Forbes: რატომ დაინტერესდნენ  მეგა-კორპორაციები კრიპტოვალუტით?

Forbes: რატომ დაინტერესდნენ მეგა-კორპორაციები კრიპტოვალუტით?

access_time2021-08-25 20:00:15

15 აგვისტოს ამერიკის უმსხვილესმა სავაჭრო ქსელმა Walmart-მა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების სპეციალისტს ეძებს - ვაკანსიის აღწერის მიხედვით, მას კომპანიისთვის ციფრული ვალუტის სტრატეგიის დამუშავება და ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით პარტნიორობის დამყარება ევალება.

 

მანამდე კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინის სპეციალისტის ვაკანსია Amazon-მა გამოაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, საუბარი არ მიდის მხოლოდ არსებული ვირტუალური ფულის ანგარიშსწორებისთვის გამოყენებაზე - 2022 წელს ონლაინ-რითეილერი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებს.

 

2021 წლის ბოლოს Amazon  დაიწყებს ანგარიშსწორებას 8 კრიპტოვალუტით - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბიტკოინით, ასევე განიხილება Ethereum, Cardano, Bitcoin Cash, და ა.შ.

 

მენეჯერს ციფრული ვალუტის საკითხებში ეძებს ასევე ბრიტანული Lloyds Banking Group, რომელიც, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბანკის ახალ პროექტებზე იმუშავებს.

 

ივნისის ბოლოს მსგავსი ვაკანსია გამოაქვეყნა  Apple-მაც. სპეციალისტისადმი მოთხოვნებს შორისაა ციფრულ საფულეებთან მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, ასევე სწრაფი გზავნილების და კრიპტოვალუტების ტექნოლოგიების ფლობა.

 

ბევრი მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაცია კრიპტოვალუტას საგადახდო საშუალებად უკვე იყენებს  - მაგალითად, ქსელი Starbucks და სამშენებლო მასალების მაღაზიების ამერიკული ქსელი Home Depot.

 


ბიტკოინებს გადახდის საშუალებად გარკვეული დროის მანძილზე ასევე Tesla იღებდა, თუმცა, მოგვიანებით ილონს მასკმა კრიპტოვალუტებზე უარი განაცხადა მათ მოპოვებაზე დახარჯული ელექტროენერგიის დიდი რაოდენობის გამო.

 

CoinMarketCap.com-ის ინფორმაციით, სადღეისოდ მსოფლიოში 6000 კრიპტოვალუტა მოქმედებს, და ბაზრის სრული კაპიტალიზაცია $1,8 ტრლნ–ს შეადგენს. ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა ბიტკოინია - სწორედ მასზე მოდის ბაზრის 46%, მეორე ადგილზეა Ethereum (20%).

 

თუმცა, დღეს პროცესები სულ სხვა მიმართულებით მიდის - მსხვილი კორპორაციები არა მხოლოდ არსებულ ვირტუალურ ფულთან მუშაობენ, არამედ საკუთარი კრიპტოვალუტების შექმნას გეგმავენ.

 

პირველმა ეს Facebook-მა ჯერ კიდეც 2019 წელს სცადა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა - რეგულატორებმა სოციალურ ქსელს საკუთარი კრიპტოვალუტის განვითარების შესაძლებლობა არ მისცეს. თუმცა, სიტუაცია პანდემიამ შეცვალა - ონლაინ-გადაწყვეტილებები სულ უფრო პოპულარული ხდება და ამგვარი ინიციატივების დაბლოკვა უკვე სულ უფრო და უფრო რთულდება.

 

საქმე იქით მიდის, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას შეეცდებიან, მათ შორის მათი ვალუტებისგან - მართლაც, რატომ უნდა მიიღოს Amazon-მა მომსახურების საფასური სხვადასხვა ვალუტებში მაშინ, როდესაც შეუძლია შექმნას Amazon Coin  და ეს პრობლემა სამუდამოდ გადაწყვიტოს?

 

რაც მთავარია, ეს სრულიად უსაფრთხო და წაუგებელი ექსპერიმენტია - მეგა-კორპორაციები ამით არაფერს კარგავენ - თუ მცდელობები წარმატებული აღმოჩნდა, ისინი ფინანსურ დამოუკიდებლობას მიიღებენ და სახელმწიფოებისგან მაქსიმალურად დისტანცირდებიან.

 

თუ არა, ბოლოს და ბოლოს, დაკარგავენ რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს, რაც მათი ფინანსური მდგომარეობის ფონზე დიდ დანაკარგად ვერანაირად ვერ ჩაითვლება.

 

 

forbes

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up