Forbes: პრეზიდენტობის 4 წლის მანძილზე დონალდ ტრამპმა $2,4 მლრდ შემოსავალი მიიღო

Forbes: პრეზიდენტობის 4 წლის მანძილზე დონალდ ტრამპმა $2,4 მლრდ შემოსავალი მიიღო

access_time2021-07-23 20:00:03

2017 წლის აპრილში თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი თავის ხელფასზე უარს აცხადებს და მას სხვადასხვა ორგანიზაციებს გაუნაწილებს  - მაგალითად, ეროვნული პარკების სამსახურს.

 

თუმცა, მას უარი არ უთქვამს საკუთარ ბიზნესზე,  რომელმაც მას დიდი მოგება პრეზიდენტობის პერიოდშიც მოუტანა. ასე რომ, ხელფასი ნებაყოფლობით დათმობა მისთვის დიდი პრობლემა არ ყოფილა.

 

ბოლო კვირებში გამოქვეყნდა დოკუმენტები, საიდანაც ჩანს დონალდ ტრამპის ფინანსური იმპერიის ზრდის მასშტაბები მისი პრეზიდენტობის პერიოდში. დეტალური ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილების 4 წლის მანძილზე მისმა შემოსავალმა $2,4 მლრდ შეადგინა.

 

რომ არა პანდემია, ეს თანხა გაცილებით მეტი იქნებოდა - პირველი 3 წლის მანძილზე მისი იმპერიის შემოსავალი წლიურად 650 მლნ. დოლარი იყო, მაგრამ 2020-ში ეს მაჩვენებელი 450 მლნ.-მდე შემცირდა.

 

„ვირუსი მაზარალებს მე, აზარალებს Hilton-ს, მსხვილ სასტუმრო ქსელებს მთელს მსოფლიოში. ის საზიანოა ყველასთვის. დღეს თითქმის ყველას საქმეები ცუდად მიდის“, - განაცხადა ტრამპმა 2020 წლის მარტში.

 

ტრამპის შემოსავლების დიდი ნაწილის წყარო მისი გოლფ-კლუბები იყო, რომლებმაც მას 4 წლის მანძილზე $940 მლნ მოუტანა.

 


ზოგადად, გოლფ-კლუბების მართვა საკმაოდ რთული და ხარჯიანი საქმეა - თვეების მანძილზე იქ მუშაობა თითქმის არაა, და მათ მოვლა-პატრონობას დიდი ფული სჭირდება, მაგრამ ხარჯების კომპენსირება სეზონზე ხდება, როდესაც ამ ბიზნესის რენტაბელურობა 20%-ს აღწევს.

 

პანდემიის დროს ტრამპის უძრავი ქონების ბიზნესი თითქმის არ დაზარალდა, აი გოლფ-კლუბებს კი ლოქდაუნების პერიოდებში ძალიან გაუჭირდათ. საბოლოო ჯამში, ამ ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი 27%-ით შემცირდა, და 2020 წელს $190 მლნ შეადგინა.

 

საბედნიეროდ, ტრამპს მაღალმომგებიანი აქტივებიც აქვს, ძირითადად უძრავი ქონების დარგში და მათი წყალობით პანდემიურ წელიწადში ის  წაგებაზე გასვლას მაინც გადაურჩა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2020 წელს, როდესაც მის კუთვნილ შენობებში დამქირავებლები ქირას ჩვეულებრივად იხდიდნენ.

 

მაგალითად, სან-ფრანცისკოში საოფისე შენობაში, რომლის 30%–ის მფლობელიც დონალდ ტრამპია, ქირის გადასახადი არათუ არ შემცირდა, არამედ 42-დან 43 მლნ-მდე გაიზარდა. იგივე მოხდა ნიუ-იორკში, სადაც მის კუთვნილ ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში ქირის სახით გადახდილ იქნა არა 55, როგორც 2019 წელს, არამედ 58 მლნ დოლარი.

 

რაც შეეხება სასტუმროებს, ამ ბიზნესში საქმეები არც თუ ისე კარგად მიდიოდა - 2019 წელს ტრამპის სასტუმრო ბიზნესის შემოსავალი $100 მლნ–ს შეადგენდა, 2020-ში კი $50 მლნ-მდე შემცირდა.

 

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვაშინგტონში მდებარე სასტუმრო აღმოჩნდა - მის ასაშენებლად ტრამპის კომპანიამ $170 მლნ სესხი აიღო, მაგრამ პანდემიის დროს შემოსავალი $20 მლნ–მდე დაეცა, რაის გამოც ტრამპმა მისი გაყიდვა დააპირა.

 

თუმცა, ამ და სხვა  აქტივების გაყიდვის კუთხით, პრეზიდენტობის პერიოდი ტრამპისთვის ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა - 2017 წელს მან $32 მლნ–ის, 2018-ში - $53 მლნ-ის, ხოლო 2019-ში - $32 მლნ–ის ქონება გაყიდა. 2020-ში კი - მხოლოდ $435 000–ის, თანაც მხოლოდ ერთ ობიექტში - ძვირადღირებული საცხოვრებელ სახლში ლას-ვეგასში.

 

საბოლოო ჯამში, პანდემიის დროს ჩავარდნების და ზრდის შენელების შედეგად, ტრამპის წლიური შემოსავალი 650-დან 450 მლნ დოლარამდე შემცირდა.

 

თუმცა, ეს 1000-ჯერ მეტია, ვიდრე პრეზიდენტის წლიური ხელფასი ($400 000), რომელსაც ის სახელმწიფოს უტოვებდა.

 

forbes





Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!
access_time2021-09-27 09:55:29
სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.  სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.    გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
access_time2021-09-27 01:10:27
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში
access_time2021-09-26 16:00:14
...

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება
access_time2021-09-26 14:00:36
...

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება
access_time2021-09-26 11:00:06
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი ვიზიტორებს ოქტომბრის ბოლოდან...


მსგავსი სიახლეები

up