Forbes: მილიარდერთა უმრავლესობა მხარს ჯო ბაიდენს უჭერს

Forbes: მილიარდერთა უმრავლესობა მხარს ჯო ბაიდენს უჭერს

access_time2020-10-26 19:00:43

ოქტომბერში ჟურნალმა Forbes 42 ამერიკელ მილიარდერს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგების თანახმად, მათი დიდი ნაწილი საშუალო სტატისტიკურ ამერიკელებზე მეტად მხარს რესპუბლიკურ პარტიას უჭერს, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ჯო ბაიდენს მისცემს.


ამერიკელ მილიარდერთა 43% თავს რესპუბლიკელად მიიჩნევს, 24% - დემოკრატად, 33% - არც ერთი პარტიის მტკიცე მომხრე არაა. თუმცა, მილიარდერთა 48% ამის მიუხედავად, ხმას ჯო ბაიდენს და არა რესპუბლიკელ-მილიარდერს დონალდ ტრამპს აძლევს. სხვა გამოკითხვების თანახმად, საარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბშიც სადღეისოდ ასევე ბაიდენი ლიდერობს, მას მხარს მოსახლეობის 51% უჭერს, ტრამპს კი - 42%.


მილიარდერების არჩევანს ბაიდენის სასარგებლოდ აშშ-ს ფედერალური საარჩევნო კომისიაც ადასტურებს, რომლიც ინფორმაციით, მათი მსხვილი შემოწირულობები ძირითადად სწორედ დემოკრატი კანდიდატების ყულაბაში მიდის. რა თქმა უნდა საუბარია მილიარდერების უმრავლესობაზე და არა ყველაზე, თავისი მომხრეები ტრამპსაც ჰყავს. ამავე დროს Forbes-ის გამოკითხვის ორი მონაწილე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს.


მილიარდერების პოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი მნიშვნელობა აქვთ, ისინი მსხვილი შემომწირველები არიან, მათი ნაწილი ასევე პოლიტიკოსებს თავიანთი რესურსებით ეხმარება, მილიარდერები წინასაარჩევნო ღონისძიებებზე დადიან და კანდიდატებისთვის შემოწირულობებს საკუთარი ნაცნობობით აგროვებენ.


2016 წლის საარჩევნო კამპანიის შემდეგ პოზიცია მხოლოდ ერთმა მილიარდერმა შეიცვალა - როგორც წესი, ვინც 4 წლის წინ ხმას ტრამპს აძლევდა - ისევ ტრამპს აძლევს, ვინც უპირატესობა ჰილარი კლინტონს მიანიჭა - დღეს ჯო ბაიდენის მომხრეა.



პოლიტიკურად აქტიურ მილიარდერებს ამ წელს 4 ადამიანი დაემატა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში არ მონაწილეობდა, მათ შორის 2 ხმას ტრამპს აძლევს, 2-ს - ბაიდენს. ერთი მილიარდერი, რომელიც 2016 წელს არჩევნებზე არ წავიდა, 2020-შიც არ გეგმავს.


პოლიტიკური სიმპატიების კუთხით მხოლოდ ერთი ცვლილება დაფიქსირდა, მაიამელი დეველოპერი ხორხე პერესი, რომელმაც 2016 წელს ტრამპი აირჩია, დღეს მის მოწინაამღდეგეთა ბანაკშია. 2016 წელს მისი კომპანია დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, მაგრამ 2017-ში მექსიკასთან საზღვრის მშენებლობის იდეის გამო ის პრეზიდენტს დაუპირისპირდა. დღეს ის ხმას ჯო ბაიდენს აძლევს.


ცნობილ მილიარდერთა შორის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღებს ხმის ჩამწერი სტუდია Geffen Records დამაარსებელმა დევიდ გეფენმა, ონლაინ განცხადებების საიტის Craigslist-ს შემქნელმა კრეიგნი უმარკმა და ნიუ-იორკელუმა დეველოპერმა დევიდ ვალენტსმა. სამივე ჯო ბაიდენის ამომრჩეველია. ასევე გამოკითხვის შეკითხვების უპასუხეს საბურავების გაყიდვის ქსელის Southern Tire Mart-ის თანამფლობელმა ტომას დაფიმ და ფინანსისტმა დონ ჰექნკიმ ლოს-ანჯელესიდან, ისინი ხმას დონალდ ტრაპმს აძლევენ.


გამოკითხვის მონაწილე დანარჩენმა მილიარდერებმა ანონიმურობა არჩიეს. თუმცა, ეს კვლევა ამერიკული მსხვილი ბიზნესის შეხედულებების კუთხით ამომწურავ სურათს არ ქმნის, მასში მონაწილეობა 600-დან მხოლოდ 42 მილიარდერმა მიიღო.


„ჩვენ პოლიტიკური საკითხებზე კომენტარებისგან თავს ვიკავებთ, რადგანაც ეს ყველასთვის საზიანო იქნებოდა“,  - განუცხადებს Forbes-ს ერთ-ერთი მილიარდერის ოფისში.


მეორეს წარმომადგენელი უფრო კატეგორიული იყო - „დამიჯერეთ, ამაზე არ გიპასუხებთ“.


თუმცა, ასეა თუ ისე, ყველა, მათ შორის ისინი, ვინც გამოკითხვაში არ მონაწილეობდა, დაეთანხმა აზრს, რომ ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.


Forbes.com

თენგიზ აბლოთია 

თეგები:
ჯო ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up