Forbes: როგორი იქნება ავიაცია პანდემიის დასრულების შემდეგ?

Forbes: როგორი იქნება ავიაცია პანდემიის დასრულების შემდეგ?

access_time2020-06-10 20:00:06

დღევანდელმა კრიზისმა ავიაციაში უკვე არსებული ტენდენციები კიდევ უფრო დააჩქარა და ამავე დროს მოძველებული კონცეფციები დაასამარა, მთელს მსოფლიოში დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ტრადიციულ და ჩარტერულ ავიაკომპანიებს უფრო მეტად ავიწროებენ.


2019 წელს 2 უძველეს ავიაკომპანიას - ჰოლანდიურ KLM-ის და ლათინო-ამერიკულ Avianca-ს 100 წელი შეუსრულდა. ეს წელი საავიაციო სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რადგან მთელს მსოფლიოში თვითმფრინავებმა 4,7 მლრდ. მგზავრი გადაიყვანეს.

 

თუმცა, სულ მალე 2020 წელიც მოვიდა და დღეს საავიაციო დარგის ახალი ამბები საომარ ქრონიკას მოგვაგონებს. ავსტრალიურმა Virgin Australia-მ 3000 ადამიანი გაათავისუფლა და გაკოტრების შესახებ განაცხადა. Thai Airways, Aviancа, Air Mauritius, South African Airways გაკოტრდნენ. Norwegian-მა ყველა ფრენა 2021 წლამდე გადადო, Emirates კი თავის ავიაპარკს ანახევრებს და ათასობით თანამშრომელს  უმუშევრად ტოვებს. თუმცა, ბოლო პერიოდში ქვეყნებმა შეზღუდვების შერბილება დაიწყეს და ავიაკომპანიების ნაწილი ივნისის მეორე ნახევრიდან ფრენების ეტაპობრივ აღდგენას გეგმავს. დარგი ნელ-ნელა ღრმა კრიზისიდან გამოდის, თუმცა აშკარაა, რომ ახლო მომავალში ის უკვე სულ სხვანაირი იქნება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ვითარება შეიძლება საავიაციო დიდი დეპრესიად შეფასდეს, რომელიც სრულიად მოულოდნელად დაიწყო მაშინ, როდესაც დარგი სწრაფი ტემპებით იზრდებოდა.

 

2019 წელს კი ავიაბაზრის მოგებამ 30 მლრდ. დოლარი შეადგინა, იმ დროისთვის ის მონათესავე დარგებსაც აძლიერებდა, ისეთებს როგორცაა სათადარიგო ნაწილების წარმოება, საწვავის მიწოდება, ტურისტული სექტორი, რესტორნები, სასტუმროები და ა.შ. მსოფლიოს ავიაციის სწრაფი ზრდის წყალობით, მშპ-ში ტურიზმის წილი საგრძნობლად გაიზარდა, 2018 წლის ბოლოსთვის 50 ყველაზე განვითარებულ ქვეყანათა შორის 15-ში, ტურიზმის წილი ეკონომიკაში 11%-24%-ს შეადგენდა. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ავიაციის სულ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა. 

 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში კი აპრილის ბოლოსთვის გლობალური საავიაციო ბაზრის 90%-ით ჩამოიშალა. ზოგ ქვეყანაში ავიაგადაზიდვები გრძელდება, თუმცა მკვეთრად შემცირდა, მაგალითად ჩინეთში, სადაც თვითმფრინავების დატვირთვა 2019 წელთან შედარებით განახევრდა. ზოგიერთ ქვეყანაში კი საავიაციო მიმოსვლა საერთოდ ნულამდე დაეცა, პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნებს შეეხო, რომლებსაც მნიშვნელოვანი რაოდენობის შიდა ფრენები არა აქვთ, ხოლო გარე რეისები ჩაკეტილი საზღვრების გამო არ სრულდება.


 

ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს (ICAO) ინფორმაციით, 2020 წელი კატასტროფული შედეგებით დასრულდება, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო კარანტინიდან ნელა-ნელა გამოდის, საბოლოოდ, საერთაშორისო გადაზიდვების ვარდნა 45%-დან 80%-მდე იქნება. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არც ერთი ავიაკომპანია ასეთი კატაკლიზმისთვის მზად არ იყო, თუმცა, სხვადასხვა კომპანიები კრიზისს განსხვავებულად  შეხვდნენ. დღეს ყველას უჭირს, თუმცა, სხვებზე ნაკლებად დაბალბიუჯეტიანი კომპანიები დაზარალდნენ, პირველ რიგში Ryanair, WIZZ, Air Arabia, IndiGo, AZUL და ამერიკული Southwest. ისინი კრიზისს ფინანსური თვალსაზრისით შედარებით უკეთესად მომზადებულები შეხვდნენ, ამიტომაც მათი დანაკარგები მინიმალური იქნება, შესაბამისად აღდგენას სხვებზე უკეთესად მოახერხებენ. გარდა ამისა, Wizz და Ryanair როგორც ჩანს, ბაზრის მკვეთრი დაპყრობისთვის ემზადებიან.

 

კორონა კრიზისმა მსოფლიოში არსებული ტრენდები დააჩქარა, მაგალითად, ისეთი როგორიც ონლაინ-ვაჭრობის ზრდაა. საკუთარი ტენდენციები ავიაბაზარსაც ჰქონდა, მაგალითად, დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ბაზარს აქტიურად იპყრობდნენ და 2019 წელს მათზე მთლიანი ბაზრის 30% მოდიოდა. სავარაუდოდ, უახლოეს 3-4 წელიწადში ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზრდება. ასევე სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი ავიაჰაბის კუთხით, რადგანაც ტრანსკონტინენტალური ავიაფრენები ყველაზე ბოლოს აღდგება, შესაბამისად, ამით ისეთი გლობალური აეროპორტები, როგორც ფრანკფურტი და მიუნჰენია ყველაზე მეტად დაზარალდებიან. შედარებით სწრაფი იქნება აღდგენა დიდ ქვეყნებში, სადაც შიდა გადაზიდვების სეგმენტი საკმაოდ მსხვილია, მაგალითად შტატებში, ჩინეთში, რუსეთში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში. შესაბამისად პატარა ქვეყნებს, სადაც შიდა ფრენები არ არსებობს ეს უპირატესობა არ ექნებათ.

 

გარდა ამისა,  პრემიალური, საქმიანი და კლასიკური ბიზნესკლასის აღდგენაც გაჭიანურდება, რადგან ბიზნესი მიხვდა, რომ ბევრი რამის კეთება დისტანციურადაა შესაძლებელი და სულ არაა აუცილებელი თანამშრომლების შორეულ მივლინებებში გაგზავნა. ისინი სახსრების ეკონომიის და უსაფრთხოების გამო გაცილებით ნაკლებად იფრენენ. ასევე ხანშიშესული ადამიანებიც ნაკლებად იმოგზაურებენ, განსაკუთრებით დიდ მანძილებზე. ყველაზე სწრაფად კი ახალგაზრდები გააქტიურდებიან, რაც პირველ რიგში დაბალბიუჯეტიან კომპანიებს გააძლიერებს.

 

საავიაციო დარგი აუცილებლად აღდგება და ზრდას განაგრძობს, ის იქნება კიდევ უფრო ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი. მართალია ის ისეთი არ იქნება, როგორიც 2020 წლამდე, თუმცა იმ რეალობას, რომ კენიიდან ბრაზილიაში ჩასვლა მხოლოდ 1 დღეში შეიძლება, კაცობრიობა უკვე მიეჩვია და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის.

 

წყარო: forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ავიაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up