Forbes: პუტინი ლუკაშენკოს 1,5 მლრდ. დოლარს ასესხებს

Forbes: პუტინი ლუკაშენკოს 1,5 მლრდ. დოლარს ასესხებს

access_time2020-09-15 19:30:44

რუსეთი ბელორუსიას სახელმწიფო სესხის სახით 1,5 მლრდ. დოლარს გამოუყოფს - განაცხადა  ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც 14 სექტემბერს სოჭში შედგა.

 

„ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთი ამ მძიმე პერიოდში ბელორუსიას 1,5 მლრდ, დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს და ჩვენ ამ დაპირებას შევასრულებთ. ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ამ საკითხთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალებს განიხილავენ“ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, მას ბელორუსიის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე იდეას აქვს. ბელორუსიის პრეზიდენტმა თავის მხრივ აღნიშნა:

 

„ბოლო მოვლენებმა დაგვანახა, რომ უფროს ძმასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები უნდა გვქონდეს, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებში“  - განაცხადა მან.

 

ლუკაშენკომ ასევე პუტინს მადლობა იმის გამო გადაუხადა, რომ ბელორუსია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის წინაამღდეგ რუსულ ვაქცინას მიიღებს.

 

„ჩვენ ვხედავთ ევროპაში რა ხდება  - უკვე ცალსახაა, რომ ახალი ძლიერი მეორე ტალღა დაიწყო და ვშიშობ, ის პირველზე ძლიერი იქნებ. არაა გამორიცხული რომ კორონავირუსი დაემატება გრიპის ვირუსს და შედეგების უფრო მძიმე იქნება“ - განაცხადა მან.

 

პუტინი ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო. მისი თქმით, ბელორუსები თავად, ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე, ერთმანეთთან დიალოგის რეჟიმში, შექმნილ სიტუაციაში უნდა გაერკვნენ.


 

მან ასევე „დროული“ და „ლოგიკური“ უწოდა ლუკაშენკოს გეგმას ქვეყნის კონსტიტუციის განახლებასთან დაკავშირებით - როგორც ცნობილია, რამდენიმე დღით ადრე ბელორუსიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების დათმობის ერთ-ერთი წინაპირობა კონსტიტუციური რეფორმაა.

 

სოჭში შემდგარი შეხვედრა პირველი იყო 9 აგვისტოს ბელორუსიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების და მათ შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ.

 

ლუკაშენკომ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ ყველა მწვავე კითხვას პასუხს გასცემს.

 

კერძოდ, მან განაცხადა, რომ რუსეთი ბელორუსიისთვის 1 მლრდ. დოლარის ოდენობის ვალის რესტრუქტურიზაციას და ასევე 600 მლნ. დოლარის ახალი სესხის გაცემაზე დათანხმდა.

 

გარდა ამისა თავად პუტინმა ბელორუსიაში ძალისმიერი ჩარევა არ გამორიცხა იმ შემთვევაში, თუ მიტინგები ქვეყანაში სრულმასშტაბიან ანტიკონსტიტუციურ არეულობაში გადაიზრდება, სპეციალურად ამისთვის ე.წ. „პოლიციური რეზერვი“ შექმნა.

 

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სვეტალანა ტიხანოვსკაიამ რუსეთის პრეზიდენტს ლუკაშენკოსთან დიალოგის წარმოაებისგან თავის შეკავება ურჩია.

 

„ჩვენ ვწუხვართ, რომ თქვენ დიალოგის წარმოება უზურპატორთან და არა ბელორუს ხალხთან გადაწყვიტეთ. ნებისმიერი შეთანხმებები ორ ლიდერს შორის არაკანონიერია და ლუკაშენკოს გადადგომის შემდეგ ძალას დაკარგავენ, რადგანაც ბელორუსმა ხალხმა მას ნდობაზე უარი უთხარა“ - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

 

Bloomberg კრემლთან დაახლოებულ წრეებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი დარწმუნებულია იმაში, რომ პროტესტების მიუხედავად, ლუკაშენკო თავის პოსტს შეინარჩუნებს.

 

სააგენტოს წყაროს თანახმად, კრემლში ბელორუსული პროტესტების მასშტაბებით გაოგნებულები იყვნენ. მოსკოვი  ლუკაშენკოს არ ენდობა, თუმცა მისთვის ოპოზიციის ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა სრულიად მიუღებელია, ამიტომაც მოსკოვი ყველა შემთხვევაში ლუკაშენკოს დაეხმარება.

 

1,5 მლრდ-იანი სესხი - ამ დახმარების მხოლოდ ერთი ნაწილია.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up