Forbes: რატომ გაიზარდა ბიტკოინის ღირებულება ოთხჯერ და როდემდე გაგრძელდება პროცესი?

Forbes: რატომ გაიზარდა ბიტკოინის ღირებულება ოთხჯერ და როდემდე გაგრძელდება პროცესი?

access_time2020-12-29 18:51:17

ბიტკოინის ფასმა უკვე 28 000 დოლარს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან მთავარი კრიპტოვალუტა 4-ჯერ გაძვირდა. თანაც ზრდის დიდი ნაწილი დეკემბერის თვეზე მოდის.

 

„27 დეკემბერს ვაჭრობის დროს ბიტკოინის მაქსიმალური ღირებულება 28 353 დოლარამდე ავარდა, შემდეგ ფასი ოდნავ შემცირდა, ხოლო 28 დეკემბერს 27 000 დოლარზე დასტაბილურდა“ - იუწყება ვირტუალური ვალუტის ბირჟა Coindesk.

 

ეს მაშინ, როდესაც 2020 წლის დასაწყისში ბიტკოინი მხოლოდ 7000 დოლარი ღირდა და მის ასეთ ზრდას არავინ ელოდა - პირიქით, ვირტუალური ფულისადმი სკეპტიციზმი წლის დასაწყისში ისეთი მაღალია იყო, როგორც არასდროს.

 

თუმცა, წლის ბოლოსთვის ვითარება რადიკალურად შეიცვალა და დღეს ვირტუალური ვალუტის მფლობელები გამარჯვებას ზეიმობენ.

 

მაშ რა მოხდა, რამ გამოიწვია ასეთი ტრიუმფალური ზრდა?

 

ბიტკოინის ფასმა ზრდა ჯერ კიდევ მარტში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ დაიწყო, როდესაც მსოფლიო საფონდო ბაზრები და ნავთობის ფასები ჩამოიშალა. თუმცა, ინვესტორების მხრიდან ბიტკოინში კაპიტალების ჩადება, ვაქცინის გამოჩენით გამოწვეული ოპტიმისტური მოლოდინების ზრდის დროსაც გაგრძელდა.

 

პანდემიის მოსალოდნელი დასრულების იმედით, ინვესტორები ფულს ტრადიციულ ბაზრებშიც და ვირტუალურ ვალუტაშიც აბადნებდნენ.

 


ოქტომბერში ბიტკოინის ფასი 10 700 დოლარამდე გაიზარდა, ეს თავისთავად ანალიტიკოსების მიერ დიდ წარმატებად შეფასდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. დეკემბერში მთავარმა კრიპტოვალუტამ სწრაფი გამყარება დაიწყო და პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

 

კრიპტოვალუტაში კაპიტალის ჩადება ფინანსური ბაზრის მოწინავე მოთამაშეებმაც დაიწყეს - მაგალითად, ბრიტანულმა ინვესტფონდმა Ruffer-მა, რომელიც 27 მლრდ. დოლარის აქტივებს მართავს. ფონდმა ბიტკოინში თავისი კაპიტალის 2,5% ჩადო.

 

Ruffer -ის მენეჯმენტის ახსნა-განმარტების თანახმად, ფონდი ბიტკოინში მსოფლიო ვალუტების დევალვაციისგან მცირე, მაგრამ ეფექტურ დაზღვევის საშუალებას ხედავს.

 

„ბიტკოინი ახდენს ჩვენი სხვა, უფრო მსხვილ ინვესტიციების ქაღალდებში დივერსიფიცირებას და მონეტარული და საბაზრო რისკებისგან დაზღვევის როლს თამაშობს“ - მიიჩნევენ ბრიტანული ფონდის ანალიტიკოსები.

 

ბოლო კვირის შთამბეჭდავი ზრდა ასევე დაკავშირებულია სხვა კრიპტივალუტების ბაზრებზე მდგომარეობის გაუარესებასთან.

 

კერძოდ, 23 დეკემბერს აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ კრიპტოვალუტა Ripple 1,3 მლრდ. დოლარის არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში დაადანაშაულა, შედეგად ამ ვალუტის კურსი 40%-ით ჩამოიშალა. ამან კი ხელი ბიტკოინის ზრდას შეუწყო.

 

თუმცა, ეს უკვე წარსულია, დღეს კი ყველა ინვესტორს ერთი საკითხი აწუხებს  - რა იქნება შემდგომში? ბიტკოინის კურსი ასეთი ნახტომისებრი ზრდა პირველი შემთხვევა არაა, თუმცა როგორც წესი, მას შემდგომი ვარდნა ანაცვლებს.

 

ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს დღეებში სავარაუდოდ, ბიტკოინი 30 000 დოლარამდე გაიზრდება, თუმცა, შემდეგ ის მკვეთრად, თითქის 3-ჯერ შემცირდება - ამის მიზეზი კი ისაა, რომ დღეს მთავარი კრიპტოვალუტა აშკარად გადაჭარბებულადაა შეფასებული.

 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ბიტკოინის ყიდვა არ ღირს - მატარებლის ბოლო ვაგონში ჩასხდომა კარგი იდეა არაა, რადგანაც ასეთ არარეალისტურ ზრდას ყოველთვის ვარდნა მოჰყვება.

 

რა დონეზე დაიწყება კორექცია და სად შეჩერდება ვარდნა  - არავინ იცის.

 

 

forbes.ru


თეგები:
ბიტკოინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up