Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

access_time2020-09-24 20:45:59

მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.

 

თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ  თანასწორობას მართლად უზრუნველყოფს, მაგრამ ის უკვე უიმედოდ მოძველდა და უცხოური ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არასიცოცხლისუნარიანია.

 

ბელორუსული ექსპერიმენტი

 

ლუკაშენკოს დამსახურებად როგორც წესი ითვლება ის, რომ მან მტაცებლური პრივატიზება, მრეწველობის დაშლა-განადგურება და ოლიგარქების კლასის გაჩენა არ დაუშვა და ქვეყანაში საბჭოთა პერიოდში არსებული სოციალური გარანტიები თითქმის მთლიანად შეინარჩუნა.

 

მას ასევე გაუმართლა - ბელორუსიას ასეთი სოციალისტური ექსპერიმენტისთვის კარგი სასტარტო პირობები ჰქონდა  - მძლავრი ინდუსტრია და ეფექტური სოფლის მეურნეობა. ლუკაშენკომ კოლმეურნეობების და საწარმოების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში დატოვა და მართვის ცენტრალიზებული მოდელი ააშენა.

 

თუმცა, ბელსორუსული ეკონომიკური სასწაულის ძირითადი საფუძველი რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ალიანსი იყო. რუსეთი ბელორუსიას ენერგომატარებლებს შიდა ფასებში აწვდის, შემდეგ იაფი რუსული ნავთობი ბელორუსულ გადამამუშავებელ ქარხნებზე მიდის და საბოლოოდ იქ წარმოებული ნავთობ-პროდუქტები ევროპაში ექსპორტზე გადის. ზემოგება, ბუნებრივია, ბელორუსიაში რჩება.

 

მეორე შეღავათი, რომელსაც მინსკს მოსკოვთან სიახლოვე აძლევს, არის ბელორუსული პროდუქციის ფართო წვდომა რუსულ ბაზარზე. მოსკოვის მხრიდან ეს უბრალოდ საჩუქარი არ იყო - კრემლი მეზობელ ქვეყანას საკუთარ ეკონომიკასთან მაქსიმალურად მიბმას ცდილობდა იმისთვის, რომ მინსკში დასავლური ორიენტაციის გამარჯვება გამოერიცხა.

 


მაგრამ 2000-ანი წლების ბოლოს, როდესაც ძვირი ნავთობის ეპოქა დასრულდა, ბელორუსულ მოდელს აშკარა პრობლემები გაუჩნდა. ლუკაშენკოს მიერ გადარჩენილი საწარმოები და კოლმეურნეობები მოძველდა და კონკურენტუნარიანობა დაკარგა, ასევე საგარეო ვალიც  იზრდებოდა.

 

უარყოფითი გავლენა ბელორუსულ ეკონომიკაზეა იმანაც მოახდინა, რომ ლუკაშენკოს რუსეთთან ზედმეტად ღრმა პოლიტიკური ინტეგრაცია არ სურდა, რის გამოც იაფი ენერგომატარებლების მიწოდების ირგვლივ რუსულ-ბელორუსულმა საჯარო კამათებმა რეგულარული ხასიათი მიიღო.

 

ეფექტი პროგნოზირებადი აღმოჩნდა - ბელორუსული ეკონომიკურ მოდელი მძიმე კრიზისს განიცდის.წლების მანძილზე ეკონომიკა გაყინულია, ხელფასები ერთ დონეზეა, და წინსვლის არავითარი პერსპექტივა არ ჩანს. 

 

წარმატებების მიუხედავად, დღეს ბელორუსია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. სოციალური გარანტიები რეალურად საბჭოთა თანასწორობის მანკიერი მოდელი აღმოჩნდა, და მას საფუძვლად ფასების სახელმწიფო რეგულირება და წამგებიანი საწარმოების სუბსიდირება უდევს.

 

ეკონომიკური პოლიტიკა კერძო სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს, და ამაში გარკვეულ როლს ბელორუსი ძალოვნების თავნებობა და სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის მაღალი დონე თამაშობს.

 

გარდაუვალი იმედგაცრუება

 

ბელორუსული მოდელი დღესაც მიმზიდველია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ასაკოვანი  მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დემოკრატიის და საბაზრო პრინციპების უკვე არ სჯერათ. თუმცა, ახალგაზრდობა, მათ შორის ბელორუსიაში, სხვანაირად აზროვნებს.  ისინი ტელევიზორს სულ უფრო ნაკლებად უყურებენ, და ძირითადად ინფორმაციას ინტერნეტიდან და სოციალური ქსელებიდან იღებენ.

 

 

მათთვის ბელურუსული მოდელი მოძველებულად გამოიყურება, ხოლო მისი ავტორი, რომელიც პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ ავტომატით დარბის - კოლმეურნეობის არაადეკვატურ დირექტორად აღიქმება, რომელიც თავის ჩამორჩენილობას არ აღიარებს.

 

მათთვის გაცილებით უფრო მიმზიდველად ევროპული მოდელი გამოიყურება, რომელიც სოციალური გარანტიების და გასუფთავებული ქუჩების სანაცვლოდ პოლიტიკურ ერთგულებას არ მოითხოვს.

 

თაობების ბუნებრივ ცვლასთან ერთად, ბელორუსები სოციალისტური ექსპერიმენტებისადმი ინტერესს სულ უფრო და უფრო დაკარგავენ - აი უკვე მერამდენედ, ასეთი ექსპერიმენტი ეკონომიკური კრიზისით, რეპრესიებით, და ზოგჯერ სისხლითაც სრულდება.

 

FORBES.RU


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ბელორუსია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up