Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

access_time2020-12-03 20:00:16

2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

 

2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს, ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის 6%-ს ჩამორჩებოდა, 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის პერიოდში  9%-ით.

 

თუმცა, არა მიწოდების, არამედ მოხმარების ასეთი კატასტროფული ვარდნა პირველად დაფიქსირდა. კარანტინის პერიოდში მოთხოვნა ნავთობზე 20-25%-ით შემცირდა. ეკონომიკური აქტივობის შედარებითმა ზრდამ და გარკვეული შეზღუდვების გაუქმებამ ვარდნა ცოტათი შეამცირა - მაგალითად, ნოემბრისთვის ძირითად ბაზრებზე ეს მაჩვენებელი 10%-მდე „გაუმჯობესდა“, თუმცა, სავარაუდოდ, შეზღუდვების მეორე ტალღაც მოთხოვნაზე ისევ ნეგატიურად აისახება.

 

ნავთობზე მოთხოვნის დინამიკა სხვადასხვა ქვეყნებში და საწვავის სხვადასხვა სახეობებში განსხვავებულია - მაგალითად, ჩინეთში მოთხოვნა წინა წლის მაჩვენებელზე მაღალია, ხოლო შტატებში 8,4%-ით ნაკლები.

 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, 2020 წელს საბოლოო ჯამში ნავთობზე მოთხოვნა 8-8,5%-ით შემცირდება. 2021 წლის პროგნოზები პანდემიასთან ბრძოლის წარმატებაზეა დამოკიდებული. თუ 2021 წლის პირველ ნახევარში მასიური და წარმატებული ვაქცინაცია დაიწყება, მოთხოვნა ისევ აიწევს.

 

თუ ვაქცინაციას პრობლემები გაუჩნდება და კორონავირუსის საფრთხე შენარჩუნდება, მოსალოდნელია მსოფლიოს ეკონომიკის შემდგომი სტაგნაცია და საწვავზე მოთხოვნის შემცირება.


 

მაისიდან ნავთობის ფასების მეტ-ნაკლებ აღდგენაში მთავარი როლი მოპოვების შემცირების თაობაზე ოპეკ+-ს შეთანხმებამ შეასრულა. დოკუმენტი 2021 წლის იანვრიდან მოპოვების ისევ ზრდას გულისხმობდა, თუმცა, დღეს, როდესაც პანდემიის მეორე ტალღა მოთხოვნას კვლავ ემუქრება, კარტელის წევრები მოპოვების შეზღუდვის გახანგძლივებაზე მსჯელობენ.

 

თუმცა, 2021 წელს მოპოვების ზრდა ყველა შემთხვევაში გარდაუვალია, ამიტომაც ნაკლებად მოსალოდნელია ნავთობის ფასის 50- დოლარზე მეტად ზრდა.

 

თანაც, ოპეკ+ ისეთი მყარი და ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორც ბევრ სურდა - მარტში რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის გაჩაღებული სანავთობო ომი ადასტურებს, რომ შეთანხმების მიღწევა ყოველთვის რთულია.

 

სავარაუდოდ, 2021 წელს კარტელი ბაზარზე ფასების შენარჩუნების მიზნით შეთანხმებების მიღწევას შეძლებს, მაგრამ გარიგების მდგრადობა ისევ და ისევ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

 

ვითარება გაზის ბაზარზე ნავთობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება - თუ ნავთობის ფასმა კატასტროფული ჩამოშლის შემდეგ ზრდა უკვე აპრილის ბოლოს დაიწყო, გაზის ბაზარზე აღდგენა მხოლოდ შემოდგომაზე დაფიქსირდება.

 

პრობლემების მიუხედავად, სეზონურმა ფაქტორმა თავისი როლი შეასრულა - შესაძლოა ადამიანების სახლებში ჩაიკეტონ და ავტომობილებით არ გადაადგილდნენ, შესაბამისად, საწვავი არ მოიხმარონ. თუმცა, ზამთარი  ზამთარია და გათბობა პანდემიის დროს არანაკლებადაა საჭირო ვიდრე პანდემიამდე.

 

სეზონურ ფაქტორს ევროპაში ამერიკული თხევადი გაზის მიწოდების შემცირებაც დაემატა, შედეგად, ნოემბერში ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 150-160 დოლარამდე აიწია.


forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up