Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

access_time2020-01-19 21:00:10

 

რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.

 

რას აირჩევენ ჰარი და მეგანი? და რამდენი სჭირდებათ მათ ჩვეული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად?

 

სადღეისოდ არ არსებობს საჯარო ინფორმაცია სამეფო ოჯახის მიერ მათი დაფინანსების თაობაზე - ვინდზორების შემოსავლის 95%-ის წყაროა სატრასტო ფონდი, რომელიც ფლობს 450 მლნ. დოლარის მიწებს და კომერციულ აქტივებს.

 

ბოლო ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, ამ ქონებამ მოუტანა ძმებს უილიამს და ჰარის   2019 წელს 6,5 მლნ. დოლარის შემოსავალი.

 

თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს თანხა თანაბრად გაიყო ძმებს შორის, გამოდის, რომ ჰარის და მეგანის ყოველწლიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 3 მლნ. დოლარს.

 

ჰარიმ და მარკლმა უარი განაცხადეს ე.წ. „სუვერენის გრანტზე“ - ანუ, თანხაზე, რომელიც ერიცხება სამეფო ოჯახის წევრებს საერთაშორისო ვიზიტების და სხვადასხვა ოფიციალური წამომადგენლობითი ხარჯების დასაფარად.

 

2018-2019 წლებში პრინცმა და მისმა მეუღლემ გამოიყენეს „სუვერენის გრანტები“ მოგზაურობისთვის  - მათ მოიარეს თითქმის მთელი მსოფლიო ფიჯიდან სამხრეთ აფრიკამდე.

 

ზუსტი თანხა აქაც უცნობია, თუმცა, ინფორმაციის ნაწილმა მაინც გაჟონა პრესაში - მაგალითად, მხოლოდ გამგზავრებაზე ფიჯიდან ტოგოზე დაიხარჯა 105 000 დოლარი.

 

ღია მონაცემებზე დაყრდნობით, იქნება შემდეგი სურათი - ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, ჰარი და მეგანი იღებენ ოჯახური ტრასტიდან და სუვერენის გრანტის სახით, წელიწადში მინიმუმ 3 მლნ. დოლარს. გარდა ამისა, 2019 წელს სუვერენის გრანტმა დაფარა ერთ-ერთი კოტეჯის რემონტი (3,1 მლნ. დოლარი).

 

იმის მიუხედავად, რომ სახლი ოფიციალურად არის დედოფლის საკუთრება, ჰარი და მეგანი შეძლებენ მის გამოყენებას, რაც მოხსნის ბრიტანეთში საცხოვრებლის ქირის გადახდის პრობლემას.

 

მთელი ამ გათვლების შემდეგ იბადება კითხვა  - კონკრეტულად როგორ აპირებენ ექს-პრინცი და მისი მეუღლე გამოიმუშაონ მილიონები, რომლებსაც მოითხოვს მათი ცხოვრების წესი?

 

ჯერ-ჯერობით, მათ არ უჭირთ. მეგან მარკლი 7 წლის მანძილზე მონაწილეობა ტელესერიალ „Suits“-ში,  რომლის წყალობითაც მისი ქონება შეადგენს 2,2 მლნ. დოლარს.

 

არც პრინც ჰარია ღარიბი - მან და მისმა ძმამ მიიღეს პრინცესა დიანას დაღუპვის შემდეგ სოლიდური მემკვიდრეობა - 31, 5 მლნ. დოლარი, რომელიც, სავარაუდოდ, გაიყო 2 თანაბარ ნაწილად.

 

თუმცა, მათ არ გაუჭირდებათ ანაზღაურებადი დასაქმების შოვნაც  - როგორც გააკეთეს ჰარის ბიძაშვილებმა, პრინცესებმა ბეატრის და ევგენიამ - ერთი მუშაობს ფინანსებში, მეორე - სამხატვრო გალერეაში.

 

ამ ეტაპზე ჯერ არ არის ოფიციალური ინფორმაცია სამეფო ოჯახის საქმიან გეგმებზე, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი დასაქმდებიან შოუ-ბიზნესში და მას-მედიაში.

 

თავის დროზე, სამეფო ოჯახთან მიერთებისას, მეგან მარკლმა განაცხადა, რომ უარს ამბობს სამსახიობო კარიერაზე, მაგრამ ამჟამად მას ადვილად შეუძლია გადაიფიქროს.  Forbes-ის შეფასებით, კარიერის პიკზე ის იღებდა 85 000 დოლარს „Suits“-ის ყოველ სერიაში, და თუ ის გადაწყვეტს კინემატოგრაფში დაბრუნებას, სავარაუდოდ მისი ჰონორარები გაიზრდება - სამეფო ტიტულის წყალობით.

 

არის კიდევ ერთი ვარიანტი ახალგაზრდა წყვილისთვის - საჯარო გამოსვლები და წიგნების წერა. ცნობილი სპიკერები, ისეთები, როგორც მაგალითად, ბილი და ჰილარი კლინტონები, იღებენ 6-ნიშნა ჰონორარებს უნივერსიტეტებში და კორპორაციებში გამოსვლების წყალობით.

 

მეორე ეშელონის ვარსკლავებს, ანუ საშუალოზე მეტად ცნობილ ადამიანებს, შეუძლიათ ათობით ათასი დოლარის მიღება თითო საჯარო გამოსვლაში.

 

კიდევ უფრო შემოსავლიანი შეიძლება გახდეს ბესტსელერების წერა - 7-ნიშნა ჰონორარი არის ჩვეულებრივი ამბავი ცნობილი პოლიტიკოსების, საჯარო მოღვაწეების და შოუ-ბიზნესის ვარსკლავებისთვის.

 

2017 წელს ბარაკ და მიშელ ობამამ მოაწერეს ხელი კონტრაქტის გამომცემლობა

Penguin Random House-თან რეკორდულ 65 მლნ. დოლარზე, ჰილარი კლინტონმა მიიღო ავანსი 14 მლნ. დოლარი, მემუარების დაწერისთვის, ხოლო მომღერალმა ბრიუს სპრინგსტინმა გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია, რაშიც მიიღო 10 მლნ. დოლარი.

 

ასევე დადის ჭორები, რომ ჰარი და მეგანი ანიჭებენ უპირატესობას ახალ მედიას, და შესაძლოა შექმნან საიტი, რომელსაც ექნება ფინანსური წარმატების დიდი შანსები.

 

იმ შემთხვევაში, თუ პრინცი და მისი მუეღლე მიბაძავენ კარდაშიანების ოჯახის მაგალითს, მათ თავისუფლად შეუძლიათ იშოვონ მილიონები Instagram-ში რეკლამის განთავსებით - მაგალითად, თავად კარდაშიანი და მისი და კაილი ჯენერი იღებენ 500 000 დოლარს თითო სარეკლამო პოსტი.

 

მოკლედ, პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლების სავარაუდო წყარო ჯერ რჩება გაურკვევლად, თუმცა, მათი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობაც კი აძლევს მათ აუჩქარებლად მუშაობის საშუალებას - ცალსახაა მხოლოდ ერთი რამ  - უახლოეს დროში სასექსის ჰერცოგს და მის მეუღლეს არ ელის სიღარიბე.

 

 

 


თეგები:
Forbes



გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up