Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის ბაზრისთვის?

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის ბაზრისთვის?

access_time2021-01-07 20:00:48

ნავთობინდუსტრია პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დარგი აღმოჩნდა  - ლოქდაუნის პერიოდში სატრანსპორტო გადაზიდვები მკვეთრად დაეცა, რის გამოც ენერგომატარებლებზე მოთხოვნაც ჩამოიშალა.

 

დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა შერბილებული, მოთხოვნა დღე-ღამეში 15-17 მლნ. ბარელით გაიზარდა, მაგრამ კრიზისამდელ მდგომარეობასთან შედარებით მაინც 6-7 მლნ. ბარელით ნაკლებია.

 

პანდემიის დროს ნავთობინდუსტიაში შექმნილი კრიზისული ვითარება ოპეკ-ის ფარგლებში საკვანძო ქვეყნებს შორის განხეთქილებამაც გააღრმავა - რუსეთი და საუდის არაბეთი მოპოვების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, რაც სანავთობო ომში გადაიზარდა.

 

შედეგად ფასები იმაზე მეტად დაეცა, ვიდრე მოსალოდნელი იყო - მარტში 1 ბარელი ნავთობი 31 დოლარამდე, ხოლო აპრილში - 25 დოლარამდე დაეცა.

 

საბოლოოდ, კრიზისის გაღრმავებამ მოსკოვს და ერ-რიადს ამბიციების დათმობა აიძულა   - ოპეკი-ს ქვეყნებმა და მათმა მოკავშირეებმა  დღე-ღამეში მოპოვება 9,7 მლნ. ბარელით შეამცირეს, რის შემდეგაც ვითარება სანავთობო ბაზარზე მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა.

 

მაისიდან, საკარანტინე შეზღუდვებს შერბილებასთან ერთად, ნავთობმა აღდგენა დაიწყო  და შავი ოქროს ფასმა 40 დოლარს მიაღწია. შემოდგომაზე ფასი 52 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა, კორონავირუსის ახალი შტამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დეკემბერში ისევ ვარდნა დაიწყო.

 


რა ელის ნავთობის ბაზარს 2021 წელს?

 

ამ საკითხზე ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუმცა,  ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ მკვეთრი ზრდა არ იქნება. საშუალო ფასი 50 დოლარის მიდამოებში იმოძრავებს.

 

ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი შეაფერხებს  - პანდემიის დასრულების გაურკვეველი პერსპექტივა, ახალი ლოქდაუნების რისკი, ლიბიაში და ირანში მოპოვების ზრდა.

 

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაცია წარმატებული იქნება, ამან შესაძლო ნავთობზე ფასი 55 დოლარამდე უკვე 2021 წლის ბოლოსთვის გაზარდოს.

 

 

ნავთობის ბაზრის წინაამღდეგ კიდევ ერთი ფაქტორი მუშაობს  - აშშ-ს პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევა. ცნობილია, რომ ახალი პრეზიდენტი კორონავირუსთან ბრძოლის მკაცრი მეთოდების მომხრეა და შტატებში ახალი შეზღუდვებია მოსალოდნელი. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია მწვანე ენერგეტიკის სახელმწიფოებრივ დონეზე მხარდაჭერას გეგმავს, რაც ნავთობზე ასევე ნეგატიურად აისახება.

 

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 2019 წლის 97-99%-მდე გაიზრდება, რაც ფასების ზრდას ხელს შეუწყობს.

 

ნავთობისთვის ერთ-ერთი მთავარი მხარდაჭერა იქნება აზიაში მოთხოვნის ზრდა, სადაც ეკონომიკის აღდგენა ევროპაზე და ამერიკაზე სწრაფად მიმდინარეობს.

 

მთლიანობაში 2021 წელი სტაბილური იქნება, რადგანაც ოპეკ-მა 2020-ში თავის ქმედითუნარიანობა დაადასტურა - კარტელში შემავალი და მათი მოკავშირე ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ჯიუტობა საბოლოო ჯამში ყველასთვის საზიანოა, მათ შორის, თავად ამ ქვეყნებისთვის.



წყარო: forbes.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up