Forbes: რატომ აშენებს ჩინეთი საქართველოში ახალ ქალაქს?

Forbes: რატომ აშენებს ჩინეთი საქართველოში ახალ ქალაქს?

access_time2016-08-22 19:00:02

Forbes–ის ავტორი უეიდ შეპარდი საქართველოში ჩინური კომპანიის Hualing-ის მიერ განხორციელებულ პროქტებზე წერს. 


ის თავად იმყოფებოდა საქართველოში და ჩინური ჯგუფის მიერ განხორციელებულ გეგმებს ადგილზე გაეცნო. 

 შედეგად, Forbes-ზე ამ თემაზე საკმაოდ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა.


commersant.ge  სტატიას მცირე შემოკლებით გთავაზობთ:


 „ეს იყო საქართველოში გადმოტანილი თანამედროვე ურბანული ჩინეთი, ათსართულიანი შენობებით. მსგავსი რამ 1000-ჯერ მინახავს, როდესაც ჩინურ ქალაქებს ვათვალიერებდი და ამაში გასაკვირიც არაფერი ყოფილა: „თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“ 100%-ით ჩინურია. თბილისის ზღვის სანაპიროებთან აშენებული ახალი ქალაქი წარსულში განუვითარებელ ადგილას მდებარეობს. ქალაქს ექნება საკუთარი საავადმყოფოები, სკოლები, სასტუმროები, მოლები და კავკასიაში უდიდესი სავაჭრო ცენტრი. ქალაქის ცენტრში მოთავსებულია ხუთვარსკვლავიანი, ლურჯი შუშის ექსტერიერის მქონე უზარმაზარი სასტუმრო, რომელიც მომხმარებელს 250 ოთახს სთავაზობს. მე შეხვდი თათია სიორიძესა და გიორგი ბოჭორიშვილს, რომლებიც Hualing Group-ში მუშაობენ - კომპანიაში, რომელიც აღნიშნული ქალაქის შემოქმედია. რა ინტერესი აქვს დასავლეთ სინძიანის პროვინციის მტვრიან ქალაქ ურუმქიში დაარსებულ კომპანიას, ააშენოს თბილისში (3,459 კილომეტრის მოშორებით) ახალი ქალაქი? - 2007 წელს Hualing-ის დამაარსებელი და პრეზიდენტი, მი ენხუა საქართველოს ეწვია. მას გაუჩნდა სურვილი, დახმარებოდა ქვეყანას, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქაოსის შემდეგ განვითარებას ცდილობდა. „მი ენხუა საქართველოს პოლიტიკური და ბიზნეს გარემოთი მოიხიბლა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისი ბიზნესი სწორედ აქ უნდა განვითარებულიყო,“ – განაცხადა თათია სიორიძემ. 



Hualing-ს ამ ეტაპზე ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს საქართველოში განხორციელებული. მათ შორისაა ქუთაისის თავისუფალი ვაჭრობის ზონა, მდიდრული სასტუმროები, ჩაის კულტივაციის პროგრამა და ა.შ. ამასთან, Hualing-ი ბაზისბანკის 90%-იან წილს ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ Hualing-ი მხოლოდ საქართველოთი არ ინტერესდება და მისი საერთაშორისო პორტფოლიო ევროპასა და აშშ-საც მოიცავს. 


საქართველოს მთავრობას 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისათვის ინფრასტრუქტურა სჭირდებოდა, თუმცა ამისათვის სათანადო სახსრები არ გააჩნდა. ოლიმპიური სოფლის აშენების სანაცვლოდ ჩინურმა კომპანიამ მიიღო გარანტია, რომ მოგვიანებით უძრავი ქონების გაყიდვას შეძლებდა და ახალი ქალაქის ასაშენებლად 420 ჰექტარს მიიღებდა. როგორც Hualing-ის წარმომადგენლებმა ჩემთან საუბარში აღნიშნეს, ეს იყო პირდაპირი გარიგება... როგორი იყო ადგილობრივების რეაქცია, როდესაც ჩინური კომპანიის შემოსვლისა და ახალი ქალაქის მშენებლობის შესახებ შეიტყვეს? „თავიდან ქალაქში დემონსტრაციები გაიმართა. მათი თქმით, ჩინეთი საქართველოს იპყრობდა და საქართველოში საცხოვრებლად ნახევარი მილიონი ადამიანი უნდა ჩამოსულიყო. თუმცა მათი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა,“ – აღნიშნა გიორგი ბოჭორიშვილმა. 


Hualing-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის მიხედვით, ადგილობრივები კომპანიის სამუშაო ძალის 70%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდნენ. ამ ეტაპზე მოთხოვნა გადაჭარბებით არის შესრულებული და Hualing-ის თანამშრომლების 80%-ზე მეტი ქართველია. ქართველები შუა და ზედა რგოლის მენეჯმენტშიც არიან წარმოდგენილები. სწორედ მათ შორის არიან თათია სიორიძე და გიორგი ბოჭორიშვილი. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ოლიმპიურმა სოფელმა 4,000 ახალგაზრდა სპორტსმენს უმასპინძლა, ის მთლიანად Hualing-ს გადაეცა. კომპანიამ კვადრატული მეტრი მსურველებს $650 დოლარად შესთავაზა - მათი 80% მალევე გაიყიდა და ოლიმპიური თამაშებიდან 3 თვის შემდეგ ბინებმა მაცხოვრებლებით დაიწყეს შევსება. ამ ეტაპზე ექვს დასრულებულ შენობაში დაახლოებით 1,000 ოჯახი ცხოვრობს. მათგან 95%-ს ქართველები წარმოადგენენ. ახალი ქალაქი ათწლიანი გეგმის ნაწილია. პირველ ეტაპს სასტუმროსა და ოლიმპიური სოფლის აშენება წარმოადგენდა. შემდეგი ნაწილი მისი ურბანულ გაერთიანებად გადაქცევა იყო: სკოლები, კაფეები, პოლიცია, სახანძრო, საავადმყოფო, სასტუმროები, დამატებითი 20 კორპუსი და მდიდრული ვილები. Hualing Tbilisi Sea Plaza, რომელიც 120,000 კვადრატულ მეტრს იკავებს, კავკასიაში უდიდეს სავაჭრო ცენტრად უნდა იქცეს, განვითარების მეორე ეტაპზეა. სავაჭრო ცენტრი უდიდეს საშოპინგე ადგილს, იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისათვის ოფისებსა და საობლიგაციო ზონას მოიცავს. სავაჭრო ცენტრი წლის ბოლოს გაიხსნება. 

 

აზიისა და ევროპის გასაყარზე კავკასიის რეგიონი უძველესი აბრეშუმის გზის ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის მდებარეობა, რომლის განახლებასაც საქართველო ცდილობს. განახლების ნაწილს კი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და აშშ-სთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, კანადასა და იაპონიასთან სავაჭრო ხელშეკრულებები წარმოადგენენ. ამასთან, მოსალოდნელია ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. 


„ჩვენ ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებაში წვლილი შეგვაქვს. Hualing-ი ასევე ტურიზმის, ავია და ენერგო სექტორებსაც წაახალისებს. ჩვენ თითქოს ჩინეთსა და საქართველოს შორის ხიდს წარმოვადგენთ,“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 საქართველოს ეკონომიკა ოპტიმალურისგან კვლავ შორს დგას. კრიზისის გამოვლის შემდეგ საქართველო ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად შესაბამისი ეკონომიკური წყაროების გამოძებნას ცდილობს. ქვეყანაში უმუშევრობის 12%-იანი დონეა, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი კვლავ სოფლებში ცხოვრობს და ძირითადად „ინდივიდუალურ მეწარმეებად არიან“ გაფორმებულები, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი სასოფლო სექტორში არიან ჩართულები. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი აშენდა იქ, სადაც თანამედროვე განვითარება არასოდეს ყოფილა. „აქ აბსოლუტურად არაფერი იყო,“ – მითხრა ბოჭორიშვილმა, როდესაც ავტომობილით ტერიტორიას მაჩვენებდა. ახალი შენობები, თითქმის დასრულებული შენობები და ა.შ. ყველაფერი Hualing-მა გააკეთა, ის გზაც კი, რომლითაც გადავადგილდებოდით. „სადაც კი მიდიან, ჩინელები ყველგან მსგავს განსაცვიფრებელ რაღაცებს აკეთებენ,“ – აღნიშნა სიორიძემ.



LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up