Forbes: ქალი, რომელმაც გენიოსი გაზარდა - მეი მასკი

Forbes: ქალი, რომელმაც გენიოსი გაზარდა - მეი მასკი

access_time2020-06-21 13:00:58



როგორი უნდა იყოს ქალი იმისთვის, რომ კოსმოსის დამპყრობელი შვილი გაზარდოს? ეს კითხვა აქტუალურობას კარგავს, როგორც კი მეი მასკს გაიცნობთ - ის 70 წლისაა, მაგრამ მოდელად აქტიურად მუშაობს და წიგნებსაც წერს.

ახალგაზრდობაში მას ქმარი სცემდა, რაც სამხრეთ აფრიკის კანონებით დანაშაულად არ ითვლებოდა. 31 წლის ასაკში ის 3 შვილთან ერთად მდიდარ მეუღლეს ტოვებს, გაჭირვებაში ცხოვრობს, და რამდენიმე ადგილას მუშაობს.

საბოლოო ჯამში სამივე შვილმა წარმატებას მიაღწია - უფროსი ილონ მასკია და ამით ყველაფერი ნათქვამია, მეორე ვაჟი - კიმბალი ფლობს რესტორნების ქსელს The Kitchen, ხოლო ქალიშვილი ტოსკა - ჰოლივუდის რეჟისორი და პროდიუსერია.

მან გაუზიარა Forbes-ს თავისი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების დეტალები, და ასევე სცადა კითხვაზე პასუხის გაცემა - რა არის საჭირო იმისთვის, რომ გენიოსი გაზარდო?

„ბავშვობაში ბევრი თავგადასავალი მქონდა - ჩვენ ხომ სამხრეთ აფრიკაში ვცხოვრობდით. ხშირად ვიცვლიდი საცხოვრებელ ადგილს - არავის არ ურჩევ ამას, ეს საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით, როდესაც საკუთარი ბიზნესი გაქვთ.

ამიტომაც რისკზე ადვილად მივდივარ. ალბათ ჩემი შვილების ასე გაიზარდნენ. ის რასაც ისინი აკეთებენ - დიდ გაბედულობას საჭიროებს.

მე შვილებს ჩემი ოჯახის მთავარი ფასეულობა გადავეცი - დამოუკიდებლობა. მამაჩემი ძალიან დამოუკიდებლად მზრდიდა - საშინაო დავალებებს ჩემით ვაკეთებდი, ცეკვაზე და ფორტეპიანოზეც ჩემით დავდიოდი ისე, რომ არავინ მაკონტროლებდა. შვილების ასე გავზარდე - არ ვაკონტროლებდი მათ, საშინაო დავალებებსაც კი არ ვუმოწმებდი.

ბევრი მეკითხება - თუ ასეთი ძლიერი და დამოუკიდებელი ხარ - რატომ გცემდა ქმარი, და ამას 9 წელი რატომ იტანდი? ასე ხდება თავისთავად - ჯერ ორსულდები, მერე შვილებს ზრდი, და ყველაფერს ეგუები. არ მესმის ასე რატომ ხდება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ბევრი ქალი ცემას და შეურაწყოფას იტანს, სდუმს, არავის არაფერს არ უყვება.

ეს მცდარი მიდგომაა. დამცირებას არ უნდა შეეგუოთ იმ იმედით, რომ ადამიანი გამოსწორდება. თუ ხედავთ, რომ ეს შეუძლებელია - ურთიერთობები უნდა შეწყვიტოთ რაც შეიძლებ ადრე.

გაშორების შემდეგ 10 წლამდე ილონი ჩემთან ცხოვრობდა, შემდეგ მამამისის მარტოობის გამო მას დანაშაულის გრძნობა გაუჩნდა. ის მამასთან ცხოვრობდა, თუმცა, მასთან დროს ნაკლებად ატარებდა. ძირითადად რამეს კითხულობდა ან კომპიუტერთან იჯდა.

ეს უკეთესი იყო ილონისთვის - მამამისი ძალიან მდიდარი იყო, მე კი - არაფერი გამაჩნდა.

დღეს ჩემი შვილი კვირაში 120 საათი მუშაობს, და ზოგჯერ მე, როგორც დედას, ეს მაწუხებს. თუმცა, მას ეს ჩემგან აქვს. როდესაც ჩვენ საცხოვრებლად კანადაში გადავედით, მთელი დღეები სახლში არ ვიყავი - დილის 7 საათზე სახლიდან გავდიოდი, საღამის 7-ზე ვბრუნდებოდი. მერე სახლში ვაგრძელებდი მუშაობას.

გასართობად არსად დავდიოდით, ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა.
რა თქმა უნდა, ილონი ძალიან ბევრს მუშაობს, და ესეც თავისებური რისკია. თუმცა, შვილების ცხოვრებაში არასდროს ვერევი - ისინი ხომ ზრდასრული და დამოუკიდებელი ადამიანები არიან.

ჩემი ქალიშვილი ტოსკა 14 საათი მუშაობს, იმისთვის, რომ ფილმის გადაღება დროულად დაასრულოს. კიმბალიც, თავისი რესტორნების ქსელის განვითარებისთვის ძალიან ბევრს მუშაობს.

ჩემს ოჯახში ყველა ასეა.

ბევრისთვის მე არა მოდელი ან დიეტოლოგი, არამედ ილონ მასკის დედა ვარ. ეს მშვენიერია, და მე ამით ძალიან ვამაყობ. კიმბალიც და ტოსკაც ძალიან ამაყობენ. ჩვენ ყველა ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ბევრ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ეს ხომ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ილონი აკეთებს. ის ცდილობს დედამიწის გადარჩენას, სხვა პლანეტების მონახულებას.

ის გასცდა ფარგლებს, რომლებიც ჩვენ საერთოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. და მე ამით ძალიან ვამაყობ.

როდესაც მასკის კომპანიის დაპროექტებული და აშენებული კოსმოსური ხომალდი Crew Dragon კოსმოსში გაუშვეს, მე იქვე, ფრენების მართვის ცენტრში ვიყავი. ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც გაირკვა, რომ ყველაფერი კარგადაა, ის მოვიდა, და ჩვენ ოთხივემ - ილონმა, მე, კიმბალმა, და ტოსკამ სურათი გადავიღეთ. ეს დაუვიწყებელი მომენტი იყო.

ჩემთვის ჩემი და ჩემი შვილების წარმატება განუყოფელია. ალბათ ყველა დედა ასეა. ძალიან მიხარია ჩემი შვილების წარმატება, და ამაში ჩემს წვლილსაც ვხედავ. მე ყოველთვის მათ მხარდაჭერას ვცდილობ, პრეზენტაციებზე დავდივარ - იქნება ეს „ტესლა“-ს მორიგი მოდელი, ტოსკას ახალი ფილმი, თუ კიმბალის რესტორანი.

თუმცა, ხშირად ვერ ვასწრებ. ბოლოს და ბოლოს, 70 წლის ვარ, და გარდა ამისა ბევრი ჩემი საქმეც მაქვს - მეც ხომ წარმატებული დიეტოლოგი და მწერალი ვარ.

როდესაც ილონმა სტენფორდი მიატოვა, მე მას დავეთანხმე - იქ მისი ადგილი არაა. იმ დროს მას და კიმბალს საერთო ბიზნესი ჰქონდათ. მე მათ ფინანსურად დავეხმარე, საოფისე ტექნიკა ვუყიდე, ბუკლეტების დასაბეჭდად ფული მივეცი. ძალიან უჭრიდათ, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ.

ილონის და კიმბალის პირველი კომპანია საავტომობილო ონლაინ-რუკებს ადგენდა, გარდა ამისა, ისინი უმსხვილესი ამერიკული გაზეთებისთვის საიტებს აკეთებდნენ. იმ დროს ეს ყველაფერი ძალიან ახალი იყო, და მათ ძალიან კარგი იდეები ჰქონდათ. მე მჯეროდა, რომ ისინი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას შეძლებდნენ.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გაზარდო გენიოსი? ამაზე ჩემს წიგნებში ბევრია დაწერილი. საკუთარი გზით უნდა იარონ, და ყველაფრის დამოუკიდებლად კეთების უფლება უნდა მისცეთ.

ეს უბრალოდ სიტყვები არაა. მაგალითად, მე ტოსკას წასვლა კინემატოგრაფში საერთოდ არ მინდოდა. მისთვის უფრო შესაფერისად იურისტის პროფესია მიმაჩნდა. მაგრამ ის, როგორ იურისტი, ბედნიერი ვერ იქნებოდა. მას ფილმების გადაღება ძალიან უყვარს.
უბრალოდ თქვენს შვილებს საკუთარი გზით სიარულის უფლება უნდა მისცეთ. დაუჭირეთ მხარი მათ გეგმებს და სურვილებს.

ამ მხრივ მე ძალიან გამიმართლა - ჩემს სამივე შვილს 12 წლის ასაკში გატაცება ჰქონდათ, რომელიც შემდეგ პროფესიაში გადაიზარდა.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვს ერთი შეხედვით არაფრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არა აქვს. თუმცა, კარგად რომ დაუკვირდეთ, ყოველთვის რაღაცა არის.

მაგალითად, ჩემი პარიკმახერის მშობლებს ძალიან არ უნდოდათ რომ ის პარიკმახერი გამხდარ იყო. ამაზე ოჯახში ძალიან დიდი და ხმაურიანი კამათიც ჰქონდა. თუმცა, დღეს ის ტოპ-სტილისტია, და ყველა ბედნიერია.

თუ თქვენ შვილს მაკიაჟის კეთება სურს - მხარი დაუჭირეთ, იმის ნაცვლად რომ უყვიროთ „არა, შენ ექიმი იქნები!“.

მე ყოველთვის ჩემი შვილების მხარეზე დგომას ვცდილობდი.

თეგები:
ელონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up