმას სწორედ ეს დარგი მიიღებს - ჩინურ მანქანათმშენებლობასთან ომში მას გამარჯვების არავითარი შანსი არ გააჩნია. მათთვის გადარჩენის ერთად-ერთი შესაძლებლობაა რუსულ გიგანტურ ჰოლდინგებთან შეერთება - მათი გარეგნული არაეფექტურობის მიუხედავად, ეს მაინც კერძო კომპანიებია, და მათთვის რუსული ბაზარი ღიაა - ეს ერთად-ერთი ადგილია, სადაც მოძველებულ, თუმცა, იაფ და შედარებით ხარისხიან ბელორუსულ ტექნიკას გასაღების შანსი კიდევ აქვს.



არგოსექტორი - პრივატიზება და ზომიერი პროტექციონიზმი



ბელორუსიის სოფლის მეურნეობა ღრმად დოტაციურია - ქვეყანაში ფაქტიურად საკოლმეურნეო სისტემა მოქმედებს, რის გამოც, ის ძალზე არაეფექტურია, თუნდაც მეზობელ რუსეთთან შედარებით, სადაც აგრარული სექტორი მთლიანად კერძოა.



საგულისხმოა, რომ რძის ნაწარმის და ხორცპროდუქტების მნიშვნელოვანი ექსპორტის (წელიწადში 2 მლრდ. დოლარი) მიუხედავად, გადამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციები თითქმის არ მიდის - ყველა დიდი საწარმო სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა, და მათ „ზემოგებას“ ართმევენ.


ბელორუსული აგრარული სექტორი თითქმის მთლიანად რუსულ ბაზარზეა ორიენტირებული, თუმცა ამის მიუხედავად, იქ მსხვილი ბრენდები, რომელთა შედარება რუსულებთან შეიძლება, ვერ შეიქმნა.



რეფორმების პერიოდში სახელმწიფოს საკუთარი მწარმოებლის იმპორტისგან დაცვა მოუწევს, რაც გარდამავალ პერიოდში სუბსიდირების შენარჩუნებას მოითხოვს.



სერიოზულ გარდაქმნას ასევე ფინანსური სექტორიც საჭიროებს, რომელიც დახურულია უცხოელი ინვესტორებისთვის და უკიდურესად არაეფექტურია პირველ რიგი სახელმწიფო კონტროლის გამო.



საბოლოო ჯამში ცხადია - რეფორმების გარეშე ბელორუსიის ეკონომიკის დაღმასვლა გარდაუვალია. კორონავირუსის და ეკონომიკის შეჩერებამდეც კი, ზრდის პროგნოზი ნულს უახლოვდება - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით დაეცემა, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი 2,9%, ხოლო ბიუჯეტის - 4,6%.



ამას თუ პოლიტიკური კრიზისის ეფექტს დაუმატებთ, სავარაუდოდ ბელორუსიის ეკონომიკა 10-12%-ით დაეცემა.



რა თქმა უნდა, რეჟიმის აგონიის გახაგნძლივება შესაძლებელია - თუ ამისთვის ფინანსებს ან რუსეთი ან ჩინეთი გაიღებს. თუმცა, დღეს ორივე ქვეყანაში ამისთვის არავის სცალია.



ამიტომაც, ეკონომიკური თვალსაზრისით ბელორუსიაში რევოლუციური სიტუაცია უკვე კარგა ხანია მომწიფდა

თეგები:
ბელარუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up