Forbes: მოერევა თუ არა Tesla ჩინელ კონკურენტებს

Forbes: მოერევა თუ არა Tesla ჩინელ კონკურენტებს

access_time2021-11-18 20:00:49

განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურობაზე და ამ ტრენდის ნაწილია 2021 წლის პირველ ნახევარში ელექტრომობილების გაყიდვების 160%-იანი ზრდა.

 


მოთხოვნის კუთხით პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც საანგარიშო პერიოდში 1,1 მლნ. ელექტრომობილი გაიყიდა, მაშინ, როდესაც ევროკავშირში - 1 მლნ. ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის ეკოლოგიურ პრობლემებს, განსაკუთრებით დიდ ინდუსტრიულ ქალაქებში.

 


ჩინური კომპანიები, რომლებსაც აქტიურად ეხმარება სახელმწიფო, ამ ტრენდს გვერდს ვერ აუვლიდნენ - სადღეისოდ ჩინურ ბაზარზე რამდენიმე მწარმოებელი მუშაობს და ყველა მათგანი კონკურენტად პირველ რიგში Tesla-ს მიიჩნევს.

 


მათ შორის 4 გამოკვეთილი ლიდერია - BYD, Li Auto, NIO და Xpeng, რომლებიც 2010-ან წლებში დაარსდა. გარდა ამისა, რამდენიმე ერთობლივი ამერიკულ-ჩინური კომპანიაც მუშაობს - მაგალითად SGMW, რომლის დამფუძნებლები არიან General Motors და ჩინური SAIC Motor Corporation და Liuzhou Wuling Motors.

 


მათი ერთობლივი ნამუშევარია სუპერკომპაქტური ავტომობილი, რომელიც 4300 დოლარი ღირს.

 


ამის მიუხედავად, ელექტრომობილების ჩინური ბაზრის ლიდერი მაინც Tesla რჩება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველი ისაა, რომ Tesla-მ ჩინეთში ქარხანა ადგილობრივი პარტნიორების გარეშე გახსნა, მეორე კი - ჩინელები ბრენდებს შორის ყველაზე ძვირებს და პრესტიჟულებს ირჩევენ.

 


ამან ამერიკულ კონცერნს რამდენიმე წლიანი უპირატესობა მისცა, რა დროსაც Tesla ჩინურ ბაზარზე მყარად დამკვიდრდა. მისი მთლიანი შემოსავლის 22% სწორედ ჩინეთზე მოდის, ხოლო მისი გაყიდვები ყველა ჩინური ბრენდის ერთად აღებულის მაჩვენებლებს თითქმის 50%-ით აღემატება.

 



თუმცა - შეძლებს კი ის ზრდადი ჩინური მწარმოებლების ფონზე პირველობის შენარჩუნებას?

 


აშკარაა პარალელი სმარტფონების ბაზართან, რომლის უცვლელი ლიდერიც წლების მანძილზე Apple იყო, თუმცა, 2021 წელს მას როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიო მასშტაბში Xiaomi-მ გაუსწრო.

 


ჩინელებს ამის მიღწევისთვის 10 წელი დასჭირდებათ, ელექტრომობილების მწარმოებლებს ამ გზის გავლა გაცილებით უფრო სწრაფად შეუძლიათ.

 


ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლის შესრულება აკუმულატორებს შეუძლიათ - ელექტრომობილის თვითღირებულებაში 30-40% სწორედ აკუმულატორებზე მოდის. ამ დროისთვის ელექტრომობილების განვითარებას მათი მაღალი ღირებულება, დამუხტვის მაღალი ხანგრძლივობა, მუხტის სწრაფი ხარჯვა და ბევრ ქვეყანაში დამუხტვის სუსტი ინფრასტრუქტურა - ესაა ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებას აფერხებს.

 


შედეგად, სწორედ აკუმულატორების ბაზარზე მიდის ინჟინრების შეჯიბრება ელექტრომობილების ბაზარზე.

 


დღეს 3 ქვეყანაზე - ჩინეთზე, იაპონიაზე და სამხრეთ კორეაზე მოდის მსოფლიოში ელექტრომობილების აკუმულატორების წარმოების 95%, თუმცა, ამ ბაზარზე ნელა-ნელა უპირატესობა ჩინური კომპანიებისკენ გადადის.

 


მსოფლიოში ამ ინდუსტრიაში პირველ ადგილზეა სწორედ ჩინური Contemporary Amperex Technology (CATL), რომელიც მსოფლიოში ელექტრომობილების აკუმულატორების 29,3% -ს აწარმოებს. მის კლიენტებს შორის Tesla-ც არის.

 


 ჩინური კომპანიების ასეთი წარმატება ძირითადად ადგილობრივმა მოთხოვნამ განაპირობა, თუმცა, ისინი საერთაშორისო ბაზარზეც აქტიურობენ.

 


ჩინური კომპანიები აქტიურად მუშაობენ აკუმულატორების თვითღირებულების შემცირებაზე და ეფექტურობის ზრდაზე. ამისთვის, მაგალითად, ისინი ცდილობენ წარმოებაში უფრო იაფი მასალების გამოყენებას და ამან გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა.

 


Tesla ამ კუთხით შედარებით პასიურია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის აკუმულატორების ბაზარზე კონკურენციაში ჩაბმას არ აპირებს და ამის გამო შესაძლოა მთავრობის დახმარებით ჩინელებმა ამ კუთხით კონკურენცია მოიგონ, ეს კი Tesla-ს პირველობის შემდგომ შენარჩუნებას ხელს შეუშლის.

 


ამ დროისთვის Tesla-ს მთავარი უპირატესობა მისი ბრენდია, ხოლო ტექნიკური მახასიათებლები ჩინური ანალოგებისგან დიდად არ განსხვავდება. მაშ რით დასრულდება ეს რბოლა?

 


ერთ-ერთი ყველაზე რეალური სცენარია ბაზრის სეგმენტირება - Tesla დარჩება პრემიალურ სეგმენტში, ხოლო ჩინური კომპანიები - მასობრივ ბაზარზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up