Forbes: როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ იტალია კარანტინის პირობებში?

Forbes: როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ იტალია კარანტინის პირობებში?

access_time2020-03-09 20:30:22

ჩრდილოეთ იტალიაში კარანტინის ზონაში ამჟამად  16 მლნ. ადამიანი ცხოვრობს.კარანტინი შემოღებულ იქნა შაბათს საღამოს, რის შემდეგაც სარკინიზგო სადგურები და ავტოსადგურები სრულმა ქაოსმა  მოიცვა.  ათასობით მოქალაქემ  სცადა რეგიონების დატოვება და გადასვლა იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა.

 

ვინც დარჩა ადგილზე ამბობს, რომ პანიკა არაა, თუმცა, კარანტინის პირობები საკმაოდ მკაცრია - მაღაზიებში მყიდველები დგანან ერთმანეთისგან მინიმუმ 1  მეტრის სიშორეზე. ბარებში და რესტორნებში კი დახლთან ჯდომა  აკრძალულია.

 

პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტის მიერ 8 მარტს  ხელმოწერილი ბრძანება ეხება 15 პროვინციას ჩრდილოეთ იტალიაში. მათ შორის აღმოჩნდა ქვეყნის ყველაზე მდიდარი რეგიონი  - ლომბარდია და მისი დედაქალაქი მილანი.

 

9 მარტიდან აიკრძალა ამ რეგიონებში შესვლა. გასვლა კი  საპატიო მიზეზების გარეშე  არ ხდება.  პირველ რიგში ასეთ მიზეზებად ჩაითვლება სამსახურეობრივი მოვალეობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

ბრძანების თანახმად, ასევე დაიხურა სკოლები, მუზეუმები,თეატრები. რესტორნები და კაფეები იმუშავებენ დილის 6-დან საღამოს 6 საათამდე ისიც, იმ პირობით, რომ ისინი შეძლებენ კლიენტებს შორის მინიმუმ 1-მეტრიანი მანძილის დაცვის უზრუნველყოფას.

 

უპრეცედენტო შეზღუდვები პირველ ეტაპზე იმოქმედებს 3 აპრილამდე და შეეხება 16 მლნ. ადამიანს - იტალიის მოსახლეობის მესამედს. თუმცა, იმ შემთხვევაში  თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუმჯობესდა, არაა გამორიცხული, რომ კარანტინი გაგრძელდეს.

 

ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ ათასობით მოქალაქემ სცადა გამგზავრება სამხრეთ იტალიაში, სადაც კარანტინი არ მოქმედებს.La Republica  წერს 500 ადამიანზე, რომელმაც სცადა მილანიდან მიმავალ ბოლო მატარებელში ჩასხდომა, AP  იტყობინება პანიკაზე ქალაქ პადუაში. სტუდენტები, თვალებამდე გახვეულები შარფებში, და სადეზინფექციო გელებით ხელში   - ასე გამოიყურებოდა ბოლო მატარებლის ვაგონები, სადაც არ იყო კონდუქტორები  და არავინ ამოწმებდა ბილეთებს  - წერს AP.

 

Forbes Italia-ს მიმომხილველი ლუიჯი დელ ოლიო ყვება, რომ 8 მარტს საღამოს არ შეინიშნებოდა პოლიციელების განსაკუთრებული სიმრავლე.

 


არც დღეს არის მაინც და მაინც ბევრი პოლიციელი ქუჩაში. სხვა რეგიონებში კონტროლი კიდევ უფრო სუსტია. მაგალითად, სამხრეთ რეგიონ აპულიაში ჩრდილოეთიდან ჩამოსულებს ამოწმებენ და სთხოვენ მათ კარანტინში დარჩენას, თუმცა, შემმოწმებლებს პირბადეებიც კი არა აქვთ - ისინი უკვე არ იყიდება არსად  - ამბობს ის.

 

ლომბარდიაში დარჩენილი ადამიანები აღნიშნავენ, რომ კარანტინი არც ისე მკაცრია და ბევრი ადამიანი, რომელიც იყო გამგზავრებული სხვა რეგიონში თავისუფლად ბრუნდება მილანში აკრძალვის მიუხედავად.მილანელები ქუჩაში იქცევიან ძალიან ფრთხილად, უჭირავთ დისტანცია, არ ესალმებიან ერთმანეთს.

 

 თუმცა, პანიკა არ არის - ბარები და რესტორნები ღიაა და კლიენტებიც არ აკლია. ბარებში აიკრძალა ჯდომა დახლთან, ხოლო სუპერმარკეტებში ყველა ცდილობს არ მიუახლოვდეს ერთმანეთს 1 მეტრზე მეტად.ბარებში ასევე შეზღუდულია 1 მაგიდასთან მსხდომი ადამიანების რაოდენობა. თუ შემოდის  დიდი ჯგუფი, ისინი აერთიანებენ რამდენიმე მაგიდას, იმისთვის, რომ დაიცვან 1-მეტრიანი დისტანცია.

 

ჩვენ ვცდილობთ არ ავყვეთ პანიკას, თუმცა, დამშვიდობების დროს  - არავითარი ხელის ჩამორთმევა ან კოცნა, როგორც ეს მიღებულია იტალიაში - ამბობს ერთ-ერთი მილანელი.

 

ყველაფერთან ერთად იტალია განიცდის ექიმების დეფიციტს - 7 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ გამოიძახა პენსიაზე გასული ექიმები კორონავირუსთან საბრძოლველად. მილანში ექიმები არ დადიან სახლებში, საავადმყოფოებში გავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.კლინიკების ადმინისტრაციებს სასწრაფოდ შემოაქვთ დამატებითი საწოლები, რომლებიც სავარაუდოდ, საკმარისი იქნება 1 კვირით.

 

ექიმების თქმით, თუ ეპიდემიის მასშტაბები არ შემცირდა, მათ მოუწევთ მძიმე გადაწყვეტილების მიღება - 65 წელზე უფროსი პაციენტების ჰოსპიტალიზებაზე უარის თქმა.

 

ლომბარდიის კრიზისული შტაბის უფროსმა ანტონიო პესენტის თქმით, სავარაუდოდ, 28 მარტისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება 18 000-მდე, მათ შორის 2700-3200 დასჭირდება ინტენსიური თერაპია.

 

ინტენსიური თერაპიის საწოლები თავსდება ყველგან, სადაც შესაძლებელია  - პალატებში, საოპერაციოებში, დასასვენებელ ოთახებში, დერეფნებშიც კი. ამან გააუარესა ზოგადი სიტუაცია ჯანდაცვაში. ექიმები ვერ ემსახურებიან სხვა ავადმყოფებს, რადგანაც ყველა დაკავებულია კორონავირუსიანი პაციენტების მიღებით და მკურნალობით- ამბობს პესენტი.

 

გასაკვირია, მაგრამ ამ სიტუაციაში შესაშურ სიმშვიდეს ავლენენ ფინანსისტები - ორშაბათს მილანის ბირჟამ ჩვეულებრვი რეჟიმში განაახლა მუშაობა.ბირჟის დირექტორის რაფაელ ჯერუსალმის თქმით, არ არსებობს არავითარი მიზეზი საიმისოდ, რომ მუშაობა შეწყდეს.არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე გარიგება გადაიდოს, თუმცა, მთლიანობაში პანიკისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს - მიიჩნევს ფინანსისტი.

 

იტალია გავიდა პირველ ადგილზე მსოფლიოში კორონავირუსგან სიკვდილიანობის მხრივ - იქ იღუპება ყოველი მე-20 დაავადებული.9 მარტის მდგომარეობით, ინფიცირებულია 7300 ადამიანი, დაიღუპა 366 - ეს არის 5%-იანი სიკვდილიანობა, რაც ამ დროისთვის მაქსიმუმია.

 

დაავადებულებს შორის ორი პოლიტიკოსია - მმართველი კოალიციის წევრის, დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნიკოლა ზინგარეტი და პროვინცია პიემონტის გუბერნატორი ალბერტო ჩირიო.ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე შტატებია - 472 ინფიცირება და 19 დაღუპული (სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 4,03%), მე-3-ზა ჩინეთი (3,83%), მე-4იზე - ირანი (2, 96%).


ყველაზე მცირეა კორონავირუსისგან სიკვდილიანობა სამხრეთ კორეაში (0, 68%).



წყარო:  Forbes.ru

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up