Forbes: როდის იქნება შესაძლებელი პარიზში გამგზავრება?

Forbes: როდის იქნება შესაძლებელი პარიზში გამგზავრება?

access_time2020-04-06 21:00:43

დღევანელი ეკონომიკური კრიზისიდან მინიმალური   დანაკარგებით გამოსვლას მოახერხებენ ისინი, ვისაც არ გააჩნია არარეალისტური იმედები, ვინც არ ვარდება პესიმიზმში  და ფხიზელი გონებით გეგმავს თავის ცხოვრებას და ბიზნესს მრავალი წლით ადრე - თვლის ფინანსური კონსულტანტი აიზეკ ბეკერი.


მომავალი ძალზე ბუნდოვანია  და არავის არ შეუძლია კრიზისის დასრულების ვადების პროგნოზირება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა არ უნდა დაიკავონ გარკვეული პოზიცია და უარი თქვან საკუთარი პირადი, სამსახურეობრივი ან ბიზნეს-საქმიანობის დაგეგმაზე.


თამაში წინსწრებაზე - სწორედ ეს განასხვავებს ჭკვიან და წარმატებულ ადამიანებს სხვებისგან.


რას იტყვის ბაზარი?


2020 წლის პირველი კვარტალი  Dow Jones industrial-ის ინდექსის ყველაზე მასშტაბური,23.1%-იანი  ვარდნით დასრულდა. გლობალურ საფონდო ბაზარზე მოვლენათა შემდგომი განვითარების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ზოგიერთი ფინანსური ინსტიტუტი, მაგალითად,  JPMorgan Chase მიიჩნევს, რომ აქციების ფასმა უკვე მიაღწია ფსკერს, თუმცა არსებობს განსხვავებული აზრებიც - მაგალითად,  Deutsche Bank AG-ის ანალიტიკოსები ასეთი დასკვნების გაკეთებას ნაადრევად თვლიან.

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

 

როგორც წესი, საფონდო ბაზარი საკმაოდ ზუსტად წინასწარმეტყველებს კრიზისების დასრულებას. თუმცა, დღევანდელ სიტუაციაში ამ პროგნოზების სანდოობა დაბალია. ეს დადასტურდა იანვარ-თებერვალში - მაშინ, როდესაც ეპიდემია  ჩინეთში მძვინვარებდა  და საქმე აშკარად გლობალური პანდემიისკენ მიდიოდა, ამერიკული საფონდო ინდექსები რეკორდულად იზრდებოდა.


კიდევ ერთი მაგალითი - ბოლო 2 კვირის მანძილზე აშშ-ს მთავრობას შემწეობის მისაღებად მიმართა ჯერ 3,3 მლნ-მა, შემდეგ კი 6,6 მლნ. ადამიანმა, თუმცა, ბაზარი ამას ყურადღებას არ აქცევდა და შეუჩერებლად იზრდებოდა.ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ბატონ ბაზარს რაღაცა ეშლება  და ის უკვე ვერ ახდენს ადექვატურ რეაგირებას მოვლენათა სავარაუდო განვითარებაზე.

 

რატომ არ არის  მოსალოდნელი ეკონომიკის სწრაფი აღდგენა?

 

2008 წლის კრიზისის შემდეგ, ბაზარს კრიზისამდელი მაჩვენებლებისკენ დასაბრუნებლად 5 წელი დასჭირდა. დღეს ეკონომისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინ  ძალიან მძიმე მე-2 კვარტალი გვაქვს, შემდეგ კი სიტუაცია გამოსწორდება.


თუმცა, არის განსხვავებული აზრებიც. კერძოდ, ნობელის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი არ არის დარწმუნებული, რომ ვირუსი მეორე  კვარტლის ბოლოსთვის დამარცხდება.თუ კრიზისი გაგრძელდა შემოდგომამდე, ნეგატიური ეფექტები გაცილებით უფრო ძლიერი იქნება - თვლის მეცნიერი.



თუმცა, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საბოლოო ჯამში 2020 წელი არ იქნება წარმატებული არც რეალურ ეკონომიკაში და არც საფონდო ბაზრებზე.


სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში მოხერხდება თანამედროვე ტესტების, ნიღბების, ერთჯერადი ხელთათმანების, ხელოვნური სუნთქვის აპარატების და ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტების წარმოების ზრდა. ექიმები მიიღებენ საჭირო გამოცდილებას, ხოლო საავადმყოფოების გამტარუნარიაონობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.


შესაძლოა, ამის შემდეგ ქვეყნების მთავრობები გადახედავენ მიდგომებს - ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, არ იქნება კარანტინი დღევანდელ მასშტაბებში, ადამიანები იმუშავებენ, დაავადდებიან, განიკურნებიან  და თანდათან შეიძენენ იმუნიტეტს.


თუ არ მოხდა სასწაული, კორონავირუსთან ნამდვილი ბრძოლა დაიწყება ვაქცინების და შესაბამისი წამლების შექმნის შემდეგ - ეს უკეთეს შემთხვევაში 2021 წელს მოხდება.

 

 პარიზი მაინც გადაიდება

 

ყველა შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ სწრაფ აღდგენას, როდესაც ძლიერი ვარდნის შემდეგ მოდის ასევე ძლიერი ზრდა - უფრო მოსალოდნელია, რომ ვარდნა გაგრძელდება მთელი მე-3 კვარტალი, ხოლო მე-4-ში  მძიმე და ნელი აღდგენა დაიწყება.შესაძლოა, ჩვენ ვიხილოთ მე-3 ვარიანტიც - სწრაფი და ძალიან ღრმა ვარდნა, რომელსაც 1-2 თვეში მოჰყვება აღდგენის პროცესის დაწყება, თუმცა, თავად აღდგენა  მძიმე და ხანგძლივი იქნება.გასაგებია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება დიდხანს და კრიზისამდელი ცხოვრების აღდგენას  დრო დასჭირდება.

 

რითი განსხვავდება დღევანდელი კრიზისი წინამორბედებისგან?

 

მარტივი მაგალითი  წარმოვიდგინოთ, რომ პირობითად 15 მაისს თქვენს ქვეყანაში არ დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა, და 2 კვირაში მოიხსნა ყველა შეზღუდვა.როდის შეძლებთ ამის შემდეგ პარიზში გამგზავრებას ან კვირპოსის პლიაჟზე გარუჯვას? ალბათ ეს  კიდევ დიდხანს არ მოხდება.


ჯერ ერთი, თქვენი ქვეყნის ხელისუფლება არ იჩქარებს საზღვრების გახსნას, იმისთვის რომ თავიდან აირიდოს ინფექციის ხელახალი შემოტანა. მეორე - სხვა ქვეყნები ამავე მიზეზით, შეიკავებენ თავს ტურისტების მიღებისგან.

 

გავა საკმაოდ დიდი დრო, სანამ ქვეყნებს შორის მიმოსვლის კრიზისამდელი სისტემა აღდგება. ასევე არ არის გამორიცხული კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღები და გაუქმებული შეზღუდვების აღდგენა.

 

შესაძლოა, კორონავირუსის შედეგად მოყენებული ეკონომიკური კრიზისი რამდენიმე წელი ვიგრძნოთ.


Oaktree Capital-ის დამფუძნებელმა ჰოვარდ მარქსმა თავისი კომპანიის ინვესტორებს  ასე მიმარღა - როდისმე მსოფლიო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, თუმცა, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. თქვენი ჯანმრთელობის და ფინანსების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია  - როგორ მოიქცევით მანამ, სანამ ეს ყველაფერი დასრულდება.


ასე თუ ისე, მეტად თუ ნაკლებად, კრიზისი შეეხება ყველას და გამოჯანმრთელების პროცესი გაჭიანურდება. ეს ფაქტორი გასათვალისწინებელი იქნება პირადი ფინანსების დაგეგმარების დროს.არსებობს ძნელ სიტუაციაში საკუთარი ფულის დაცვის ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა - ვითარება სწრაფად იცვლება და ბევრი რეკომენდაცია უკვე მოძველდა.თუმცა, უცვლელია მთავარი - კრიზისის დროს ადამიანები გაიგებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური უსაფრთხოების ბალიში, რომელიც რთულ სიტუაციაში  გადარჩენაში დაგეხმარებათ.


ეს იქნება ძალიან რთული გაკვეთილი, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხებს დაკარგული კეთილდღეობის დაბრუნებას. ნებისმიერი კრიზისი დაკავშირებულია დანაკარგებთან  და მხოლოდ ერთეულები დარჩებიან მოგებულნი.


იმისთვის, რომ არ დაკარგოთ ყველაფერი მორიგ კრიზისში, რომელიც შეიძლება დაგატყდეთ თავზე არსაიდან, როგორს ეს მოხვდა 2020 წლის პირველ ნახევარში, უნდა მოემზადოთ ამისთვის მანამ, სანამ უბედურება მოვა თქვენს სახლში.


სწორედ ეს არის დღევანდელი კრიზისის მთავარი გაკვეთილი - გაუფრთხილდით თავს.


წყარო: forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up