FORBES: რეგიონში ყველაზე იაფი ცხოვრება თბილისშია

FORBES: რეგიონში ყველაზე იაფი ცხოვრება თბილისშია

access_time2018-12-06 21:10:17

გამოცემა Forbes-მა თბილისი, მოსკოვი, სტამბული, ერევანი და ბაქო სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის ფასებით ერთმანეთს შეადარა.

 

წყაროდ Numbeo გამოიყენა და ფასები ლარში, ვალუტის უკანასკნელი კურსის შესაბამისად წარმოადგინა.

 

მიგნებები კი ასეთია: მაგალითად, სამომხმარებლო ფასები მოსკოვში 49%-ით უფრო მაღალია, ვიდრე - თბილისში.

 

ერთი კლასის რესტორნებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაშიც თბილისში 16.56%-ით უფრო იაფი დაგიჯდებათ დროის გატარება, ვიდრე - ერევანში.

 

ასევე დადგინდა, რომ დაახლოებით, 5 ათას ლარზე მეტი დაგჭირდებათ სტამბოლში ისეთი ხარისხის ცხოვრების მისაღწევად, რაშიც თბილისში 4 ათას ლარს გადაიხდით.

 

უფრო კონკრეტულად კი: იაფ რესტორანში ვახშამი მომხმარებელს თბილისში, ერევანსა და ბაქოში დაახლოებით 15 ლარი უჯდება, მოსკოვში - 24 ლარი, ყველაზე იაფი კი სტამბოლშია - 12,45 ლარი.


 

საშუალო ფასიან რესტორანში ვახშამი, ერთ კაცზე, თბილისში 25 ლარი ღირს, ერევანში - 32 ლარი, ბაქოში - 40 ლარი, მოსკოვში - 50, სტამბოლში კი - 12 ლარი.

 

რაც შეეხება „მაკდონალდსის“ მენიუს, თბილისში 12 ლარი ღირს, ერევანში იმავე მენიუს ფასი 13,67 ლარია, ბაქოში - 12 ლარი, ყველაზე იაფი, ამ შემთხვევაშიც სტამბოლია, სადაც „მაკდონალდსის“ მენიუ 9,46 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით სიგარეტზე.

 

მაგალითად, „მალბოროს“ ფასი სტამბოლში ყველაზე ძვირია - 6,47 ლარი. თბილისში კი, საშუალო ფასი 4,5 ლარია. სტამბოლის მსგავსად 6 ლარი ღირს სიგარეტი ბაქოში, ერევანში - 3,28 ლარი, მოსკოვში კი - 5,66 ლარი. ასევე, ყველაზე ძვირია სტამბოლში ადგილობრივი ლუდიც, რომლის ფასი 6,47 ლარამდეა.

 

რაც შეეხება ტრანსპორტს, საზოგადოებას გადაადგილება ყოველთვიურად 30 ლარი უჯდება თბილისში, ერევანში -32,82 ლარი, ბაქოში - 23 ლარი, მოსკოვში - 83 ლარი, სტამბოლში კი, გადაადგილება 102 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო თუ ტაქსით მგზავრობას ანიჭებთ უპირატესობას, ამ შემთხვევაში დათვლილია საწყისი ფასები, რომლის მიხედვითაც, თბილისში, ერევანსა და ბაქოში ღირებულება 3 ლარიდან იწყება; 4 ლარია საწყისი ტარიფი მოსკოვში, 2 ლარამდე კი - სტამბოლში.

 

დათვლილია ბენზინის ფასიც, რომელიც ყველაზე ძვირი სტამბოლშია - 3,36 ლარი, ყველაზე იაფი კი ბაქოშია - 1, 44 ლარი.

 

რაც შეეხება თბილისში საწვავის ფასს, ბენზინი 2,4 ლარი ღირს, ერევანში - 2,47 ლარი, მოსკოვში კი - 1,82 ლარი.

 

Forbes-ის მიხედვით, ყველაზე ძვირი ცხოვრება მოსკოვშია, სადაც კომუნალურ გადასახადებში თვიურად 304 ლარს იხდიან, შემდეგი რეიტინგში ერევანია - 200,65 ლარით, 178 ლარი დაგეხარჯებათ სტამბულში, 108 ლარი- ბაქოში, თბილისში კი, ყველაზე ნაკლებია და ის 151,22 ლარს შეადგენს.

 

წყარო: Bm.ge



თეგები:
FORBES:



ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up