Forbes: როგორ ისწავლეს სილიკონის ველის ვარსკლავმა-მილიარდერებმა მოდურად ჩაცმა?

Forbes: როგორ ისწავლეს სილიკონის ველის ვარსკლავმა-მილიარდერებმა მოდურად ჩაცმა?

access_time2020-03-08 16:00:57

 

ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი, და სილიკონის ველის სხვა ვარსკლავი-მეწარმეები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდებიან საჯარო სივრცეში კოსტიუმ-ჰასტუხებში ჯინსების და მაისურების ნაცვლად. როგორია მოდის ძირითადი ტენდენციები მაღალი ტექნოლოგიების სფეროში?

 

სტილისტის კიმბერლი განტის თქმით, სილიკონის ველის მეწარმეები და ტოპ-მენეჯერები ბოლო დროს გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ თავიანთ სტილს.

 

წლების მანძილზე ამ სფეროში ითვლებოდა, რომ საქმიანი ტანსაცმელი უკვე ჩაბარდა წარსულს, ხოლო ჯინსები და მაისურები - ნორმაა. თუმცა, ბოლო პერიოდში ამ დარგის ლიდერებმა აშკარად დაიწყეს უფრო მოდური ჩასმა.

 

მაგალითად, Amazon-ის მფლობელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა აშკარად გადახედა თავის სტილს, ხოლო მარკ ცუკერბერგი სულ უფრო ხშირად დადის კოსტიუმ-ჰასტუხით.

 

იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად სილიკონის ველზე  - ტოპ-მენეჯერები და კომპანიების მფლობელები სულ უფრო მეტად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან.

 

კიმბერლი განტი ფლობს სტილის სააგენტო Canvas Styling -ს სან-ფრანცისკოში უკვე 7 წელი, და ის ურჩევს სტილს როგორც დამწყებს თანამშრომლებს, ასევე ვენჩურულ ინვესტორებს და ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელებს.

 


მისი თქმით, ის ავლენს კლიენტების ძირითად შეცდომებს ჩაცმის სტილში, და ეხმარება მათ დაძლევაში.

 

„პირველ რიგში მოძებნეთ კარგად მომჯდარი ჯინსები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ცუდად მომჯდარი ჯინსები ძალიან, ძალიან სამწუხაროა, და თქვენ ამას ვერ დამალავთ“ - ურჩევს განტი კლიენტებს.

 

მისი თქმით, ზომები შესაძლოა იცვლებოდეს ბრენდების და შარვლის სილუეტის მიხედვით, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ ადამიანს მოუხდება კონკრეტული ჯინსი. ასევე მნიშვნელოვანია ქსოვილები - ცუდი ხარისხის ჯინსები შესაძლოა გაიწელოს და დაკარგოს ფორმა.

 

„მიაქციეთ ყურადღება თქვენი ტანსაცმლის ხარისხს და დარწმუნდით რომ ესა თუ ის ფერი ნამდვილად გიხდებათ. იყიდეთ მხოლოდ მაღალხარისხიანი ტანსაცმელი - ეს სერიოზული პრობლემაა, რადგანაც ადამიანები ხშირად ეჩვევიან და ატარებენ დიდი ხნის გადასაგდებ ტანსაცმელს“ - ამბობს სტილისტი.

 

ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფეხსაცმელს, რომელიც უნდა იყოს სუფთა და კარგ მდგომარეობაში.

 

„ადამიანებს ხშირად უჭირთ ამა თუ იმ ფეხსაცმელთან დამშვიდობება, თუმცა, გარდერობის გადახედვის ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა არის სწორედ ფეხსაცმლის შეცვლა. თანაც, ფეხსაცმელი არის ერთ-ერთი ყველა პიროვნული საგანი, რომელიც კარგად აჩვენებს თქვენს ინდივიდუალურობას“ - თვლის კიმბერლი განტი.

 

მისი თქმით, თუ ადამიანს არ მოსწონს თავისი გარდერობი, ან არ იცის რითი  დაიწყოს მისი შეცვლა, აუცილებლად უნდა მიმართოს სტილისტს, და ასევე კითხოს რჩევა მეგობრებს და ახლობლებს.

 

„სტილის შერჩევა - თავისებურად ხელოვნებაა. ზოგჯერ უნდა შეიგრძნო ის, და გასინჯო რაღაცა ახალი“  - ამბობს სტილისტი.

 

მისი თქმით, ადამიანის გარდერობი ჰგავს მის საინვესტიციო პორტფოლიო, და სილიკონის ველში გაჩნდა ახალი ტენდენცია - თანამშრომლები და მენეჯერები ირჩევენ რამდენიმე საბაზო ტანსაცმელს, რომლიც ჩაცმაც შესაძლებელია ყოველდღე.

 

„ეს საგნები არასდროს გავა მოდიდან, ხოლო კალიფორნიაში კლიმატის სტაბილურობა იძლევა მათი ტარების საშუალებას მთელი წლის მანძილზე. სიტუაცია იცვლება, და ადრე სილიკონის ველში კარგ ტონად ითვლებოდა ტანსაცმლის მიმართ გულგრილი, ფუნქციონალური დამოკიდებულება, დღეს კი უკვე ასე არაა“  - თვლის კიმბერლი განტი.


თეგები:
Forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up