Forbes: რატომ ტოვებენ გენერალური დირექტორები მათ მიერვე დაფუძნებულ კომპანიებს?

Forbes: რატომ ტოვებენ გენერალური დირექტორები მათ მიერვე დაფუძნებულ კომპანიებს?

access_time2021-03-29 20:00:48

იმ დღეს, როდესაც ონლაინ-რითეილერმა  Pinduoduo-მ განაცხადა, რომ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობით ისეთ გიგანტებს, როგორც  Alibaba და Amazon გაუსწრო, კომპანიის დამაარსებელმა კოლინ ჩჯენ ხუანმა გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

 

რამ აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა მეწარმეს, რომლის ქონებაც 50 მლრდ. დოლარია, თანაც - წარმატების მწვერვალის მიღწევის დღეს?

 

საკადრო კომპანია Challenger, Gray & Christmas-ს ინფორმაციით, 2020 წელს 1314 გენერალური დირექტორი გადადგა, რაც 2019 წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. მაჩვენებლის შემცირება პანდემიას უკავშირდება - კრიტიკულ პერიოდებში ხელმძღვანელობის შეცლა არასასურველად ითვლება.

 

2021 წლის პირველ 2 თვეში უკვე 195 გენერალური დირექტორი გადადგა, და მათ შორის - წარმატებული კომპანიების შემქნელებიც იყვნენ. საკონსულტაციო კომპანია Korn Ferry-ის ანალიტიკოსის ჯეინ სტივენსონის თქმით, ამის მიზეზიც ძირითადად პანდემიაა.

 

„კრიზისების დროს ადამიანები მეტად ფიქრობენ რა აკეთონ. ხშირად, მათ სხვა ინტერესები აქვთ, რომლებისთვისაც მათ მეტი ყურადღების დათმობა სურთ. ხშირად შეხვედრია გენერალური დირექტორები და სამეურვეო საბჭოების წევრები, რომლებსაც ჩემთვის უთქვამთ - ცხოვრება მოკლეა, და ეს უკვე მეტის მეტია, დავიღალე და მივდივარ“ - ამბობს ექსპერტი.

 

ამ ტრენდს ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი გადადგომა ადასტურებს - მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ტოვებს კომპანია Amazon -ს, რომელიც მან 1991 წელს ქალაქ სიეტლში,  საკუთარ ფარეხში შექმნა.

 

„როდესაც თქვენ ასეთი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, ძნელია ყურადღება კიდევ რამე სხვას დაუთმო“ - ნათქვამია ბეზოსის მიმართვაში თანამშრომლებისადმი.


 

მისი თქმით, გამოთავისუფლებულ დროს ის საქველმოქმედო ფონდებს Day One და  Bezos Earth Fund-ს, თავის აეროკოსმოსურ კომპანია  Blue Origin-ს და გაზეთ The Washington Post-ს დაუთმობს.

 

ბეზოსის გადაწყვეტილება საქმიანი სამყაროსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა, სინამდვილეში გასაკვირი არაფერია - ბეზოსი კომპანიას 27 წელი მართავდა, და ეს ძალიან ბევრია.  Korn Ferry-ის მონაცემებით, საშუალოდ გენერალური დირექტორები ამ პოსტზე 7 წლის მანძილზე მუშაობენ.

 

„სადღეისოდ თითქმის ვერ შეხვდებით გენერალურ დირექტორს, რომელმაც 10 წელზე მეტი იმუშავა. ყველაზე მეტად ხელმძღვანელის პოსტის დატოვება კომპანიების შემქნელებს უჭირთ, რადგანაც ისინი მათ მიერ დაარსებული კომპანიებთან საკუთარ იდენტობას უკავშირებენ. თუმცა, საბოლოოდ, ისინიც მიდიან“ - ამბობს სტივენსონი.

 

ამ ტენდენციის კიდევ ერთი დადასტურებაა საიუველირო კომპანია Kendra Scott-ს დირექტორი კენდრა სკოტი, რომელმაც კომპანია 20 წლის წინ შექმნა, და 2020 წელს გენ დირექტორის პოსტი დატოვა.

 

იგი შედარებით ნაკლებად დატვირთულ პოსტზე გადავიდა - ეს აღმასრულებელი დირექტორია, და მისი საქმიანობა ძირითადად დიზაინთან და ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული.

 

სტივენსონის თქმით, როგორც წესი ახალ გენერალურ დირექტორებს კომპანიის ტოპ-მეჯენერებს შორის ირჩევენ.

 

„მნიშვნელოვანია, რომ გენ დირექტორის პოსტი, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში, ქმედითუნარიანმა და ძლიერმა ლიდერმა დაიკავოს. კვლევები გვიჩვენებენ, რომ ამისთვის უკეთესია დირექტორის შერჩევა კომპანიის შიგნით - ამ შემთხვევაში თქვენ იღებთ ადამიანს, რომელიც კორპორაციულ კულტურას იცნობს, და საქმეებში აქტიურადაა ჩართული - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

 

თუმცა, როგორც წესი, კომპანიების დამფუძნებლები შორს არ მიდიან და როგორც წესი დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის ან სამეურვეო საბჭოში წევრის პოსტზე გადადიან.

 

„მათთვის კომპანიიდან საბოლოოდ წასვლა ძალიან რთულია, ისინი საკუთარ ბიზნესში ნაკლები დატვირთვის მქონე პოზიციებზე რჩებიან“ - ამბობს სტივენსონი.

 

forbes.ru

 

თენგიზ აბლოთია


თეგები:
alibaba challenger amazon



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up