Forbes: რატომ მოიგებს აშშ ჩინეთთან სავაჭრო ომს?- მყიდველი ამერიკა აშკარა უპირატესობას ფლობს გამყიდველ ჩინეთზე

Forbes: რატომ მოიგებს აშშ ჩინეთთან სავაჭრო ომს?- მყიდველი ამერიკა აშკარა უპირატესობას ფლობს გამყიდველ ჩინეთზე

access_time2019-08-25 20:00:13

სავაჭრო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის სრული დატვირთვით მიმდინარეობს და კომპრომისის ალბათობა ნელ-ნელა ქრება.


პირველ აგვისტოს ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებული 300 მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელზე ახალი 10-პროცენტიანი  ტარიფი დააწესა,  რომელიც ძალაში 1 სექტემბერს შევა. 250 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ჯამში უკვე გაზრდილი იყო ტარიფი, ბოლო ქმედება კი ნიშნავდა, რომ ჩინეთიდან თითქმის მთელი იმპორტირებული საქონელი ამერიკაში სანქციის ქვეშ მოჰყვა.


ამ დროს ჩინეთმა შეამცირა იუანის (ჩინური ეროვნული ვალუტის)  ღირებულება  დოლართან მიმართებაში. მისი მიზანი იყო ტრამპის ტარიფების კომპენსირება, ჩინური ექსპორტის ღირებულების შემცირებით დოლარებში.  


ჩანთებისა და სხვა ნივთების ევროპელი მწარმოებლები იუანის ღირებულების შემცირებას ნეგატიურად აფასებენ.


შემდეგი რაუნდი სავარაუდოდ ძალიან დააზარალებს ამერიკელ მომხმარებელს, რადგან მათი ინტერესის ძირითადი სფეროა ყველაფერი - ელექტრონიკით დაწყებული, მობილური ტელეფონებითა და ტანსაცმლით დამთავრებული. სავაჭრო მოლაპარაკებების შენელებული პროცესის გათვალისწინებით ტრამპმა განაცხადა, რომ „თუ მათ აღარ უნდათ ჩვენთან ვაჭრობა, ეს ჩემთვის უკეთესი იქნება.“


აშშ-ს ადმინისტრაციას აშკარად სურდა ამერიკელი მომხმარებლების აღშფოტების  ჩაწყნარება, ამიტომ დაიწყო ტარიფების ზრდა 10 პროცენტიდან, და არა პირდაპირ 25 პროცენტით, როგორც წინასწარ აცხადებდა.


ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინელ ჩინოვნიკებს სურთ გარისკონ და სისუსტე გამოავლინონ. მათ პრაქტიკულად მაშინვე უპასუხეს აშშ-ს და ამერიკული სამომხმარებლო პროდუქციის შესყიდვა შეაჩერეს. მათ შეეძლოთ ტარიფის დაწესება ამერიკულ საქონელზე, რომელიც 5 აგვისტოს შემდეგ შეიძინეს. ჩინეთის ხელისუფლება,  რომელმაც ვალუტის გაუფასურება დაუშვა, დემონსტრირებას ახდენს არა მხოლოდ მძაფრი რეაგირების, არამედ ნეგატიური დარტყმებისთვის უფრო ნეგატიური პასუხის გაცემით.  პეკინის გრძელვადიან გეგმაში იუანის მსოფლიო ვალუტად ქცევაც შედის, ხოლო მსოფლიო ვალუტა უნდა იყოს მანიპულაციებისგან თავისუფალი და მას საბაზრო მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.


ამ წარუმატებლობას მოჰყვა აშშ-ს პასუხი, რასაც ჩინეთს ვალუტით მანიპულატორი უწოდეს.


ხაზინის დეპარტამენტი 3 კრიტერიუმს იყენებს ვალუტით მანიპულაციისთვის: აქტიურად ერევა სავალუტო ბაზრებში, დიდი დადებითი სალდო აქვს აშშ-სთან სავაჭრო ბალანსის და მაღალი საერთო დადებითი სალდო მიმდინარე ანგარიშზე.


ამას გარდა, 2015-2016 წლებში ეროვნული ვალუტის სისუსტემ აიძულა ჩინეთის ცენტრალური ბანკი, გამოეყენებინა საკუთარი სავალუტო რეზერვიდან 1 ტრილიონი დოლარი.


ჩინური ფირმები, განსაკუთრებით სამშენებლო კოპანიები, მიიჩნევდნენ,  რომ ვალუტის სისუსტე შენარჩუნდება, ამიტომ ობლიგაციებისთვის დოლარში დიდი თანხები ისესხეს. FTSE-ს ინდექსით ასეთი ვალი ამ წელს 50 პროცენტით გაიზარდა და 19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.



ობლიგაციების ღირებულება, რომელიც ჩინურმა კომპანიებმა გამოიყენეს 2014 წლის შემდეგ გასამმაგდა. უძრავი ქონების განვითარება კი ყველაზე დიდ პრობლემად იქცა.  რაც უფრო სუსტია იუანი  დოლართან მიმართებაში, მით მეტი ჩინური ვალუტაა საჭირო ამ ვალების მომსახურებისთვის.


ამ მანევრს ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციაც განიხილავდა , თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა, რადგან მსოფლიო ვალუტის, დოლარის დევალვაცია რთული იქნებოდა - რომელ ვალუტასთან მიმართებაში უნდა გაეუფასურებინათ იგი?


ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთი დათანხმდება აშშ-ს მოთხოვნებს  სოფლის მეორნეობისა და სხვა პროდუქციის ჩინეთში იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით, ასევე  ჩინეთი ნაკლებ მოთხოვნებს წამოაყენებს ამერიკული ტექნოლოგიის ჩინეთის ფირმებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან ჩინეთში ბევრად იაფია სამუშაოს ფასი.  


ამავე დროს ჩინეთი ელოდება უკეთეს ადმინისტრაციას აშშ-ში. მათი მოსაზრებით ან ტრამპის ძალაუფლება შემცირება, ან 2024 -ში ახალ ადმინისტრაციული ცვლილებები მოხდება .


ბაზრის რეაქცია


ფინანსურმა ბაზრებმა აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირებას და მისი გაღრმავების პერსპექტივებს საკმაოდ მძაფრად უპასუხეს. აქციების ფასი წინა წელთან შედარებით მკვეთრად დაეცა. ინვესტორებმა უსაფრთხო თავშესაფრების ძებნა დაიწყეს. 


ხაზინის შემოსავლიანობის ვარდნა აისახება არა მხოლოდ მის მნიშვნელობაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეს აშკარა რეცესიის აღიარებაა, რომელიც უკვე დაწყებულია. აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკური ვარდნის დადასტურებაა ფასის მკვეთრი ვარდნა სპილენძზე, ეს გლობალური საქონელწარმოების შესანიშნავი მაჩვენებელია. 


სავაჭრო ომების მიღმა, ჩანს უფრო ღრმა წინააღმდეგობები, რადგან ჩინეთი მიზნად ისახავს ჩაანაცვლოს აშშ, როგორც მსოფლიოს მთავარი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალა.



როგორც ძველი ჩინეთის დინასტიების ხელმძღვანელებს, დღევანდელი პეკინის ჩინოვნიკებსაც სჯერათ, რომ ზეცისგან მონიჭებული მანდატით მათი ძლევამოსილება მთელმა მსოფლიომ უნდა აღიაროს.  ექსპორტითა და ინფრასტრუქტურით გამოწვეული ზრდა დასრულდა და ახლა პეკინი ხედავს ჩინეთის ხსნას ტენოლოგიურ განვითარებაში, არამარტო ეკონომიკური მღწევებისთვის, არამედ დანაკარგების თავიდან ასაცილებლადაც.


ჩინეთი ბევრს მუშაობს საინფორმაციო ტექნოლოგიური მიმართულებით და აცნობიერებს წარმატების პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ ქსელური აღჭურვილობის მიღმა ამ ქვეყანას არ შეუქმნია ტექნოლოგიური გიგანტები. ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხიც საკმაოდ სუსტია.  


ჩინეთს სასიცოცხლოდ სჭირდება დასავლური ტექნოლოგიები სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად და გლობალურ არენაზე გავლენების გასამყარებლად. ტრამპი კი აშკარად ხედავს ამ სიტუაციას.


აშშ-სა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიებისთვის და ასევე მსოფლიოს ბატონობაზე ბრძოლა გაგრძელდება,  სავარაუდოდ ამ სავაჭრო ომის პირობებში, ექსპერტების ვარაუდით, ამერიკა მოიგებს.


მსოფლიოში უზარმაზარი საწარმო მარაგის მქონე, მყიდველი ამერიკა აშკარა უპირატესობას ფლობს გამყიდველ ჩინეთზე.


 სად შეუძლია ჩინეთს გაყიდოს ეს საქონელი თუ არა ამერიკაში?


ჩინეთიდან იმპორტის შემცირება აშშ-ში კომპენსირებული იყო სხვა ქვეყნებიდან შესყიდვებით. ვიეტნამიდან იმპორტი 33 პროცენტამდე გაიზარდა  წლის პირველ კვარტალში. შესყიდვები ასევე გაზრდილია იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, მექსიკიდან და ვეროპიდან.


ჭარბი საქონლისა და მომსახურების სამყაროში მყიდველს ყოველთვის უპირატესობა აქვს. აშშ-მ უნდა მოიგოს სავაჭრო ომი ჩინეთთან . მაგრამ გრძელვადიანი ხეირი, რომელიც ხანმოკლე ტკივილს მოჰყვება, შესაძლოა შეიზღუდოს ჩინეთის მისწრაფებებით მსოფლიო ბატონობაზე.



Forbes.ge


მარიამ მორგოშია

თეგები:
აშშ ჩინეთი



ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up