Forbes: მორიგი რუსული კიბერშეტევა ამერიკაზე - ამჯერად ხორცის მწარმოებელზე

Forbes: მორიგი რუსული კიბერშეტევა ამერიკაზე - ამჯერად ხორცის მწარმოებელზე

access_time2021-06-02 20:30:35

ხორცის უმსხვილესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, ბრაზილიურმა JBS-მ შტატებში თავისი ქარხნების მუშაობა დროებით, კიბერშეტევის გამო შეაჩერა. სავარაუდოდ, ჰაკერები ამჯერადაც რუსეთიდან არიან - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-სპიკერის მოადგილემ კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.


„თეთრი სახლი ამ საკითხზე რუსეთის მთავრობასთან კონტაქტირებს და იმედოვნებს, რომ პასუხისმგებლიანი ქვეყნები გამომძალველ- დამნაშავეებს არ მფარველობს“, - განაცხადა მან.



თავად კომპანიაში კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა, აშშ-ში JBS-ს აღმასრულებელი დირექტორის ანდრე ნოგეირას თქმით, სისტემების აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ქარხნები უახლოეს დღეებში მუშაობასაც განაახლებენ.



კომპანიის ცნობით, ჰაკერებმა მყიდველების შესახებ ინფორმაციას ვერ დაეუფლნენ, შესაბამისად, მათ მონაცემებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამის, ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კომპანიის აქტივებს ავსტრალიაში და კანადაში შეეხო.



ამ დროისთვის JBS-მა ამერიკის 6 შტატში მდებარე საწარმოები გააჩერა, მუშაობას მხოლოდ ტექნიკური პერსონალი აგრძელებს, რომელიც აღჭურვილობის მომსახურეობითაა დაკავებული.



ხორცის ბაზრის ანალიტიკოსების თქმით, ქარხნების დროებითმა დახურვამ შტატებში შესაძლოა ხორცის გაძვირება გამოიწვიოს. წლის მანძილზე ეს უკვე მეორე გაძვირება იქნება. პირველი კი დაკავშირებულია მაღალ მოთხოვნასთან და მუშახელის დეფიციტთან.




„საწარმოების თუნდაც ერთი დღით გაჩერება საქონლის ხორცის საბითუმო ფასებზე მნიშვნელოვნად აისახება, ეს რამდენიმე დღე გაგრძელდება“ - აღნიშნავენ ხორცის ბაზრის კვლევებზე მომუშავე კომპანია Steiner Consulting Group-ის ანალიტიკოსები.



აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა ხორცგადამამუშავებელ კომპანიებს წარმოების ზრდას სთხოვს და ასევე საკუთარი სისტემების დაცვისთვის მეტი ყურადღების მიქცევას ურჩებს.



JBS ამერიკის საქონლის ხორცის მეოთხედს და ღორის ხორცის მეხუთედს ამუშავებს. კორონავირუსის პანდემიის დროს კომპანიის ათობით ათასი თანამშრომელი დაინფიცირდა, რამაც ქარხნების დახურვა გამოიწვია. მაშინ კომპანიამ ასობით მილიონი დოლარი ხელფასების მომატებაზე და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე დახარჯა.


ბოლო 2 თვის მანძილზე ეს ბიზნესზე ჰაკერული შეტევის პირველი შემთხვევა არაა, მაისში კიბერ-თავდასხმის მსხვერპლი შტატებში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობსადენის მმართველი კომპანია Colonial Pipeline გახდა. შედეგად ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს 18 შტატში საწვავის ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.



გავრცელებული ინფორმაციით კიბერ-შეტევა რუსულმა ჯგუფმა Dark side-მა მოაწყო და საბოლოო ჯამში კომპანიას გამოსასყიდის სახით 5 მლნ. დოლარის გადახდა მოუწია.


 forbes.ru

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up