Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის

access_time2021-05-14 18:00:05

ერთხელ ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ერთ-ერთმა მრჩეველმა ცხელ გულზე განაცხადა - „იერუსალიმში ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ტუალეტსაც კი ვერ ჩადგამ“.

 

გარკვეულწილად ეს ასეც არის, თუმცა, გასაგებია რატომაც - იერუსალიმის საკითხი ისრაელის შიდა საქმეების კატეგორიას კარგა ხანია გასცდა და ის მთელს მსოფლიო პოლიტიკაზე მოქმედებს.

 

რეალურ ცხოვრებაში, ამ ქალაქის ერთიანი სტატუსის მიუხედავად, რამდენიმე, განცალკევებული და თითქმის ავტონომიური იერუსალიმი არსებობს - როგორც მინიმუმ 3  არაბული, მართლმადიდებელი ებრაელებით დასახლებული და ჩვეულებრივი საერო ქალაქი. პერიოდულად მათ შორის კონფლიქტები ჩნდება და ტყვიების ზუზუნი ისმის.

 

რითი დაიწყო დღევანდელი მოვლენები? ერთ-ერთ რაიონში 8 არაბული ოჯახის გასახლებით იმის შემდეგ, რაც  რამდენიმე ებრაულმა ოჯახმა დაამტკიცა, რომ საკამათო შენობებს ჯერ კიდევ 1948 წლამდე ფლობდა. ებრაელები, რომლებსაც არაბულ კვარტალში ჩასახლება სურთ, რადიკალური მოძრაობის წევრები არიან, რომლის მიზანსაც ერთიანი, ებრაული იერუსალიმი წარმოადგენს.

 

ქონებრივი კონფლიქტი რამადანის დროს გაჩაღდა , როდესაც ათასობით არაბი  ალ-აქსას მეჩეთში ყოველდღიურად ლოცულობდა. ამას ქუჩის შეტაკებები მოჰყვა, შემდეგ კი დაპირისპირება თავად ალ-აქსაში - ისლამური სამყაროს მნიშვნელობით მესამე სიწმინდეში - გაგრძელდა. ცხადია, ამან ესკალაციას ხელი შეუწყო.

 

მცნება „მშვიდობა“-მ ებრაელებისთვის აზრი ჯერ კიდევ 2000-ანი წლების დასაწყისში დაკარგა, როდესაც ალ-აქსაში მომხვდარი არეულობის შემდეგ მეორე პალესტინური ინტიფადა დაიწო - ათასზე მეტი დაღუპული, ქუჩებში აფეთქებული ავტობუსები, სნაიპერული სროლა ებრაელების კუთნვილი მანქანების მისამართით.

 

2009 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ყოველგვარი დათმობების მოწინაამღდეგე ბენიამინ ნეტანიახუ გახდა, შედეგად მოლაპარაკებების პროცესი შეწყდა.

 

2011 წელს არაბულ სამყაროში დაწყებულმა არეულობამ (რევოლუცია ეგვიპტეში და ტუნისში, სამოქალაქო ომები ლიბიაში, სირიაში და იემენში), ებრაელურ-პალესტინური დაპირისპირება მეორე პლანზე გადაწია, თუმცა ამის მიუხედავად თავად კონფლიქტი არსად გამქრალა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ისრაელი პალესტინური სარაკეტო თავდასხმების სამიზნე ხდება.


 

თელ-ავივი გავლენიან არაბულ ქვეყნებთან მოპალარაკებებს აწარმოებს და მნიშვნელოვან შედეგებსაც აღწევს, მაგრამ როდესაც ალ-აქსას ირგვლივ ცეცხლი აინთო, აღმოჩნდა, რომ ურთიერთგაგება საემიროებთან პალესტინური ამბოხების ჩახშობას ვერანაირად ვერ შველის.

 

ისრაელის სამხრეთ რეგიონებისთვის სარაკეტო იერიშები უკვე დიდი ხანია ნორმაც იქცა და როგორც ჩანს იგივე ბედი ქვეყნის ცენტრალურ რაიონებსაც ელის. ისრაელის ქალაქების ქუჩებს საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა - არაბები მწვანე დროშებით თელ-ავივის დაბომბვას ითხოვენ და „ჰამასს“ მხარდაჭერას უცხადებენ.

 

იყო თუ არ მოვლენათა ასეთი განვითარება მოსალოდნელი?  ეჭვგარეშეა, რომ იყო. არაბულ სექტორებში ძალადობის მაღალი დონეა, რომელიც ერთხელაც ისრაელის ებრაულ ნაწილსაც შეეხებოდა.

 

ბოლო წლებში ისრაელის ხელისუფლება ამ პრობლემის წაყრუებას ცდილობდა - არაბულ რაიონებში პოლიციაც კი არ შედიოდა. შედეგი - იმავე რაიონებში ჯარების შეყვანა.

 

არ შეიძლება არ ითქვას 1-2 სიტყვა ისრაელის შიდა პოლიტიკაზე, რომელიც კავშირშია დღევანდელ ესკალაციასთან. აი უკვე 2 წელია ისრაელი პოლიტიკური ვაკუუმის პირობებში ცხოვრობს.  მთავრობის მეთაურს ბენიამინ ნეტანიაჰუს რამდენიმე კორუფციულ სქემაში მონაწილეობა ბრალდება და ის მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გადარჩენითაა დაკავებული.

 

ის თავის გარემოცვას არ ენდობა და ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. მაგალითად, გაერთიანებულ საემიროებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმაც კი არაფერი იცოდა. 

 

როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრმა სხვა საკითხებისთვის ვერ მოიცალა და არაბებთან ახალი კონფლიქტის გაღვივება უბრალოდ გამოეპარა. ასევე აღსანიშნავია, რომ არეულობა ნეტანიაჰუს ძალიან აწყობს   - აქამდე ის წარუმატებელი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც მთავრობა 4-ჯერ ვერ დააკომპლექტა. დღეს კი ის ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი გახდა.

 

ის მოსახლეობას „ჰამასის“ სრულ განადგურებას და ქვეყნის ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენას ჰპირდება.

 

ახალმა ესკალაციამ მისი პოლიტიკური მოწინაამღდეგეების საქმეც გაუფუჭა - ისინი არაბულ პარტიებთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბებას აპირებდნენ, რაც შექმნილ მდგომარეობაში სრულიად არარეალურია.

 

ძნელი სათქმელია, დაპირისპირების ამჟამინდელი რაუნდი რამდენ ხანს გაგრძელდება - „ჰამასი“ ევგიპტეს შუამდგომლობას სთხოვს, ისრაელი ომის გაგრძელებას აპირებს. სავარაუდოდ, გარკვეული დროის შემდეგ შუამავალთა ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და როგორც უკვე არაერთხელ იყო, შეტაკებები შეწყდება.

 

თუმცა ფაქტია, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საფუძვლიან გადაწყვეტამდე და ღაზას სექტორში რადიკალების პოზიციების დასუსტებამდე, ეს ზავიც დროებით იქნება.

 

 

წყარო:forbes.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up