Forbes: მესი შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში მეორე მილიარდერი გახდეს

Forbes: მესი შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში მეორე მილიარდერი გახდეს

access_time2020-08-30 19:00:14

 

ლიონელ მესი მნიშვნელოვან წერტილს უახლოვდება  - კარიერის მანძილზე მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა მალე შესაძლოა მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

 

მსოფლიო სპორტის ისტორიაში ეს მხოლოდ 4 ადამიანმა, მათ შორის ფეხბურთში მხოლოდ ერთმა  - კრიშტიან რონადლუმ მოახერხა.

 

მილიარდერთა კლუბში გასაწევრიანებისთვის მას მხოლოდ ერთი რამ სჭირდება  - არაფრის კეთება. საკმარისია მხოლოდ დარჩეს „ბარსელონა“-ს შემადგენლობაში 2020-2021 წლის სეზონის ბოლომდე, თუნდაც ისე, რომ სტადიონზე არც ერთხელ არ გამოჩნდეს - და მისი შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს თავისთავად გადააჭარბებს.

 

თუმცა, ესეც პრობლემაა - მესი თავის გუნდთან მწვავე კონფლიქტშია და მის დატოვებას დროზე ადრე გეგმავს. გუნდიდან დათქმულ ვადაზე ადრე წასვლა მის გამილიარდერების პერსპექტივას გაურკვეველი დროით გადაწევს, ან საერთოდ დაასამარებს.

 

„გლობალიზაციამ ფეხბურთი სპორტის ყველაზე მომგებიან სახეობად აქცია. იქ ძალიან სუსტია კონკურენცია, ხელფასებზე ლიმიტების არ არსებობს, და როგორც წესი, საუკეთესო ფეხბურთელები წარმოუდგენელ შემოთავაზებებს იღებენ“  -  თვლის შტატ  მიჩიგანის უნივერსიტეტის სპორტული მენეჯმენტის პედაგოგი  სტეფან შიმანსკი.

 

მილიარდერი-სპორტსმენები, ანი ისინი, ვინც ქონება უშუალოდ სპორტული კარიერის დროს დააგროვეს  - ერთეულებია.

 

2009 წელს სპორტის ისტორიაში პირველი მილიარდერი ამერიკელი ბეისბოლისტი ტაიგერ ვუდსი გახდა. მოკრივე ფლოიდ მეიუეზრემა ამ მიზანს 2017 წელს მიაღწია, როდესაც მენეჯერის მომსახურეობაზე უარი განაცხადა, და საკუთარ ბრძოლებს თავადვე გეგმავდა.

 

ლიონელ მესის მთავარი კონკურენტი კრიშტიან რონალდუ მილიარდერი 2019 წელს გახდა, მათ შორის 2019-2020 წლის სეზონს ხარჯზე, როდესაც მან ხელფასის და პრემიების სახით 105 მლნ. დოლარი მიიღო.


 

ასევე მილიარდერია კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს კლუბი “Charlotte hornets” წარმოადგეს, ხოლო “Chicago bulls”-ში და “Washington wizards”-ში 15 წლიანი კარიერის წყალობით მათ 550 მლნ. დოლარი გამოიმუშავა.

 

მესის მოხვედრა მილიარდერთა კლუბში 2009 წელს დაწყებული ყველა ძვირადღირებული საფეხბურთო საგას კულმინაცია გახდება. სწორედ მაშინ ის და რონალდუ აღმოჩნდნენ საპირისპირო მხარეებზე.

 

რონალდუ, რომელიც მესიზე 2 წლის უფროსია, ეფექტური პიარით და თვითრეკლამით გამოირჩევა, მაშინ, როდესაც არგენტინელი ფეხბურთელი შედარებით თავმდაბალი, და ძირითადად  თამაშზე, და არა გარეგნობაზე კონცენტრირებულ ფეხბურთელად ითვლება.

 

რონალდუმ მოაგროვა 433 მლნ. ხელმომწერი Facebook-ში, Instagram-ში  და Twitter-ში.

 

გარდა ამისა მან რეკლამის თვალსაზრისით ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენის სტატუსსაც მიაღწია. მას სამუდამო კონტრაქტი აქვს  Nike-თან, გრძელვადიანი შეთანხმება  Herbalife-თან, ის ასევე ფლობს ბრენდს CR7, რომელიც ტანსაცმელს, პარფიუმს და სათვალეებს აწარმოებს, ასევე სასტუმროებს და სპორტულ დარბაზებს ფლობს.

 

სარეკლამო შემოსავლები არც მესისთვისაა უცხო ხილი - სასპონსორო კონტრაქტებით მისი ქონება წელიწადში 33 მლნ. დოლარით იზრდება. მას სამუდამო კონტრაქტი Adidas-თან  ასევე ჩიპსების მწარმოებელ  Lays-თან, Mastercard-თან, საათების მწარმოებელ в Jacob & Co-სთან, და ყატარის სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან აქვს.

 

გასულ კვირამდე ფეხბურთის თაყვანისმცემლები ელოდნენ, რომ არგენტინელი სპორტსმენი „ბარსელონასთან“ ხელს  ახალ კონტრაქტს ძველი პირობებით მოაწერს. თუმცა, მისი კონფლიქტი გუნდთან საჯარო გახდა - ომი, რომელიც წელიწადზე მეტი გრძელდება, მწვრთნელის კრიტიკაში და თანაგუნდელებთან ურთიერთობების გაფუჭებაში გამოიხატება.

 

სად იქნება მესი „ბარსელონიდან“ წასვლის შემთხთვევაში - გაურკვეველია, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიც კლუბი იმდენივეს გადაუხდის, რამდენსაც „ბარსელონა“.

 

თუ კატალონიური კლუბის ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანის გუნდში მშვიდობის აღდგენას მოახერხებს, შესაძლოა, უკვე 2020 წელს მესი მილიარდერი გახდება.

 

როგორც ჩანს ჰოლანდიელი სპეციალისტი ამისთვის მზადაა.

 

„მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, და ჩვენ გვინდა, რომ ის არა ჩვენს წინაამღდეგ, არამდე ჩვენთან თამაშობდეს“ - განაცხადა კუმანმა.

 

მესის არჩევანის მიუხედავად, ფეხუბრთელებისთვის მილიარდერობის მიღწევა თითქმის შეუძლებელია - მსოფლიოს მესამე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ბრაზილიელი ნეიმარის ქონება ჯერ მხოლოდ 450 მლნ. დოლარია.

 

 



თეგები:
მესი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up