Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

access_time2020-01-20 20:05:45

Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის დასაკარგავად.


ამჟამად მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ფუფუნების საგნების მწარმოებლის LVMH-ს მფლობელი, ფრანგი ბერნარ არნოა.


პარასკევს, Amazon-ის აქციების ფასების ვარდნასთან ერთად, LVMH-ს ფასიანი ქაღალდების ღირებულება 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო პირადად არნოს ქონება - 1,9 მლრდ.-ით.4 დღის წინ ფრანგი მეწარმე 102 მლრდ დოლარს ფლობდა, დღეს კი - 117 მლრდ-ს.


არნო ასევე 7 მლრდ. დოლარით უსწრებს ბილ გეითსს, რომელიც უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილზე რჩება.თუმცა, გეითსი დღეს იქნებოდა არნოზე და ბეზოსზე მდიდარი, ქველმოქმედებაზე 35,8 მლრდ. დოლარი რომ არ დაეხარჯა.2020 წელი ძალიან წარმატებულად დაიწყო ბერნარ არნოსთვის. მისმა ჯგუფმა შეიძინა კოსმეტიკური ბრენდი Kat Von D, ხოლო გასულ კვირას მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი - საჩოგნბურთო ბურთისხელა - ბრილიანტი იყიდა.


ბერნარ არნო ასევე ძვირფასი ქვების ბაზრის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერის,Tiffany & Co - ს შეძენას გეგმავს. 4 თებერვალის Tiffany & Co-ს აქციონერები ამ საკითხზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. სავარაუდო გარიგების ღირებულება 16,2 მლრდ. დოლარია.


2019 წლის ივლისში ბერნარ არნო Forbes-ის რეიტინგის მე-3 ადგილზე იყო, 100 მლრდ. დოლარით. მან 2019 წლის დეკემბერში ერთხელ უკვე შეცვალა ჯეფ ბეზოსი სიის პირველ ადგილზე .სადღეისოდ მათ ქონებას ერთმანეთისგან მხოლოდ 2 მლრდ. დოლარი აშორებს, შესაბამისად, 2020 წლის მანძილზე მათ შორის მეტოქეობა გაგრძელდება.


Dior-ის და Louis Vuitton-ის მფლობელს იცნობენ ადამიანს, რომელიც არ ცნობს სიტყვა „არა“-ს და ვერ ეგუება წაგებას. სწორედ ამ თვისებების წყალობით, არნომ შექმნა მოდის იმპერია, რომელიც გახდა ფრანგული ფუფუნების სიმბოლო. ის არ აპირებს შეჩერებას, იმის მიუხედავად, რომ მისმა ქონებამ 100 მლრდ. დოლარს გადააჭარბა.არნო მუდმივად ადევნებს თვალს თავისი ბრენდების ფინანსურ მაჩვენებლებს, განსაკუთრებით ეს ეხება მის მთავარ აქტივს - კონგლომერატის „ფულის მანქანას“ – Louis Vuitton -ს.


ექსპერტების გათვლებით, სწორედ Louis Vuitton-ზე მოდის LVMH-ს შემოსავლების 47%, ხოლო ჯგუფის მთლიანი შემოსავალი წელიწადში 54 მლრდ. დოლარს აღწევს.


„რაშია ისეთი ბრენდების წარმატების საიდუმლო, როგორც Louis Vuitton და Christian Dior? ძირითადად, მთელი საქმეა 2 ასპექტში, რომელიც შესაძლოა ერთმანეთს ეწინაამღდეგებოდეს . ეს ბრენდები არსებობენ დროის ფარგლებს გარეთ და ამასთან ერთად არიან თანამედროვე, როგორც არასდროს“ - ამბობს თავად ბერნარ არნო.ამ პარადოქსის წყალობით, LVMH, რომელშიც შედის Fendi, Bulgari, Dom Pérignon, Givenchy და სხვა მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდები (სულ 70-ზე მეტი), იღებს რეკორდულ მოგებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს აქციების ფასების ზრდას . 4 წელიწადში კონგლომერატის აქციები 400%-ით გაძვირდა.


„თუ შევადარებთ Microsoft-ს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კომპანია არც თუ ისეთი დიდია - მისი კაპიტალიზაცია 1 ტრლნ. დოლარს შეადგენს 1, ჩვენი კი - 214 მლრდ.-ს. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია“ - ამბობს არნო.



ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ არნო ფლობს LVMH-ში გაცილებით უფრო დიდ წილს, ვიდრე გეითსი - Microsoft-ში, ამიტომაც მისი ქონება ამჟამად უფრო დიდია - ტექნოლოგიური გიგანტის უფრო მაღალი ღირებულების მიუხედავად.


თუმცა, მომავალი მილიარდერის კარიერის დასაწყისი არ იყო ასეთივე წარმატებული. არნოს პირველი სიყვარული იყო მუსიკა, თუმცა, მას არ ეყო დიდი პიანისტობისთვის საკმარისი ნიჭი. ამიტომაც, 1971 წელს მან მიიღო საინჟინრო განათლება და მუშაობა მამამისის სამშენებლო კომპანიაში დაიწყო.


25 წლის ასაკში ის სათავეში ოჯახურ ბიზნესს ჩაუდგა, თუმცა, ეს არ იყო საკმარისი მისი ამბიციებისთვის - მას სჭირდებოდა მასშტაბური საერთაშორისო პროექტი ფრანგული ფესვებით.ასეთი აღმოჩნდა Christian Dior, რომელიც მან 95 მლნ. დოლარად შეიძინა. ამ თანხიდან 15 მლნ. მისი ოჯახის ფული იყო, ხოლო 80 მლნ. საინვესტიციო ფონდმა Lazard Frères გამოყო.


პირველმა ნაბიჯებმა მთელი საფრანგეთი აღაშფოთა. მან დაითხოვა 9000 თანამშრომელი 500 მლნ დოლარად და გაყიდა აქტივების დიდი ნაწილი.ასეთმა თავხედობამ გააოგნა ყველა - ბერნარ არნო მოიქცა როგორც ამერიკელი და არა ფრანგი. პრესამ მას „მგელი ქაშემირში“ დაარქვა.არნომ დახარჯა მილიარდები მოწინავე ევროპული მოდური და პარფიუმერული ბრენდების შეძენაზე - სადღეისოდ LVMH-ში შედის 79 კომპანია.


2011 წელს LVMH-მ 5 მლრდ. დოლარად იყიდა იტალიური იუველირული ბრენდი Bulgari, 2013 წელს 2,6 მლრდ დოლარად შეიძინა ტანსაცმლის იტალიური მწარმოებელი Loro Piana.ბოლო გარიგება განხორციელდა 2019 წლის აპრილში. LVMH-მ ბრიტანულ Belmond-ში 3,2 მლრდ. დოლარი გადაიხადა, რომელიც ევროპაში და აფრიკაში სასტუმროებს და ძვირადღირებულ ტურისტულ მატარებლებს ფლობს.


ბერნარ არნოს სამუშაო დღე იწყება დილის 6.30-ზე. დღეს ის ცხოვრობს მე-17 საუკუნის ვილაში პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში.დილაობით, კლასიკური მუსიკის თანხლებით, მილიარდერი ეცნობა მოდის ინდუსტრიის ახალ ამბებს და აწარმოებს მიმოწერას ოჯახის წევრებთან, ბრენდების ხელმძღვანელებთან.


„მე ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენი ბრენდების პროდუქცია უნდა იყოს ისეთივე პოპულარული და მოთხოვნადი, როგორც დღეს. ეს არის წარმატების გასაღები“ - თვლის ბერნარ არნო.„ის მუშაობს 24 საათი დღე-ღამეში. ძილის დროსაც კი ახალი იდეები ესიზმრება“ - ამბობს მილიარდერის 44 წლის ქალიშვილი და Louis Vuitton-ს ვიცე-პრეზიდენტი დელფინა არნო.


შაბათობით მილიარდერი სტუმრობს თავის მაღაზიებს და გამყიდველ-კონსულტანტებს ვიტრინების გაფორმებასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს. დილაობით ის ნახულობს საშუალოდ 25 მაღაზიას, მათ შორის კონკურენტების.


„ეს არის მისი რიტუალი“ - თვლის 25 წლის ფრედერიკ არნო, რომელიც მუშაობს LVMH-ს შემადგენლობაში შემავალ საათების ბრენდ TAG Heuer-ში.


თვეში ერთხელ ბერნარ არნო თავისი პირადი Bombardier-ით დაფრინავს მისი იმპერიის შორეულ კუთხეებში. მაგალითად, 2019 წლის ოქტომბერში ის ესტუმრა პატარა ქალაქ კინს თექასში, სადაც დონალდ ტრამპთან ერთად გახსნა Louis Vuitton-ს ახალი ქარხანა. მომდევნო 5 წლის მანძილზე იქ შეიქმნება 1000 სამუშაო ადგილი.


Louis Vuitton ფლობს კიდევ 2 საწარმოს შტატებში, ორივე კალიფორნიაში მდებარეობს.


LVMH-ის ქსელი შთამბეჭდავად ფართოა - 4590 მაღაზია მსოფლიოს 68 ქვეყანაში. ახალი მაღაზიების გახსნის, ან არსებულების დახურვის საკითხი დამოკიდებულია არა მხოლოდ ტრადიციულ მაჩვენებლებზე, ისეთებზე, როგორც გაყიდვების მოცულობა, არამედ არნოს ინტუიციაზე და მე-6 გრძნობაზე.მაგალითად, კონგლომერატისთვის უმნიშვნელოვანეს ბაზარზე - ჩინეთში - არნო სპეციალურად ზღუდავს Louis Vuitton-ს მაღაზიების გახსნას, რათა LVMH-ს ზრდის ტემპები გააკონტროლოს.


„მას არ მოსწონს სიტყვა „არა“. მის ლექსიკონში ასეთი სიტყვა არ არსებობს. მას არ სურს „არა“-ს მოსმენა არც კონკურენტებისგან, არც მისთვის საინტერესო კომპანიებისგან და არც გარემოს დამცველებისგან“ - მიიჩნევს ჟურნალ Vogue-ს მთავარი რედაქტორი ანა ვინტური.


იმისთვის, რომ მისმა ბიზნესმა არ დაკარგოს აქტუალურობა და მუდამ იყოს თანამედროვე, ის ყოველთვის იღებს რჩევებს თავის შვილებისგან. მათ შორის 4 უკვე მუშაობს LVMH-ში - 44 წლის დელფინა, 42 წლის ანტუანი, 27-წლის ალექსანრდი, და 25 წლის ფედერიკი.


მილიარდერი მეხუთე შვილი - ჟანი - 21 წლისაა. ამჟამად ის სწავლობს, განათლების მიღების შემდეგ ოჯახურ ბიზნესს შეუერთდება.


forbes.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up