Forbes: რატომ გავარდა ბილ გეითსი უმდიდრეს ამერიკელთა სამეულიდან?

Forbes: რატომ გავარდა ბილ გეითსი უმდიდრეს ამერიკელთა სამეულიდან?

access_time2021-10-14 18:00:34

ყველაზე უარესი 30 წლის მანძილზე - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ბილ გეითსის პოზიცია Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ უმდიდრეს ამერიკელთა რეიტინგში.



Microsoft-ის დამაარსებელი 90-ანი წლებიდან ამ სიაში პირველ, ან მეორე ადგილზე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ის დრო წავიდა - ამჯერად ის სამეულშიც კი ვერ მოხვდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.



წლის მანძილზე ბილ გეითსის ქონება $23 მლრდ-ით გაიზარდა - $134 მლრდ-მდე. ეს ძალიან ბევრია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ის დაეწიოს ჯეფ ბეზოსს, ილონ მასკს და მარკ ცუკერბერგს, რომელთა ქონების ზრდა რეკორდებს ხსნის მათი კომპანიების აქციების გაძვირების წყალობით.



ახალ რეიტინგში ბილ გეითსმა მე-4 ადგილი დაიკავა და ლიდერობა სწორედ ამ სამეულს დაუთმო. საფონდო ბაზრის არაპროგნოზირებადობა ამის მთავარი მიზეზი არ არის - საქმე ისაა, რომ გეითსის ქონების ნაწილი, როგორც მინიმუმ, $5,7 მლრდ განქორწინების შემდეგ მის უკვე ყოფილ მეუღლეს, მელინდას გადაეცა.




რომ არა ეს, გეითსი დღეს ცუკერბერგზე მდიდარი იქნებოდა და რეიტინგში მე-3 ადგილს დაიკავებდა.



გეითსის კაპიტალის მეოთხედს Microsoft-ში მისი $31 მილიარდად შეფასებული წილი წარმოადგენს, ის ასევე საინვესტიციო კომპანია Cascade Investment LLC-ს, 143 მლნ. დოლარის ღირებულების ვილა Xanadu ქალაქ მედინაში, შტატ ვაშინგტონში, წილებს სავაჭრო ქსელ Four Seasons-ში, ავტოდილერ AutoNation-ში, ნაგვის გადამამუშავებელ კომპანია Republic Services-ში, ტრაქტორების მწარმოებელ Deere & Co.-ში, კანადის რკინიგზაში და სხვა აქტივებს ფლობს.



Forbes-ის რეიტინგში გეითსი პირველად 1986 წელს გამოჩნდა, როდესაც მისი Microsoft-ის აქციათა 45%-იანი წილი $315 მილიონად შეფასდა.



1987 წელს აქციების ფასის მკვეთრმა ზრდამ ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად აქცია - 31 წლის ასაკში ის $1,25 მლრდ-ის ქონებას ფლობდა. ამის შემდეგ ის მხოლოდ წინ მიდიოდა.



1990 წელს გეითსის შემოსავალმა 1 მლრდ. დოლარს გადააჭარბა, 1991 წელს უმდიდრეს ამერიკელთა რეიტინგში მან მე-16-დან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 1992 წელს ის ამერიკის და ამავე დროს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა - იმ დროს მისი კაპიტალი $6,3 მლრდ ღირდა.



2017 წლამდე გეიტსი ყველა მდიდარი ამერიკელების რეიტინგში პირველობას მტკიცედ ინარჩუნებდა, იმის მიუხედავად, რომ უზარმაზარ თანხებს მის და მისი მეუღლის მელინდას მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდს ურიცხავდა - 1994-2000 წლებში ფონდმა $36,8 მილიარდიანი შემოწირულობები მიიღო. 2018 წელს გეითსმა პირველობა ჯეფ ბეზოსს დაუთმო, 2020 წლეს მას ილონ მასკმა, 2021 წლის აგვისტოში კი მარკ ცუკერბერგმა გაუსწრო.


Forbes





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up