Forbes:ამერიკაში  ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

Forbes:ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

access_time2019-08-19 19:10:21

ამერიკული Forbes ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. შედეგად, აშშ ქართული ღვინის TOP საექსპორტო ბაზრებს შორის მოხვდა და მეათე ადგილი დაიკავა. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. “ღვინის პროფესიონალებმა აღმოაჩინეს საქართველო. მსოფლიოში ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. საქართველო კი ის ქვეყანაა სადაც ღვინის წარმოებას 8000 წლიანი ისტორია აქვს“, - ციტირებს Forbes ამერიკელი ღვინის ექსპერტის ჯული პეტერსონის სიტყვებს.


სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ღვინის სახლში დამზადების უძველესი ტრადიცია არსებობს. „საქართველო აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ამ მდებარეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ისტორიაში და მის კულტურულ განვითარებაში. დღეს საქართველოში ღვინის წარმოება დინამიურად განვითარებადი სექტორია. ქართველი მეწარმეები მსოფლიოში ყველაზე ექსტრაორდინალურ და საინტერესო ღვინოებს ქმნიან. ამისთვის ქვევრს და სხვა ტრადიციულ ევროპულ მეთოდებს იყენებენ. ამ პატარა ქვეყანაში 500-ზე მეტი ღვინის კომპანია და 100 000-მდე მცირე მეწარმეა რეგისტრირებული“, - წერს გამოცემა. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული ღვინის 85% ექსპორტზე გადის. ავტორი აღნიშნავს, რომ 2006 წლის ემბარგომდე ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო. ემბარგომ კი ქართველი მწარმოებლები აიძულა გაეფართოვებინათ საექსპორტო ბაზრები და დღეს ქართული ღვინო მსოფლიოს 53 ქვეყანაში იყიდება.




forbes.ge




თეგები:
ღვინო



საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის

საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის
access_time2019-09-15 17:00:43
კომპანია K•Call-ი ქოლ ცენტრის მომსახურებას დისტანციურად ახორციელებს 24 საათიან რეჟიმში და მათი საქმიანობა ძირითადად გულისხმობს კომპანიებისთვის ხარჯების შემცირებასა და რესურსების სწორად გადანაწილებას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან.  K•Call -ი წარმოადგენს მარკეტინგული კომპანია  Sales Partner...

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...


მსგავსი სიახლეები

up