Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

access_time2020-09-21 19:00:29

კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.

 

საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.

 

პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე, ესპანეთში დაავადებულთა რიცხვი დღეში 4500-ით გაიზარდა, გერმანიაში კი - 2000-ით, რაც აპრილის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

 

მედიკოსების აზრით, ამაში დამნაშავე ახალგაზრდობაა, რომელიც ერთად იკრიბება და მოგზაურები, რომლებიც ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობენ.

 

ინფიცირების ზრდა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესს აფერხებს. ინდექსი Stoxx 600 Index Travel and Leisure,  რომლის კალათაშიც  ტურიზმთან დაკავშირებული მსხვილი კომპანიები შედიან, 3%-ით დაეცა, ვარდება ასევე ავიაკომპანიების აქციების ფასი.

 

საფრანგეთი

ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში სტაბილურად იზრდება მთელი თვე. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანამ განაცხადა, რომ ვირუსი ისევ აქტიურია.

დღეისთვის ოფიციალური პარიზი ვირუსთან ბრძოლაში აქცენტს ლოკალურ ზომებზე აკეთებს - ხელისუფლებას არ სურს ქვეყნის მასშტაბით ტოტალური აკრძალვების შემოღება, ამიტომაც პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა - საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თანაცხოვრება ვირუსთან ერთად.

 

ბრიტანეთი 

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა სრულმასშტაბიანი კარანტინის ხელმეორედ შემოღება არ გამორიცხა - დაავადებულთა რიცხვმა 3300 ადამიანი შეადგინა - ეს მაქსიმალური მაჩვენებელია მაისის შემდეგ.


ესპანეთი

ქვეყნის ხელისუფლება მადრიდში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ გამორიცხავს. მეორე ტალღამ უკვე პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია  - დედაქალაქის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ცალკეულ რაიონებში კარანტინის შემოღება. 

ამან მმართველ კოალიციაში აღშფოთება გამოიწვია, შედეგად სიტუაციის განმუხტვა პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს მოუწია.


 

ავსტრია

 

ორშაბათიდან ავსტრიაში ერთდროულად დახურულ სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა, რადგანაც მეორე ტალღის წყარო ბარები, კლუბები და წვეულებები გახდა.

 

საბერძნეთი

ქვეყნის მთავრობა დედაქალაქში ვირუსის შეკავების მიზნით ზომების პაკეტის მიღებას აანონსებს.

 

ცალსახაა, რომ პრობლება არსებობს, და ეს სიტუაცია ჩარევას მოითხოვს - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტrმა კირიაკოს მიცოტაკისმა.

 

სავარაუდოდ ქვეყანაში შეკრებები და კულტურული ღონისძიებები აიკრძალება, ასევე მოხდება დისტანციური მუშაობის სტიმულირება.


ირლანდია

ქვეყნის დედაქალაქ დუბლინში დაიხურა ბარები და ქალაქში მიმოსვლა შეიზღუდა.


აშშ

აშშ-ს 16 შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებებმა შეზღუდვების გაუქმების გეგმები გადადეს ინფიცირების მასშტაბების ზრდის გამო.

არიზონაში დაიხურა ბარები, რესტორნები, სპორტული ობიექტები. ფლორიდაში და კალიფორნიაში ბარები, კლუბები, და ყველა გასართობი ობიექტი. 

გაუქმებული შეზღუდვები დააბრუნებს ნევადაში, მიჩინგანში, ლუიზიანაში, კოლორადოში, ნიუ-მექსიკოში, და პუერტო-რიკოში.


ყაზახეთი 

ყაზახეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც სრულმასშტაბიანი კარანტინი ხელმეორედ შემოიღო.

ამის მიზეზი ივნისის ბოლოს დაინფიცირების მკვეთრი ზრდა იყო - დღე-ღამეში საშუალოდ 2000-მდე ადამიანი.  5 ივლისს შემოღებულ იქნა მკაცრი 2-კვირიანი კარანტინი, რომელიც დღემდე მოქმედებს, ყაზახეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, სავაჭრო ცენტრები და სპორტული ობიექტები დაიხურა,  ქუჩაში 3-ზე მეტი ადამიანის ერთად გადაადგილება აიკრძალა.


ისრაელი

ისრაელში მკაცრი კარანტინი განმეორებით 17 ივლისს დაწესდა. რესტორნები, სპორტული ობიექტები, არასასურსათო მაღაზიები, სილამაზის სალონები, ბაზრები დაიხურა. ასევე 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.


ავსტრალია

ავსტრალიის დიდი ნაწილი თავისუფალია ვირუსისგან, თუმცა, მკაცრი ლოკდაუნი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში - მელბურნში მოქმედებს. 

კაფე და რესტორნები, რომლებსაც გახსნის უფლება 2 კვირის წინ მისცეს, ისევ დაიხურა, ასევე შემოღებულია ყველა დანარჩენი აკრძალვები, ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვის ჩათვლით. ასევე არ მუშაობს განათლების სისტემა.

 

Forbes.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
forbes



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up