Forbes: როგორ დაამარცხა კორონავირუსი სამხრეთ კორეამ და სინგაპურმა?

Forbes: როგორ დაამარცხა კორონავირუსი სამხრეთ კორეამ და სინგაპურმა?

access_time2020-03-30 20:00:10

ეპიდემიის დასაწყისში სამხრეთ კორეამ და სინგაპურმა  ჩაკეტეს საზღვარი ჩინეთთან. ორივე ქვეყანა შედიოდა მაღალი რისკის ზონაში. ტაივანი არის ჩინეთის ისტორიული ნაწილი, რომელმაც მიიღო დამოუკიდებლობა მეორე მსოფლიოს ომის დროს, სინგაპურში კი მოსახლეობის 70% სწორედ ჩინელები არიან.

 

ტაივანს და სინგაპურს  მჭიდრო ეკონომიკური და ჰუმანიტარული კონტაქტები აქვთ ჩინეთთან, ამიტომ, მათმა მთავრობებმა ჩათვალეს, რომ  კორონავირუსის გავრცელების  შანსები ძალიან მაღალია. შესაბამისად, მათ ჩაკეტეს საზღვრები ჩინეთთან ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე, როდესაც ეს საკითხი ნაკლებად აღელვებდა მსოფლიოს.ორივე ქვეყანამ ამის გამო  ბევრი შენიშვნა მიიღო. ჩინეთი გამოხატავდა ღია უკმაყოფილებას და შექმნილ მდგომარეობაში  ამ ნაბიჯს არაადეკვატურად თვლიდა.

 

 მაშინ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა პეკინის პოზიციას, და განაცხადა, რომ გადაადგილების შეზღუდვის და სავაჭრო ბარიერების შექმნისთვის არ არის არავითარი აუცილებლობა.თუმცა,სინგაპურს ჰქონდა ეპიდემიის დროს ღია საზღვრების შედეგების გამოცდილება. 2003 წელს სინგაპურის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა ვირუს  SARS-CoV-2 -სგან, შესაბამისად, ქვეყანამ სათანადო დასკვნები  გააკეთა  - გამკაცრებული ზომები შემოღებულ იქნა ეპიდემიის ადრეულ ეტაპზე.

 

სადღეისოდ, სინგაპურში 29 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 683 ადამიანი, გარდაცვლილია მხოლოდ 2. Сovid-19-სგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი - ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში და  0,3%-ს შეადგენს.უკეთესი ვითარებაა ტაივანში - 242 დაავადებული და არც ერთი დაღუპული.

 

 

როგორ მიაღწია ამას სინგაპურმა?

 

 

ეპიდემიის შესაჩერებლად სინგაპურის ხელისუფლებამ გაიზიარა სამხრეთ კორეის სტრატეგია „მთელი მთავრობა, მთელი ქვეყანა“ და გამოიყენა საკმაოდ ხისტი ზომები როგორც ეკონომიკურ, ასევე უსაფრთხოების საკითხებში.ჯანდაცვის სამინისტრო და პოლიცია ერთად მუშაობენ დაავადებულთა და მათი ოჯახების წევრთა იზოლირებისთვის. ყველა დამცავი საშუალება, მაგალითად, პირბადეები და ხელთათმანები, იკრიბება ტრანსპორტის სამინისტროში, ის კი შემდეგ ცენტრალიზებულად არიგებს მათ მოსახლეობაში.

 

მთავრობა ეკონტაქტება მოქალაქეებს გარე და სატელევიზიო რეკლამის, ასევე სმს-შეტყობინებების მეშვეობით.განათლების სამინისტრო მზადაა გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა,  ამას აუცილებლად ჯერ არ თვლის. ადრეულ ეტაპზე მიღებული მკაცრი ზომების წყალობით, დღეს სინგაპური ცხოვრების თითქმის ჩვეულებრივ რიტმს  ინარჩუნებს.

 

სკოლები არაა დაკეტილი, თუმცა, მუდმივად ტარდება სამედიცინო შემოწმებები, მოსწავლეებს კი  დისტანციის შენარჩუნების აუცილებლობაზე აფრთხილებენ.ადამიანები დადიან სამსახურებში, რესტორნები და ბარები ღიაა, თუმცა, განსაკუთრებული ხალხმრავლობა მაინც არ შეიმჩნევა. ბევრი ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს ხალხმრავალ ადგილებს, თუმცა, ეს არის მათი პირადი ინიციატივა  და არა სახელმწიფო პოლიტიკა.


 

სინგაპურელები აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას მცირე სოციალური შეზღუდვებით - აცხადებს  სინგაპურის ინფექციურ დაავადებათა ცენტრის დირექტორი ვერნონ ლი.კორონავირუსზე ამოწმებენ ყველას, ვისაც  გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.  ასევე იმათაც, ვისაც   მათთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა.ქვეყანაში გაიხსნა რამდენიმე კლინიკა, სადაც  მხოლოდ Сovid-19-ით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობენ.

 

 ყველა, ვისაც აღენიშნება მაღალი სიცხე, უნდა დარჩეს სახლში. თუ ადამიანი დაავადდა დღეს, ეს ნიშნავს, რომ ის იყო ინფიცირებული 1 კვირის წინ და მთელი ის დრო თავისუფლად დადიოდა ქუჩებში, და აინფიცირებდა სხვებს. ჩვენ დავიწყეთ ეპიდემიის შეჩერება საწყის სტადიაზე, როდესაც მსოფლიოში არავინ არ მიიჩნევდა კორონავირუსს სერიოზულ პრობლემად. ეპიდემია არ ჩაივლის მარტივად, ეს არის არა სპრინტი, არამედ მარათონი. ადრეულ სტადიაზე გადადგმულმა ნაბიჯებმა მოგვცა ჩვენ საგანგებო ზომებზე უარის თქმის საშუალება - ამბობს ლი.

 

ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდებმა კარგად იმუშავა არა მხოლოდ სინგაპურში, არამედ სამხრეთ კორეაში.

 

სეულში დაავადებების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთი რელიგიური სექტის მიმდევრები სპეციალურად ჩავიდნენ უხანში და ქვეყანაში ვირუსი ჩაიტანეს. მთავრობამ გამოავლინა ჯგუფის წევრები, სექტის ლიდერებმა საჯაროდ მოიხადეს ბოდიში, ხოლო ექიმებმა შეძლებს ვირუსის შეჩერება და შერბილება.

 

სადღეისოდ სამხრეთ კორეაში რეგისტრირებულია  კორონავირუსით  9 241 ინფიცირებული და 132 გარდაცვლილი, დაავადებულთა ზრდის ტემპები მინიმალურია, რაც  ოფიციალურ სეულს სიმშვიდის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.

 

სამხრეთ კორეის სტრატეგია შეიცავს ორ ელემენტს - საინფორმაციო კამპანიას და საყოველთაო გამოკვლევას.  წარმატების საწინდარი იყო ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოავლინა ჩინელი ტურისტების ჯგუფი, რომელმაც შემოიტანა ვირუსი, მოახდინა მათი იზოლირება, ასევე ჩაიკეტა ყველა ადამიანი, ვისაც ჰქონდა მათთან კონტაქტი, ასევე ყველა, ვისაც გააჩნდა რაიმე შეხება იმათთან, ვინც  ჩინელ ტურისტებს ეკონტაქტებოდა.

 

კორეული მეთოდი არის მოქალაქეების პირად ცხოვრებაში უხეში და უცერემონიო ჩარევა, მაშინ როდესაც დღესაც კი, ეპიდემიის ცხელ ფაზაში, მაგალითად, აშშ-ში არ არსებობს ერთიანი მიდგომა საყოველთაო ტესტირებისადმი  - ყველა შტატს აქვს თავისი მიდგომა, რაც ართულებს ეპიდემიასთან ბრძოლას.

 

კორეელებს აქვთ სრული ინფორმაცია კორონავირუსის თაობაზე, და ისინი მზად არიან გაიარონ ტესტირება მაშინაც კი, როდესაც არ გააჩნიათ არავითარი სიმპტომები.

 

მასობრივი ტესტირება დაავადების გავრცელების პირველივე სტადიაზე, მაშინ როდესაც ინფიცირებულების რაოდენობა არ აღემატებოდა რამდენიმე ათეულს - სწორედ ესაა სამხრეთ კორეის და სინგაპურის წარმატების საიდუმლო.

 

სწორედ ეს არ გააკეთეს ევროპის იმ ქვეყნებმა, სადაც დღეს ათასობით ადამიანი იღუპება  Сovid-19-სგან.

 

მეტიც, დღესაც კი, როდესაც ეპიდემიის სერიოზულობაში არავის არ ეპარება ეჭვი  და მასთან ბრძოლაში დაცარიელდა არათუ ცალკე აღებული ქალაქები, არამედ მთელი კონტინენტები, ბევრ ქვეყანაში საყოველთაო ტესტირება არ ტარდება. მაგალითად, ამერიკაში ამისთვის მხოლოდ ემზადებიან.

 

თუმცა, აქაც არაა მოსალოდნელი საყოველთაო სამხრეთ კორეული მიდგომა - მასობრივი ტესტირება ჩატარდება მხოლოდ ნიუ-იორკში და რამდენიმე ქალაქში, სადაც  ყველაზე მეტი ინფიცირებულია.

 

სინგაპურში და სამხრეთ კორეაში მიღებული ზომები აღმოჩნდა წარმატებული. ჩვენ დავინახეთ, რომ ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია პირველივე დაავადებულის გამოვლენის შემდეგ მიღებული მკაცრი ზომებით. ოდნავ დაგვიანება - და ჩვენ მივიღებდით იგივეს, რასაც ვხედავთ იტალიაში და ესპანეთში“  - თვლის ვერნონ ლი.

 

წყარო: forbes.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up