Forbes: რატომ აიძულებენ Facebook-ს WhatsApp-ის და  Instagram-ის გაყიდვას?

Forbes: რატომ აიძულებენ Facebook-ს WhatsApp-ის და Instagram-ის გაყიდვას?

access_time2020-12-13 16:00:20

ამერიკის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და 46 შტატის გენერალურმა პროკურორმა Facebook-ს წინაამღდეგ სასამართლოში საჩივრები შეიტანეს.

 

სოციალური ქსელს პერსპექტიული კონკურენტის სისტემატურ ყიდვაში და ხელოვნური მონოპოლიის შექმნაში ადანაშაულებენ. მაგალითად, 2012 წელს Facebook-მა 1 მლრდ. დოლარად Instagram,  ხოლო 2014-ში 19 მლრდ. დოლარად  WhatsApp იყიდა და ეს ფაქტები  კონკურენციის ხელოვნურ შეზღუდვას შეფასდა.

 

ფედერალური კომისიის მიზანია - აიძულოს Facebook ანტიკონკურენტული ქმედებების შეწყვეტა - განაცხადა კომისიაში არსებული კონკურენციის ბიუროს თავჯდომარეს იან კონერმა.

 

საჩივრების ავტორების აზრით, სოციალურმა ქსელმა თავისი ქმედებებით მილიონობით მომხმარებელი და მცირე ბიზნესი დააზარალა, თავად კი უზარმაზარ მოგება მიიღო - 2019 წელს სოციალური ქსელის მოგებამ 18,5 მლრდ. დოლარი შეადგინა.

 

კომისიის აზრით, თავიდან Facebook-თან კონკურირებას ცდილობდა, თუმცა, საბოლოო ჯამში მისი ყიდვა გადაწყვიტა, და ამით საფრთხის ნეიტრალიზება მოახდინა. ამავე პერიოდში სოციალური ქსელის მენეჯმენტი მიხვდა, რომ მისთვის საფრთხეს მესენჯერები წარმოადგენენ, და 2014 წელს ამ ბაზარზე აშკარა ლიდერი WhatsApp, იყო.

 

Facebook აქაც მარტივი გზით წავიდა, და პოტენციური კონკურენტის ყიდვა ამჯობინა.

 

ბრალდებების თანახმად, Facebook ასევე თავს ახვევს თავისთვის მომგებიან პირობებს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს.

 


საბოლოო ჯამში ფედერალურ სავაჭრო კომისიას და 46 პროკურორს სურთ 3 რამ - აიძულონ Facebook გაყიდოს  Instagram და WhatsApp,  აუკრძალოს Facebook-ს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლების შიდა საქმეებში ჩარევა, და სოციალური ქსელის მიერ ყველა მომდევნო გარიგების შეთანხმება სახელმწიფოსთან.

 

Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯენიფერ ნიუსტედის თქმით, ორივე საკამათო გარიგება ანტიმონოპოლური სამსახურის მიერ დამტკიცებული იყო, გარდა ამისა 2014 წელს ევროკომისიამაც ამ გარიგეგებში კონკურენციის ვერანაირი ხელოვნური შესუსტება ვერ დაინახა.

 

„ორივე რეგულატრომა ეს გარიგებები მოიწონა, და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც მათ შორის არც ერთი არავითარ საფრთხეს კონკურენციისთვის არ წარმოადგენს“ - განაცხადა მან.

 

ნიუსტედის თქმით, კომპანიამ ამ ორივე სერვისის განვითარებაში მილიარდობით დოლარი დახარჯა, და რეგულატორის ამჟამინდელი მოთხონა - ისტორიის გადახედვაა.

 

ამ დავის შემდგომი განვითარების ყველაზე რეალისტური სცენარია მისი ჩაძირვა ქაღალდებში - თანაც Facebook-ის იურისტებს ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ.

 

საჩივრის იურიდიული მხარე საკმაოდ სუსტია  - პირველ რიგში იმიტომ, რომ არც Instagram  და არც WhatsApp ციფრული ბაზრის ლიდერები არ იყვნენ მაშინ,  როდესაც Facebook-მა ისინი იყიდა  - პირიქით, უკვე შეძენის შემდეგ, სოციალურმა ქსელმა მათ განვითარებაში დიდი თანხები ჩადო, და ლიდერებად აქცია.

 

თანაც, ორივე გარიგებამ დასტური აშშ-ს ანტიმონოპოლური სამსახურისგან მიიღო, და ამ გადაწყვეტილების გადახედვა რთული იქნება - ასეთი პრეცედენტი ამერიკაში ჯერ არ იყო, ამიტომაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ რომც მოითხოვოს Facebook-ისგან სერვისების გაყიდვა, სამართლებრივი დავა წლობით გაგრძელება.

 

გარიგებების გაუქმების ცალსახა იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ამიტომაც სასამართლო დროში აუცილებლად გაიწელება.

 

 Facebook არ არის ერთად-ერთი მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც ბაზრის მონოპოლიზებას აბრალებენ - აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო Google-ს უჩივის, და მიზეზი იგივეა - საძიებო სისტემების და ინტერნეტ-რეკლამის ბაზრის ხელოვნური მონოპოლიზება.

 

გარდა ამისა აშშ-ს სახელმწიფო ორგანოები Google-ის, Amazon-ის, Facebook-ის, Twitter-ის და  Microsoft-ის საქმიანობას მონოპოლიზის ხელშეწყობის კუთხით წლებს მანძილზე იკვლევენ.



forbes.ru

თეგები:
Facebook WhatsApp Instagram



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up