Forbes: როგორ აისახება ახალი ამერიკული სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე?

Forbes: როგორ აისახება ახალი ამერიკული სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე?

access_time2021-04-18 18:00:45

ახალი სანქციები, პერსონალური შეზღუდვების და სამხედრო მრეწველობაში მომუშავე რამდენიმე მსხვილი კორპორაციის საწინაამღდეგო ზომების გარდა, ასევე ამერიკული ინვესტორებისთვის რუსული სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვას კრძალავს. სწორედ ეს ნაბიჯი ითვლება სანქციებს ამ პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად.


თუმცა, ეს აკრძალვა საკმაოდ რბილია და მხოლოდ პირველად ბაზარს შეეხება, ხოლო მეორად ბაზარზე ამერიკულ კომპანიებს მუშაობა ჩვეულებრივად შეუძლიათ.


თანაც, ბოლო თვეების მანძილზე უცხოელი ინვესტორების დიდი ნაწილი რუსულ ობლიგაციებს ისედაც იშორებდა, ბაზარი სანქციების ჯერ კიდევ ოპოზიციონერი-პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამლვის შემდეგ ელოდა.


პრობლემური შესაძლოა რუსეთის საპასუხო ზომები გახდეს, თუ მოსკოვი თავის კომპანიების ამერიკული ობლიგაციების ყიდვას აუკრძალავს, ეს მხოლოდ თავად მათ დააზარალებს, ხოლო ამერიკული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საერთოდ არანაირად არ აისახება.


ახალი სანქციები რუბლის კურსს თითქმის არ შეეხო. 14 აპრილს, ბაიდენს და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის ფონზე რუსული ვალუტა გამყარდა, ხოლო სანქციების გამოცხადების შემდეგ ძველ კურსს დაუბრუნდა.


მთლიანობაში ბაზარმა ახალ სანქციებზე განსაკუთრებული რეაგირება არ მოახდინა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამჟამინდელი ზომები შესაძლებელთან შედარებით ბევრად სუსტია. მაგალითად განიხილებოდა რუსეთის გათიშვა Swift-დან, მნიშვნელოვანი შეზღუდვების შემოღება სახელმწიფო ბანკების და ენერგეტიკული კომპანიების წინაამღდეგ.



შემოღებული ზომები საკმაოდ რბილია, უცხოელი ინვესტორების წილი რუსული სახელმწიფო ობლიგაციების მფლობელთა შორის ისედაც 34%-დან 20%-მდე შემცირდა. მეტიც, ამ 20%-შიც კი ნახევარი ოფშორებში დარეგისტრირებულ რუსული კომპანიებზე მოდის. ამ 20% მხოლოდ მესამედი ამერიკული ფონდებია, შესაბამისად, არავითარი კატასტროფა მოსალოდნელი არაა.


რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სანქციების ახალი პაკეტი არის ვაშინგტონის მხრიდან სახის შენარჩუნების მცდელობა. ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევაზე და რუსულ კიბეშეტევებზე იმდენს ლაპარაკობდა, რომ იძულებული იყო ემოქმედა. რეალურად კი არჩეულ იქნა ხმაურიანი, თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით საკმაოდ სუსტი გადაწყვეტილება.


მეტიც, ეს შესაძლოა სასარგებლოც იყოს ეკონომიკისთვის, ყოველ შემთხვევაში გაურკვევლობა დასრულდა და ფინანსური რისკები შემცირდა.


თუმცა, ზოგადად ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ ნაბიჯით დაადასტურა, რომ მოსკოვთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს და ხვალ სანქციები შესაძლოა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სტრუქტურას შეეხოს.


ბიზნესი აუცილებელზე მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და რუსეთთან თანამშრომლობაზე ხშირ შემთხვევაში უარს მაშინაც კი იტყვის, როდესაც არანაირი პირდაპირი აკრძალვა არ იქნება.


ამის მაგალითია Zoom, რომელმაც რუსულ საჯარო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.


ცხადია, სანქციების შემოღება გაგრძელდება. რუსეთთან ომის ფუფუნება დღეს მსოფლიოში არავის აქვს, თუმცა, მოსკოვის საქციელზე ამა თუ იმ ფორმით რეაგირება აუცილებელია. შესაბამისად, ახალი შეზღუდვებიც აუცილებლად იქნება.


forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
სანქციები



მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...


მსგავსი სიახლეები

up