Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

access_time2021-01-25 19:45:21

2020 წელს მსოფლიომ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ღრმა და სწრაფი კრიზისი გადაიტანა. ის ეკონომიკის ან ფინანსების სფეროდან არ მოსულა - სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეები სახლებში საკუთარი ნებით გაუშვეს.

 

ამის გამო მათ მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები აამუშავეს. ცენტრალური ბანკების ეფექტურმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა მარტში მთელი მსოფლიო ლიკვიდურობის კრიზისისგან გადაარჩინეს, რის წყალობითაც, 2020 წლის მე-2 კვარტალში ფინანსურმა ბაზარმა ზრდა დაიწყო.

 

ბაზრების აღდგენა უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ასეთი ღრმა კრიზისებისთვისაა დამახასიათებელი.

 

მაგალითად, 2008 წელს განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი 15%-ით დაეცა, აღდგენა კი მხოლოდ 8 თვის შემდეგ დაიწყო. განვითარებადი ქვეყნების ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა 30%-ით დაეცა, ზრდას კი 10 თვე დასჭირდა. აშშ-ს შემთხვევაში ვარდნამ 30%-ს მიაღწია,  ხოლო ზრდას 2, 5 წელი დასჭირდა,

 

ამჟამად ყველაფერი სხვანაირად იყო  - განვითარებული ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა 3 თვეში, ხოლო აშშ-ს  - 5 თვეში აღდგა. გარდა ამისა, კორონაკრიზისის დროს მოთხოვნა განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

ამის მიზეზია განვითარებული ქვეყნების ფასიან ქაღალდებთან შედარებით მაღალი მოგება. მართალია, მაღალი მოგება მაღალ რისკსაც ნიშნავს, თუმცა, სადღეისოდ ძნელი სათქმელია, რომელი ქვეყნების ეკონომიკა მეტად რისკიანია - განვითარებულების და შედარებით სუსტების.

 

ამ შემთხვევაში მაღალი მოგება გადამწყვეტი ფაქტორი ხდება.


 

ინვესტორებისთვის ამ ტიპის ობლიგაციებს სხვა უპირატესობაც გააჩნიათ  - საგადასახადო შეღავათები, შეძენისთვის მინიმალური თანხის შედარებით დაბალი ლიმიტი, და დივერსიფიცირების მაღალი დონე.

 

სადღეისოდ ყველაზე მიმზიდველი ინვესტორებისთვის ისეთი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციებია, როგორც სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, ინდონეზია, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნები.

 

საკმაოდ საინტერესოა თურქეთის შემოთავაზება - პრემია 1,5%-ს შეადგენს, თუმცა, ქვეყნის დიდი ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე რეალური რისკები საკმაოდ დაბალია.

 

ინვესტორებისთვის ასევე საინტერესოა ეროვნულ ვალუტებში დენომინირებული ობლიგაციები - ამ შემთხვევაში ორი ფაქტორის დამთხვევას აქვს ადგილი - მოგების მაღალი მაჩვენებელი და ამავე დროს ნედლეულზე საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზე, ეროვნული ვალუტების კურსების გამყარება.

 

ექსპერტების აზრით, 2021 წელს ინვესტორებისთვის მომგებიანი იქნება ენერგოსექტორი, რომლისთვისაც მიმდინარე წლის პირველი ნახევარი მომგებიანი იქნება - ეკონომიკის გამოცოცხლების ფონზე მოთხოვნა ენერგომატარებლებზე იზრდება.

 

თანაც მოსალოდნელია „გადადებული მოთხოვნის“ პროცესი - როდესაც ადამიანები, ბიზნეს-კომპანიები, და სახელმწიფოები ერთბაშად იწყებენ იმ გემების რეალიზებას, რომელთა გადადება პანდემიის გამო მოუწიათ.

 

კერძოდ, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა მოსალოდნელია 7%-ის დონეზე, განვითარებულ ქვეყნების კი - საშუალოდ 4%. ეს კი ყველაფერი ენერგომატარებლების მაღალ ფასებს ნიშნავს.

 

გლობალურ ეკონომიკას მსგავსი მოვლენა უკვე ახსოვს - როდესაც 2008-2009 წლის კრიზისის შემდეგ 2011 წელს ნავთობი 110 დოლარამდე გაძვირდა.


forbes.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up