Forbes: ნამდვილი კოლაფსი - რუსეთი მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდის

Forbes: ნამდვილი კოლაფსი - რუსეთი მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდის

access_time2021-09-18 20:00:36

მუშახელის დეფიციტი რუსეთში ეკონომიკის რამდენიმე დარგისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება, რისი მიზეზიც შრომითი მიგრანტების მკვეთრი შემცირებაა. ძირითადი დარტყმის ქვეშ რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი ლოგისტიკა და სერვისი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კი 2020 წლის პანდემიით დაიწყო, რის გამოც შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული შრომითი მიგრანტების დიდი ნაწილი მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნდა, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთში სამუშაოდ აღარ ჩამოსულა.

 

 

შსს-ს ინფორმაციით, პანდემიამდე რუსეთში ყოველწლიურად 9 მილიონიდან 11 მილიონამდე უცხოელი იმყოფებოდა, 2020 წელს კი მათი რაოდენობა 6 მლნ.-მდე შემცირდა. ყველაზე მეტად პერსონალი სარესტორნო ბიზნესს აკლია. თუ პანდემიამდე 1 ვაკანსიაზე 6 მსურველი მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 2-მდეა შემცირებული, მშენებლობაში 3-დან 1-მდე, ტრანსპორტში და ლოგისტიკაში კი 6-დან 3-მდე.

 

 

მუშახელის დეფიციტზე საუბრობს რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო ქსელო Х5 Group. მათი თქმით თუ 2019 წელს პერსონალში უცხოელების წილი 2% იყო, დღეს მხოლოდ 0,9%. - ია , რაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, როგორც უკვე ითქვა, სარესტორნო ბიზნესშია, რადგან სხვა პრობლემებთან ერთად, ის დღეს დასაქმების კუთხით ყველაზე სარისკოა. პანდემიის პირობებში შეზღუდვების შემოღების დროს, როგორც წესი, პირველ დარტყმას სწორედ საზოგადოებრივი კვების სექტორი იღებს. რუსეთში დარჩენილი მიგრანტები რესტორნებში სამუშაოდ არ მიდიან და ისინი უპირატესობას ტრანსპორტს ანიჭებენ.

 

 


„მიგრანტების გადინების გამო, რუსეთში სარესტორნო ბიზნესში მუშახელის დეფიციტი 30%-ს აღწევს. ეს ნამდვილი კოლაფსია, ადამიანები სხვა სექტორებში მასობრივად გარბიან, ამიტომაც თანამშრომლების აყვანა ქუჩიდან გვიწევს. ზოგჯერ ისეთი კადრები აგვყავს, ვისაც დანის დაჭერაც კი არ შეუძლია. შედეგად, სამზარეულოს და მომსახურების დონე მნიშვნელოვნად დაეცა“ - ამბობს რესტორნების ქსელის «Мясо & Рыба»-ს დირექტორი სერგეი მირონოვი.

 

 

 

პარალელურად რესტორნებს ხარჯები ეზრდებათ. მიგრანტებისთვის ხელფასები 15-20% გაიზარდა, ასევე შეიცვალა მუშაობის განრიგი. რთულ მდგომარეობაზე ასევე დეველოპერებიც საუბრობენ, ამ სექტორში მუშახელის დეფიციტი რესტორნებთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც საკმაოდ სერიოზულია და მაჩვენებელი 15-20% ზეა.

 

 

„რეგიონებში სამშენებლო კომპანიები ადგილობრივი კადრების მოზიდვაზე გადავიდნენ, რის გამოც მათ თანამშრომელთა 70% რუსეთის მოქალაქეა. ბევრ კომპანიას უცხოელების დაქირავება არ სურს, რადგანაც მიგრანტებს მუშაობის უფლების მისაღებად სპეციალური პატენტი სჭირდებათ, რომლის მიღებაც ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურასთანაა დაკავშირებული. თანაც პატენტი მაქსიმუმ 1-წლიანია და ის ყოველწლიურად უნდა განახლდეს“ - ამბობს სამშენებლო კომპანია ПИК-Комфорт»-ის დირექტორი სვეტლანა ლებედევა.

 

 

დეველოპერები ამბობენ, რომ დეფიციტის გამო მათ ხელფასების გაზრდა მოუწიათ, რადგან ადგილობრივი მუშახელი არ თანხმდება ისეთ მიზერულ ხელფასზე მუშაობას, რომელზეც ღატაკი აზიელი მიგრანტები თანხმდებოდნენ. კერძოდ, სამშენებლო ბიზნესში მიგრანტების ხელფასი თითქმის 40%-ით ნაკლები იყო, ვიდრე იგივე პოზიციებზე მომუშავე რუსეთის მოქალაქეების. მოსკოვის ვიცე-მერის ვლადიმერ ეფრემოვის თქმით, მოსკოვს 200 000 შრომითი მიგრანტი აკლია, მშენებლობის სამინისტროს გათვლებით კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშახელის დეფიციტი 3 მლნ.-ს შეადგენს.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 

წყარო: Forbes.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up