Forbes: რა მოელის სილიკონ ველს ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში?

Forbes: რა მოელის სილიკონ ველს ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში?

access_time2020-11-21 13:00:24

ისტორიულად კალიფორნია ყოველთვის იყო და დღესაც არის მტკიცედ დემოკრატიული, ხოლო რესპუბლიკელები აქ დიდი პოპულარობით არასდროს სარგებლობდნენ.

 

ამას რამდენიმე დამატებითი ფაქტორიც დაემატა. მაგალითად, „სილიკონ ველის“ კომპანიების საქმიანობაში დიდი წვლილი უცხოელებს მიუძღვით, დონალდ ტრამპმა კი შტატებში მიგრაცია მნიშვნელოვნად გაართულა. ჯო ბაიდენი კი ამ ზომების შერბილებას გეგმავს.

 

კალიფორნიელების დამოკიდებულება დემოკრატებისადმი ვერც მდიდრების დაბეგრვის გეგმამ შეცვალა, რომელიც ბაიდენის ინიციატივა იყო.  

 

კალიფორნიაში მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ. სილიკონ ველის პატარა ქალაქები ნიუ-იორკის მილიარდერთა რაიონებზე მდიდულია. გადასახადები, რომლებსაც დემოკრატები შემოიღებენ, პირველ რიგში სწორედ მათ შეეხება.

 

თუმცა, ისინი ამაზე მაინც და მაინც არ ბრაზდებიან. საქმე იმაშია, რომ კალიფორნიელების უმეტესობა  - მემარცხენეა და ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ღარიბებს უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს, შესაბამისად გადასახადებიც მაღალი უნდა იყოს.

 

ამერიკაში სოციალური სფერო არასაკმარისადაა განვითარებული, რადგანაც ამერიკული იდეოლოგიის მიხედვით ადამიანმა თავისი ფული თვითონ უნდა გამოიმუშავოს და სახელმწიფოს აქ არაფერი ესაქმება. თუმცა, ამ მხრივ კალიფორნიელები უფრო ევროპულ მიდგომებს იზიარებენ. მათთვის სოციალური სამართლიანობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანარჩენი ამერიკელებისთვის.

 

მთლიანობაში, სილიკონ ველში პოლიტიკის გავლენა გაცილებით ნაკლებად იგრძნობა, ვიდრე ნიუ-იორკში ან ბოსტონში, აქ პოლიტიზირებას მაღალი ეკონომიკური აქტიურობა ანაცვლებს. აქ იქმნება გლობალური და არა უბრალოდ  ძალიან დიდი ამერიკული კომპანიები.


 

ყველაზე მეტად სილიკონ ველს დღეს ხელს პანდემია უშლის. ადამიანები აქ იმიტომ ცხოვრობდნენ, რომ მაღალანაზღაურებადი და საინტერესო სამუშაო ჰქონდათ. დღეს კომპანიები დისტანციურად მუშაობენ და სავარაუდოდ, ეს 2021 წლის ივნის-ივლისამდე გაგრძელდება.

 

ერთი შეხედვით, თითქოს ამაში არავითარი პრობლემა არაა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ  2019 წელს სილიკონის ველში, მაგალითად ბიოტექნოლოგიების დარგში 350 პატენტი დარეგისტრირდა, ხოლო 2020 წლის 6 თვეში - მხოლოდ 3.

 

მეცნიერებას, ინოვაციებს და გამოგონებებს დისტანცია არ უყვართ, მათ განსაკუთრებული ატმოსფერო სჭირდებათ - ამისთვის საჭიროა ცოცხალი შეხვედრები საუნივერსიტეტო აუდიტორიებში, კაფეებში, წვეულებებზე, სადაც აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება. ინოვაციები ასე იქმნება და არა მარტოობაში კომპიუტერთან ჯდომით.

 

გარდა ამისა, კალიფორნიაში ადამიანები უშუალო შეხვედრების დროს არა მხოლოდ გამოგონებებს, არამედ ბიზნეს-მოდელებს ქმნიან. ახალი წარმატებული სტარტაპების დამაარსებლების დიდმა ნაწილმა პარტნიორები და ინვესტორები შემთხვევით, კაფეში, ბარში, არაოფიციალური შეხვედრის დროს გაიცნო.

 

ბევრმა ადამიანმა სილიკონ ველი სხვადსხვა მიზეზების - კორონავირუსის, მაღალი გადასახადების და ცხოვრების სიძვირის გამო - დატოვა. ამერიკაში კიდევ ბევრი ტექნოპარკია - ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ოსტინში, ბოსტონში და ისინი მსურველებს უკეთესი პირობებით და დაბალი გადასახადებით იზიდავენ. ზოგჯერ ასეთ ადგილებში მუშაობა ბევრად  უფრო მომგებიანია, ვიდრე ჩრდილოეთ კალიფორნიაში.

 

თუმცა, ბევრი კიდევ დაბრუნდა. სილიკონის ველში ბევრი Venture-ული ფონდია, რომელიც არსად წასვლას არ აპირებს. იქ ბევრი ახალი სტარტაპი გაჩნდება, წასულებს კი ახლები ჩაანაცვლებენ.

 

სილიკონის ველში საკუთარი თავის წინაშე ზეამბიციურ ამოცანებს აყენებს. ასეთი დღის წესრიგი აქ ნებისმიერი პრეზიდენტის პირობებში იქნება.

 

Forbes.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up