Forbes: რა სხვაობა და მსგავსებაა Tesla-ს და Apple-ს შორის?

Forbes: რა სხვაობა და მსგავსებაა Tesla-ს და Apple-ს შორის?

access_time2021-03-28 20:00:26

ექსპერტებმა უკვე წლებია ვერ გაიგეს რა არის Tesla - ავტოკონცერნი, თუ IT-კომპანია? ბოლო პერიოდში ასევე ხშირად ერთმანეთთან ორ რევოლუციონერ ბიზნესმენს - ილონ მასკს და სტივ ჯობსს ადარებენ.


მართლად, რა საერთო აქვთ და რითი განსხვავდებიან ეს კომპანიების და ეს გამოჩენილი პიროვნებები?


როდესაც 2011 წელს სტივ ჯობსი გარდაიცვალა, ილონ მასკი თავისი პირველი ელექტრომობილის გამოშვებისთვის ემზადებოდა. ამან მასკს ამერიკული ბიზნესის მთავარი ფუტურისტის სტატუსი მიანიჭა.


მისი მიზანია, მთლიანად დენზე მომუშავე ავტომობილი, რომელიც კაცობრიობას გლობალური დათბობისგან იხსნის. ეს მიზანი ერთგვარი რევოლუცია გახდა, ისეთივე, როგორიც 80-ან წლებში Apple-ის მიერ პირველი პერსონალური კომპიუტერის შექმნა.


ასე Tesla შემდეგი Apple გახდა.


„ინვესტორები Tesla-ს ისევე უყურებენ, როგორც 20 წლის წინ Apple-ს უყურებენ ანუ, როგორც კომპანიას, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს და წარმოუდგენელ ინოვაციებს ნერგავს“, - მიიჩნევს Morgan Stanley-ს ანალიტიკოსი კეტ ჰიუბერტი.


2020 წელს Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ Apple 2024 წლისთვის ელექტრომობილების მასობრივი წარმოების დაწყებას გეგმავს. ამ ცნობას თავად მასკი ტვიტერში გამოეხმაურა.



„Model 3-ზე მუშაობის ყველაზე მძიმე პერიოდში მეტ იმ კუკს დღევანდელი ღირებულების 10%-თან Tesla-ს ყიდვა შევთავაზე. მან შეხვედრაზე უარი განაცხადა“, - დაწერა მასკმა.


რადგანაც დღეს Tesla-ს ღირებულება 600 მლრდ. დოლარს შეადგენს, გამოდის რომ მასკმა Apple-ს თავისი კომპანია 60 მლრდ. დოლარად შესთავაზა. Apple-მა ამ საკითხზე არანაირი კომენტარი არ გააკეთა.


Tesla-ს და Apple-ის მთავარი მსგავსება ისაა, რომმათი გაყიდვების მთავარი საწინდარია კლიენტების ერთგულება და ფანატიზმი. IPhone და Tesla — ეს უბრალოდ ტელეფონი და ავტომობილი არაა. ეს გარკვეული ცხოვრების წესის და აზროვნების მაჩვენებელია. ორივე კომპანიამ ერთ დროს მცირე, პრემიუმ-სეგმენტი დაიკავა და კონკურენტები სრულად განდევნა.


მასკი, ისევე, როგორ ჯობსი, ძალიან ბევრ დროს მუშაობას უთმობს და ცალკეულ ელემენტებს და დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევს. ესეც საერთოა ორივესთვის. ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სტივ ჯობსმა ახალი პროდუქტების პრეზენტაციები თითქმის ჩაშალა იმიტომ, რომ ბოლო მომენტში რაღაცის შეცვლა დააპირა.


ასევე მასკმა უკვე წარმოებული ავტომობილების დიდი პარტიისთვის უმნიშვნელო დეტალის, სალონში მზისგან დამცავი აბრის შეცვლა მოისურვა. ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტიც, ხვალ ილონ მასკს რამე რომ შეემთხვეს, ან ის Tesla-დან წავიდეს, რა ბედი ელის მის კომპანიას?


ცნობილია, რომ 1985 წელს, როდესაც სტივ ჯობსი Apple-დან წავიდა, კომპანიამ უკუსვლა დაიწყო, ძლიერი და ქარიზმატული წინასწარმეტყველის შემცვლელი ვერ მოიძებნა და ჯობსის წასვლამ ვაკუუმი შექმნა.


თუმცა, ამავე დროს Tesla-ს ერთი დიდი სხვაობა და ამავე დროს, უპირატესობაც აქვს. მასკის თქმით, მწარმოებლის პროგრესს მიმწოდებლების მუშაობის ნელი ტემპი აფეხებს, ამიტომაც მისი კომპანია ყველაფერის წარმოებას თავად ცდილობს. პროგრამული უზრუნველყოფით დაწყებული უკანა ხედის სარკეებით დამთავრებული.


და ეს მაშინ, როდესაც Apple ფაქტიურად დიზაინერული და მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც თავად არაფერს, ინტელექტუალური საკუთრების გარდა, არ აწარმოებს - Apple-ის ბრენდის ქვეშ გამოსულ პროდუქციას მისი პარტნიორები აზიის ქვეყნებში აწარმოებენ.


ილონ მასკმა ერთხელ განაცხადა, რომ Tesla, რომელიც დღეს Apple-ზე 2,5-ჯერ ნაკლები ღირს, 2025 წლისთვის მას კაპიტალიზაციით გაუსწრებს.


4 წლის შემდეგ გაირკვევა, რამდენად რეალისტური იყო მასკის პროგნოზი.


forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
Tesla apple



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up