Forbes: როგორ იმოქმედებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები საფონდო ბაზარზე?

Forbes: როგორ იმოქმედებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები საფონდო ბაზარზე?

access_time2020-10-10 23:00:26

კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის ფონზეც კი ფინანსურ ბაზარს არ შეუძლია ისეთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორის იგნორირება, როგორიც აშშ-ს პრეზიდენტო არჩევნებია.

 

დონალდ ტრამპს და ჯო ბაიდენს შორის დაპირისპირება ამერიკული საზოგადოების ღრმა პოლარიზების ფონზე მიმდინარეობს. ქვეყანა უმნიშვნელოვანეს საკითხებში თითქის 50-50-ზე გაიყო.

 

წინაამღდეგობების მთავარი წყაროა სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. ტრამპი, როგორც მტკიცე რესპუბლიკელი, დაბალი გადასახადების და სახელმწიფოს ეკონომიკაში მინიმალური ჩარევის მომხრეა. ის კონსერვატიულ დარგებს ეყრდნობა, ისეთებს, როგორც ნავთობმოპოვება და მეტალურგიაა.

 

ბაიდენი კი გაცილებით უფრო მემარცხენეა - ის მდიდარი მოქალაქეებისთვის და კორპორაციებისთვის გადასახადების მატებას, საშუალო ხელფასის და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდას გეგმავს.  მისი გამარჯვების შემთხვევაში კორპორატიული სექტორი მოგების 5-6% დაკარგავს.

 

თუმცა, ამის კომპენსირებას სამომხმარებლო ხარჯების ზრდა მოახდენს. დათვლილია, რომ საათობრივი ხელფასის 1 დოლარით მომატება კვარტალურ სამომხმარებლო ხარჯებს 750 დოლარით ზრდის.

 

ზოგადად, ბაიდენი კორპორატიული სექტორისთვის არასასურველ კანდიდატად მიიჩნევა,  განსაკუთრებით, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ბევრი არაკვალიფიციური თანამშრომელი ჰყავთ, მაგრამ ამავე დროს მათთვის ხელფასების ზრდის შესაძლებლობა არ გააჩნიათ ( Walmart, Tyson Foods და ა.შ.).


 

ორივე კანდიდატი ინფრასტრუქტრული ხარჯების ზრდას აპირებს, რაც სრულიად ბუნებრივია კრიზისის დროს, მაგრამ ბაიდენი ამერიკის მოტრიალებას „მწვანე ეკონომიკისკენ“ გეგმავს - მას ამერიკის  „ნახშირწყალბად-ნეიტრალურ“ქვეყანად გადაქცევა  2050 წლისთვის სურს. შესაბამისად, მისი არჩევა პრეზიდენტად დადებითი სიგნალი იქნება ისეთი ეკოლოგიაზე ორიენტირებულ კომპანიებისთვის, როგორც Tesla, First Solar, NextEra Energy.

 

ამავე დროს ტრამპსაც და ბაიდენსაც მაღალტექნოლოგიურ სექტორში ინვესტირების აუცილებლობა ესმით, რაც კარგია, მაგალითად, სატელეკომუნიკაციო სექტორის კომპანიებისთვის, რომლებიც ფართოზოლიანი ინტერნეტის დარგში მუშაობენ - ისეთებისთვის, როგორც Charter Communications.

ორ პოლუსს შორის უთანხმოების კიდევ ერთი საგანია საგარეო პოლიტიკა - კონფრონტაცია თუ კოოპერაცია?

 

ამ საკითხშიც ბაიდენი ტრამპის ანტიპოდია  - ის კომპრომისებისთვის აშკარად მზადაა, ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობების დალაგებას აპირებს, თუმცა, გაცილებით უფრო ხისტია რუსეთთან მიმართებაში.

 

ტრამპს და ბაიდენს საწინაამღდეგო პოზიციები ბევრ მნიშვნელოვან საკითხში აქვთ  - მონეტარული პოლიტიკით დაწყებული ჯანდაცვის რეფორმით დამთავრებული.

 

ინვესტორებიც ორ ბანაკად გაიყვნენ. ბაზარზე უკვე არის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც კონკრეტული კანდიდატის გამარჯვებაზეა მორგებული.  ეს პროდუქტები იმ კომპანიების აქციებს ეყრდნობა, რომლებიც სავარაუდოდ ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვების ბენეფიციარები გახდებიან.

 

ასევე არის უნივერსალური გადაწყვეტილებები, რომლებიც ინვესტორებს პოლიტიკური რისკებისგან დაიცავენ - აქ საბაზოა მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციები, რომლებიც გაიზრდება ორივე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში.

 

forbes.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up