Forbes: მსხვილი ამერიკული კომპანიები უსახლკაროებს ასაქმებენ

Forbes: მსხვილი ამერიკული კომპანიები უსახლკაროებს ასაქმებენ

access_time2021-09-18 18:00:41

ბოლო წლებში მსხვილმა ამერიკულმა კომპანიებმა უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დასაქმების და რესოციალიზაციის პროგრამების რეალიზება დაიწყეს.

 

ეს სოციალური დახმარების და ადაპტაციის რთული და მრავალსაფეხურიანი პროგრამებია, რომლებიც მიზნად უკიდურესი სიღარიბის დაძლევას ისახავენ და ამავე დროს თავად კომპანიებისთვისაც მომგებიანია, რადგან ისინი ლოიალურ და ერთგულ თანამშრომლებს, და ლოიალურ კლიენტებს იღებენ. ეს ადამიანები თავს დიდი ქველმოქმედების ნაწილად გრძნობენ.

 

 სიეტლში სადაც უსახლკაროთა პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ინტერნეტ - გიგანტს Amazon – ს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ორი ამოცანა ჰქონდა. ესენია: ქველმოქმედი ბიზნეს იმიჯის შექმნა და საგადასახადო შეთავაზების მიღება.

 

 

პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა ისეთი ვაკანსიები როგორიცაა ადმინისტრატორი, ლაბორანტი, საწყობების მუშაკები, მრეცხავები და ა.შ.

 

მსგავსი საქმიანობით დაკავებულია Microsoft - იც იმ განსხვავებით, რომ მისი პროგრამა არა მხოლოდ უსახლკაროებს, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებსაც შეეხება. კორპორაცია აქცენტს საზოგადოებიდან გარიყული ადამიანების რესოციალიზაციაზე და ინტეგრაციაზე აკეთებს. რაც შეეხება ვაკანსიებს Microsoft - იც Amazon - ის მსგავს ვაკანსიებს სთავაზობს. პირველი 2 წლის მანძილზე პროგრამა 200 -ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.


 

სისტემა ასე მუშაობს - Microsoft-ის ადმინისტრაცია შესაფერის ვაკანსიას არჩევს და მის შესახებ კანდიდატებს შორის ინფორმაციას ავრცელებს, შემდეგ შერჩეულ ადამიანებთან გასაუბრებას ატარებს. შემდეგი ეტაპია ახალი თანამშრომლისთვის დახმარების გაწევა მანამ, სანამ ის სამუშაოს შესრულებას დამოუკიდებლად შეძლებს.

 

 

ვაშინგტონის უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კომპანია Middleburg Real Estate Partners-მა უსახლკაროების და უკიდურესად გაჭირვებულების დასაქმებისთვის საკუთარი არაკომერციული ორგანიზაცია Shelters to Shutters დააარსა. ის წელიწადში 50 ადამიანს ემსახურება და მათ სოციალური დახმარების პაკეტს, დროებით საცხოვრებელს და სრულფასოვან სამსახურს სთავაზობს. ვაკანსიები ძირითადად ისეთ სპეციალობებზეა გამოცხადებული, როგორიცაა სანტექნიკი, ელექტრიკოსი და ა.შ.

 

 

საბაზრო ხელფასის გარდა მათ შეღავათიანი პირობებით უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა ეძლევათ, ამიტომ დასაქმებულთა 87% კომპანიაში რჩება. უსახლკაროების დასაქმებით კომპანია უკიდურესად ლოიალურ თანამშრომლებს იღებს, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე მადლიერები არიან.

 

ე.წ. „მხარდამჭერი დასაქმების“ პროგრამები წლების წინ გაჩნდა, 1991 წელს საქველმოქმედო ორგანიზაციამ Coalition for the Homeless ნიუ-იორკში უსახლკარო ქალებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების და სტაჟირების პროგრამა აამოქმედა. 30 წლის მანძილზე პროექტს მრავალი კომპანია შეუერთდა, მათ შორის იყო კომპანია Estee Lauder.

 

 ბრიტანულმა ორგანიზაციამ Business Action on Homelessness (BAOH) 1998-2006 წლებში 22 ბრიტანულ კომპანიაში 1200-ზე მეტი უსახლკარო დაასაქმა და მისი პროგრამების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბრიტანული სავაჭრო ქსელი Marks & Spencer იყო, რომელმაც 700 უსახლკარო დაასაქმა.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 

წყარო: Forbes.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up