Forbes: რას ნიშნავს მსოფლიოსთვის ამერიკულ ნავთობზე ნეგატიური ფასი?

Forbes: რას ნიშნავს მსოფლიოსთვის ამერიკულ ნავთობზე ნეგატიური ფასი?

access_time2020-04-21 20:30:58

პირველად მსოფლიო ისტორიაში ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ამერიკული ნავთობის WTI-ს ღირებულება  ნეგატიური გახდა- ეს კი ნიშნავს, რომ ამ საქონლის მიწოდება მწარმოებლისთვის წამგებიანია, რაც არ ყოფილა არასდროს, არც ერთ ეპოქაში იმის შემდეგ, რაც კაცობრიობამ გაიგო რას ნიშნავს ნავთობი.ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ერთ ფიუჩერსზე, თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ WTI-ზე ფასების ჩამოშლა  „მორალურ გავლენას“ მოახდენს ნავთობის სხვა სახეობებზე - მაგალითად ჩრდილოეთ ევროპულ Brent-ზე და რუსულ Urals-ზე.

 

რა მოხდა სინამდვილეში?

 

20 აპრილს WTI-ს ფიუჩერსის ფასი დაეცა მინუს 40 დოლარამდე ბარელზე. უარყოფითი ფასი ეხება ერთ კონკრეტულ გარიგებას, რომელიც ძალაში შედის დღეს, 21 აპრილს, ხოლო უფრო გრძელვადიანი ფიუჩერსები - მაგალითად ივნისის,  საშუალოდ 20,4 დოლარად იყიდებოდა.

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

 

პირველად მსოფლიო ისტორიაში ნავთობის ფასმა ჯერ მიაღწია ნულოვან ნიშნულს, შემდეგ კი  კატასტროფული ვარდნა გააგრძელა.ეს ნათლად მეტყველებს ნავთობმომხმარებელი ქვეყნების ეკონომიკების ამჟამინდელ სისუსტეზე. კორონავირუსის პანდემიამ დრამატულად შეამცირა მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, ნავთობსაცავები კი მუშაობენ შესაძლებლობების ზღვარზე.ნავთობმიმწოდებლების მდგომარეობა ასევე გაართულა უჩვეულოდ თბილმა ზამთარმა, რომელმაც ბევრ ქვეყანაში კიდევ უფრო შეამცირა მოთხოვნა შავ ოქროზე.

 

როგორ გახდა შესაძლებელი WTI- ფასის რეკორდული ვარდნა?

 

ამ ეტაპზე საქმე გვაქვს ტექნიკურ პრობლემებთან - პირველ რიგში, ნავთობსაცავებში თავისუფალი ადგილების მწვავე დეფიციტთან.WTI-ს ფიუჩერსების თავისებურება ისაა, რომ ნავთობის ნაკადი უწყვეტია, და კონტრაქტის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი, შავი ოქროს მიწოდება არ წყდება. ეს  სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს საცავებზე.

 


ნედლეულის ძირითადი ნაწილი მიდის შტატ ოკლახომაში, ქალაქ კუშინგის ტერმინალზე, რომელიც ისედაც ძალიან აქტიურად ივსება ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის პირობებში.მაისის ფიუჩერსები იხურება 21 აპრილს საღამოს და ამიტომაც, ტრეიდერები ცდილობენ მათ მიერ შესყიდული ნავთობის მოშორებას ნებისმიერ გზით.სწორედ ეს გახდა ფასების კატასტროფული ჩამოშლის მიზეზი.

 

ექსპერტების აზრით, ეს არის ლოკალური და ერთჯერადი ვარდნა, რომელიც დაკავშირებულია ერთ კონკრეტულ საკითხთან - კუშინგის ნავთობსაცავების გადატვირთვასთან.თუმცა, WTI არ არსებობს ჩაკეტილ სივრცეში და პრობლემები, რომლებიც ეხება ნავთობის ამ სახეობას, ადრე თუ გვიან შეეხება სხვებსაც - ნავთობსაცავები ივსება არა მხოლოდ ოკლახომაში, არამედ მთელს მსოფლიოში  და ეს არის საშიში პროცესი ყველა ნავთობმომპოვებელი ქვეყნისთვის.

 

სიტუაცია ბაზარზე კრიტიკულია  - მოთხოვნის ვარდნა იმაზე ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოპეკ-ის მიერ მოპოვების შემცირება. ამიტომაც, თუ უახლოეს კვირებში არაფერი შეიცვალა, სავარაუდოდ, Brent და Urals-ს ფასები დაეცემა 10 დოლარზე ქვემოთ.სადღეისოდ Brent ჯერ კიდევ იყიდება ევროპაში, სადაც არის შესანახი ადგილები საცავებში და ტანკერებში.

 

თუმცა, WTI-ს ჩამოშლამ  უარყოფითი მორალური გავლენა ნავთობის სხვა სახეობებზე მოახდინა. ბაზრის მონაწილეებს აშინებთ ის, რომ საცავები ძალიან სწრაფად ივსება, რადგანაც სადღეისოდ მიწოდება 25-30 მლნ. ბარელით აჭარბებს მოთხოვნას.

 

 სავარაუდოდ, თუ არაფერი არ შეიცვალა და მოთხოვნამ არ დაიწყო ზრდა, მაისის ბოლოსთვის მსოფლიოში  ნავთობის შენახვის ყველა შესაძლებლობა ამოიწურება. მათ შორის, სატანკეროც. ამის შემდეგ ნავთობმოპოვება მთელს მსოფლიოში გაჩერდება.

 

არის შედარებით ოპტიმისტური სცენარიც  - ოპეკი-ს მიერ მოპოვების შემცირებამ შესაძლოა გააჭანუროს  საცავების ავსების პროცესი 2-3 თვით, ამ დროის მანძილზე კი მოთხოვნა მსოფლიო ეკონომიკასთან ერთად  აღდგენას დაიწყებს.

 

 

რა გადაარჩენს ნავთობმოპოვებას?

 

 ბაზრის აღდგენის ერთად-ერთი საშუალებაა კარანტინის ეტაპობრივი შერბილება მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი - განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, როდის დაიწყება, და რა ტემპებით წავა ეს პროცესი,არავინ იცის. შესაბამისად, ნავთობის ბაზარი სრულმა გაურკვევლობამ და პანიკამ მოიცვა.

 

აპრილში მოთხოვნა ნავთობზე მსოფლიოში 20-30%-ით შემცირდა და სავარაუდოდ, ივნის-ივლისში ის  ზრდას დაიწყებს.მაგრამ ეს ყველაფერი  მხოლოდ ვარაუდებია, და მეტი არაფერი. ის, რაც ამჟამად ხდება  სულ რაღაც 1 თვის წინ  შეუძლებლად ითვლებოდა, დღეს კი  - შემდგარი  ფაქტია.


წყარო: forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 


თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up